ჟოზეფინ ბოარნე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2013 წლის 1 ივნისი}}
{{ინფოდაფა მმართველი
|ქვეყანა = [[საფრანგეთი]]ს
Line 24 ⟶ 25:
}}
'''ჟოზეფინ ბოარნე''' ('''მარია ჟოზეფინა როუზ ტაშე დე ლა პაჟერი''') ({{lang-fr|Marie Josèphe Rose de Tascher de la Pagerie}}), (დ. [[6 ივნისი]], [[1763]] — გ. [[29 მაისი]], [[1814]]) — [[საფრანგეთი]]ს იმპერატორ [[ნაპოლეონ ბონაპარტი]]ს პირველი ცოლი.
 
== ადრეული წლები ==
მარი როზ ჟოზეფინ ტაშე დე ლა პაჟერი ან როზ (ჟოზეფინას სახელით მისი მოხსენიება დაიწყო [[ნაპოლეონი|ნაპოლეონმა]]) დაიბადა [[მარტინიკი|მარტინიკში]] ფრანგი პლანტატორის ჟოზეფ–გასპარ ტაშე დე ლა პაჟერის ოჯახში. მოგვიანებით, ჟოზეფინა იხსენებდა, რომ ბავშვობაში ერთმა მოხუცმა შავკანინამა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დროს ის იქნებოდა "უფრო მეტი ვიდრე მეფე".
 
1779 წლის 13 დეკემბერს, 16 წლის ასაკში, იგი ცოლად გაჰყვა ვიკონტ ალექსანდრე დე ბოარნეს (1760—1794 წ.წ.), რომელიც იმ პერიოდში დიდი წარმატებებით სარგებლობდა ქალთა შორის. თავდაპირველად, ჟოზეფინას ოჯახი ფიქრობდა, ბოარნეზე გაეთხოვებინათ უმცროსი ქალიშვილი ქეთრინი. ნათესაური კავშირი ბოარნეს ოჯახთან ძალიან მომგებიანი იყო პლანტატორისთვის, რომლის მამული 1766 წელის ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა ქეთრინი გარდაიცვალა 12 წლის ასაკში. ბოარნეს მეუღლე გახდა მისი უფროსი და ჟოზეფინა. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ჟოზეფინას კი ორი უსაყვარლესი შვილი დარჩა მეუღლისგან: ქალ-ვაჟი — ეჟენ (ევგენი) დე ბოარნე. მოგვიანებით, [[იტალია|იტალიის]] ვიცე-მეფე და [[ლიხტენშტეინი]]ს ჰერცოგი და ორტანს (ჰორტენზია) დე ბოარნე, [[ჰოლანდია|ჰოლანდიის]] მეფის ლუდოვიკო ბონაპარტის მეუღლე და [[ნაპოლეონ III]] - ის დედა.
 
1785 წლის მარტში მეუღლეები დაშორდნენ. სამი წელი ჟოზეფინა თავისუფლებით ტკბებოდა. სიამოვნებით ერთობოდა მოდური მაღაზიებითა და არისტოკრატიული სალონებით. როცა მთელი ფინანსური შესაძლებლობები ამოეწურა, იძულებული გახდა მარტინიკში, საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. 1789 წლის რევოლუციამ მისი ბედი შეცვალა. უწესრიგობამ მოიცვა დასავლეთ [[ინდოეთი]]ს შორეული კუნძულიც. დიდებულთათვის იქ დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო და 1790 წელს ჟოზეფინა კვლავ გაემგზავრა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. მანამდე, 1789 წელს ალექსანდრე ბოარნე არჩეულ იქნა [[საფრანგეთი]]ს [[გენერალური შტატები]]ს დეპუტატად. მიუხედავად თავისი არისტოკრატიული წარმოშობისა, ის ემხრობოდა საფრანგეთის მესამე წოდების დეპუტატებს მოქალაქეთა თანაბარუფლებიანობის საკითხში. ის შევიდა ეროვნული კრების შემადგენლობაში და დაიკავა კრების მდივნის და თავმჯდომარის პოსტები. ყოფილი მეუღლის მაღალმა თანამდებობებმა შესაძლებლობა მისცა ჟოზეფინას შესულიყო ქალაქის მრავალ სასახლსა და სალონში. პოლიტიკაში ალექსანდრე ბოარნე იცავდა ზომიერ შეხედულებებს. ის არ იწონებდა ღარიბთა აჯანყებებს, რევოლუციონერთა ხრიკებს სამეფო ოჯახის მიმართ და საერთოდ, თავადაზნაურობას მთლიანობაში. ჟირონდისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბოარნემ დატოვა პოლიტიკური მოღვაწეობა და შევიდა რევოლუციურ არმიაში ავსტრიელი და პრუსიელი ინტერვენტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
 
 
 
 
== წიგნები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟოზეფინ_ბოარნე“-დან