ჟოზეფინ ბოარნე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
 
== ადრეული წლები ==
მარი როზ ჟოზეფინ ტაშე დე ლა პაჟერი ან როზ (ჟოზეფინას სახელით მისი მოხსენიება დაიწყო [[ნაპოლეონი|ნაპოლეონმა]]) დაიბადა [[მარტინიკAმარტინიკა|მარტინიკში]] ფრანგი პლანტატორის ჟოზეფ–გასპარ ტაშე დე ლა პაჟერის ოჯახში. მოგვიანებით, ჟოზეფინა იხსენებდა, რომ ბავშვობაში ერთმა მოხუცმა შავკანინამა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დროს ის იქნებოდა "უფრო მეტი ვიდრე მეფე".
 
1779 წლის 13 დეკემბერს, 16 წლის ასაკში, იგი ცოლად გაჰყვა ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნეს (1760—1794 წ.წ.), რომელიც იმ პერიოდში დიდი წარმატებებით სარგებლობდა ქალთა შორის. თავდაპირველად, ჟოზეფინას ოჯახი ფიქრობდა, ბოარნეზე გაეთხოვებინათ უმცროსი ქალიშვილი ქეთრინი. ნათესაური კავშირი ბოარნეს ოჯახთან ძალიან მომგებიანი იყო პლანტატორისთვის, რომლის მამული 1766 წელის ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა ქეთრინი გარდაიცვალა 12 წლის ასაკში. ბოარნეს მეუღლე გახდა მისი უფროსი და ჟოზეფინა. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ჟოზეფინას კი ორი უსაყვარლესი შვილი დარჩა მეუღლისგან: ქალ-ვაჟი — ეჟენ (ევგენი) დე ბოარნე. მოგვიანებით, [[იტალია|იტალიის]] ვიცე-მეფე და [[ლიხტენშტეინი]]ს ჰერცოგი და ორტანს (ჰორტენზია) დე ბოარნე, [[ჰოლანდია|ჰოლანდიის]] მეფის ლუდოვიკო ბონაპარტის მეუღლე და [[ნაპოლეონ III]] - ის დედა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟოზეფინ_ბოარნე“-დან