გვარი (ბიოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ბიოლოგიური კლასიფიკაცია}}
'''გვარი''' (Genus) — ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც აერთიანებს [[ფილოგენეზი|ფილოგენეზურად]] ახლომდგომ სახეობებს. მაგალითად ფიჭვის გვარი ([[Pinus]]) აერთიანებს ფიჭვის ყველა სახეობას; კატის გვარი ([[Felis]]) — გარეული კატის სხვადასხვა სახეობას. [[ბოტანიკა|ბოტანიკური]] და [[ზოოლოგია|ზოოლოგიური]] ნომენკლატურით ყოველი გვარი ერთი სიტყვით ([[არსებითი სახელი]]თ) აღინიშნება. მაგალითად, [[Pinus]] — ფიჭვი, [[Felis]] — კატა. ჩვეულებრივ, გვარში გაერთიანებულია მრავალი ან რამდენიმე [[სახეობა]]. მაგრამ არის ისეთი გვარებიც, რომლებშიც მხოლოდ თითო სახეობაა ([[გინკგო]] — Ginkgo biloba, [[იხვნისკარტა]] — Ornitho hynchusOrnithorhynchus anatinus), მათ მონოტიპური გვარი ეწოდებათ. მახლობელი გვარები ქმნიან [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახს]]. მაგალითად [[ძახველი]]სა (Viburnum) და [[ანწლი]]ს (Sambucus) გვარები გაერთიანებულია [[ცხრატყავასებრნი|ცხრატყავასებრთა]] (Caprifoliaceae) ოჯახში, [[ძაღლი]]სა (Canis) და [[მელა|მელის]] (Vulpes) გვარები — [[ძაღლისებრნი|ძაღლისებრთა]] ოჯახში. ზოგჯერ გვარში გამოყოფენ ქვეგვარებს; გვარსა და ოჯახს შორის კი შუალედ კატეგორიას — ქვეოჯახსა და ტრიბას. მაგალითად, [[ქერი]]სა და [[ხორბალი|ხორბლის]] გვარები შედის ქერისებრთა ტრიბაში, ხოლო [[ონდატრა|ონდატრისა]] და [[წყლის მემინდვრია]]ს გვარები ქმნიან მემინდვრიების ქვეოჯახს.
 
==ლიტერატურა==