ლუმინესცენცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვეცადოთ ეს „წითლები“ შევავსოდ, რამდენია :)
No edit summary
ხაზი 3:
'''ლუმინესენცია ან ლუმინესცენცია''' — სითბურ გამოსხივებასთან შედარებით ჭარბი გასმოსხივება, რომელიც გრძელდება სინათლის რხევის პერიოდზე ბევრად უფრო მეტი დროის განმავლობაში. სითბური გამოსხივება ხილული სპექტრის არეში მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როდესაც [[ტემპერატურა]] რამდენიმე ასეული და ათასეული გრადუსია, ლუმინესცენცია კი არის ნებისმიერ ტემპერატურაზე. ამიტომ ლუმინესცენციას ხშირად ცივ ნათებასაც უწოდებენ. სინათლის სხვადასხვა ტიპის გაბნევისაგან ლუმინესცენცია განსხვავდება იმით, რომ სინათლის შთანთქმასა და გამოსხივებას შორის მიმდინარეობს პროცესები, რომელთა ხანგრძლივობა ბევრად აღემატება სინათლის ტალღის პერიოდს.
 
ლუმინესენციის ბუნებრივი მოვლენები — [[პოლარული ნათება]], ზოგიერთი [[მწერი]]ს , [[მინერალი]]ს, ლპობადი ხის ნათება ცნობილია უხსოვარი დროიდან. ლუმინესცენციის სისტემის შესწავლა დაიწყო მხოლოდ [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს. მისი კლასიფიკაცია შეიძლება აგზნების ტიპის, ენერგიის გარდაქმნის მექანიზმისა და ნათების დროითი მახასიათებლების მიხედვით. აგზნების ტიპის მიხედვით შეიძლება გავარჩიოთ [[ფოტოლუმინესცენცია]], [[რადიოლუმინესცენცია]], [[ელექტროლუმინესცენცია]], [[ტრიბოლუმინესცენცია]], [[ქემილუმინესცენცია]], [[კანდოლუმინესცენცია]]. გამოსხივების ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ ფლუორესცენციას[[ფლუორესცენცია]]ს და ფოსფორესცენციას[[ფოსფორესცენცია]]ს.
ელემენტარული პროცესების მექანიზმის შესაბამისად ლუმინესცენცია შეიძლება იყოს რეზონანსული, სპონტანური, იძულებითი და რეკომბინაციული.
ლუმინესცენციის ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებია აგზნების ტიპი, გამოსხივების სპექტრი, [[პოლარიზაცია]], გამოსხივების გამოსავალი — შთანთქმული ენერგიის შეფარდება გამოსხივებულ ენერგიასთან.
ლუმინესცენციას ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში. მაგ., ლუმინესცენციურ ნათურებში, ელექტრონულ ხელსაწყოებში ([[ოსცილოგრაფი]], [[ტელევიზორი]], [[ლოკატორი]]) ეკრანების ნათებისათვის. ცნობილია აგრეთვე ლუმინესცენციური საღებავები და სხვა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუმინესცენცია“-დან