ვაღარშაპატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
'''ვაღარშაპატი''' ({{lang-hy|Վաղարշապատ}}; [[1945]] წლიდან [[1992]] წლამდე – '''ეჩმიაძინი''', {{lang-hy|Էջմիածին}}) — [[ქალაქი]] [[სომხეთი|სომხეთში]], სომხური სამოციქულო (გრიგორიანული) ეკლესიის [[კათალიკოსი]]ს საბრძანებელი. მდებარეობს [[არმავირის პროვინცია]]ში, [[ერევანი|ერევნიდან]] დასავლეთით 20 კმ-ში.
 
ქალაქი თავდაპირველად დაარსდა როგორც ''ვარდკესავანი'' ძვ.წ. მე-4 ან მე-3 [[საუკუნე]]ში. მეფე ვაღარშმა ([[117]]-[[140]]) მას სახელი შეუცვალა და ვაღარშაპატი (სომხ.: Վաղարշապատ) დაარქვა, რაც დღემდე რჩება ქალაქის ოფიციალურ სახელად. რამდენიმე ათწლეულში იგი სომხეთის [[დედაქალაქი]] ხდება და მე-4 საუკუნემდე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქად რჩება.
 
ისტორიულად ქალაქის დედაბოძი ''ეჩმიაძინის ტაძარი'' იყო. გადმოცემის თანახმად, თავადპირველად ააგო წმ. გრიგორ განმანათლებელმა [[301]]-[[303]] წლებში. მე-5 საუკუნის სომხური წერილობითი წყაროების მიხედვით, წმ. გრიგორს [[ქრისტე]] გამოეცხადა ზეციდან, რომელმაც მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით, ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად. შესაბამისად პატრიარქმა [[ეკლესია]]სა და თვით ქალაქსაც სახელად ''ეჩმიაძინი'' დაარქვა, რაც დაახ. ნიშნავს: ”ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა”.
 
[[480]] წელს ვაჰან მამიკონიანის ბრძანებით ნანგრევებად ქცეული [[ბაზილიკა]] შეიცვალა ახალი ჯვრის ფორმის ეკლესიით. [[618]] წელს ხის თაღი შეცვალა ქვისამ, რომელიც ოთხ მასიურ საყრდენზე იჯდა, რომელიც თავის მხრივ კონსტრუქციის გარე კედლებს აერთიანებდა არკადიებით. ტაძარმა დღემდე სწორედ ამ ფორმით მოაღწია. ტაძარში ადრე სომხურ შუასაუკუნეობრივ ხელნაწერთა უდიდესი კოლექცია ინახებოდა, თუმცა მოგვიანებით ისინი მატენადარანს გადაეცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაღარშაპატი“-დან