კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 4 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2467738 (translate me)
No edit summary
ხაზი 12:
1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში [[ვიატკა]]ში დადგა [[ჩეხოვი, ანტონ | ა. ჩეხოვის]] პიესა "ძია ვანია". 1904-იდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა [[გორკი, მაქსიმ |მ. გორკის]] პიესა "მოაგარაკენი". [[1905]] რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა [[ხარკოვი | ხარკოვის]] (1906-1907), [[კიევი | კიევის]] (1907-1908), [[ოდესა | ოდესის]] (1908-1909) დრამატულ დასებში.
 
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში [[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე | ა. სუმბათაშვილთან]] ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს[[ შალიკაშვილი, ვალერიან | ვ.შალიკაშვილს]], [[წუწუნავა, ალექსანდრე | ა.წუწუნავას]] და[[ მჭედლიშვილი, ვახტანგ | ვ. მჭედლიშვილს]], რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა [[ჰამსუნი, კნუტ | კ. ჰამსუნის]] "ცხოვრების ბრჭყალებში" (1911), [[იბსენი, ჰენრიკ | ჰ. იბსენის]] "პერ გიუნტი" (1912); მონაწილეობა მიიღო [[დოსტოევსკი, თედორე | თ.დოსტოევსკის]] "ძმები კარამაზოვების" დადგმაში (1910), და [[კრეგი, ჰენრი ედუარდ გორდონ | ჰ. კრეგის]] დადგმის "ჰამლეტის" განხორციელებაში. 1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა "თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისრადაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.
 
მარჯანიშვილმა აქ დადგა: [[მუსორგსკი, მოდესტ | მ. მუსორგსკის]] ოპერა "სოროჩინცის ბაზრობა", [[ოფენბახი, ჟაკ | ჟ. ოფენბახის]] ოპერეტა "მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის პანტომიმა "პიერეტას საბურველი" და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), "ბუფის" (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა [[ვეგა კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე დე ვეგას]] დრამა "ცხვრის წყარო", ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. [[1920]] წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. [[1922]] წელს მარჯანიშვილი [[საქართველო | საქართველოში]] დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.
 
[[1922]] წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევულუციურრევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო", რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. [[1926]] წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოშოსაქართველოში" (1922), [[ერისთავი, გიორგი | გ. ერისთავის]] "გაყრა" (1923), [[მოლიერი | ჟ.მოლიერის]] "გააზნაურებული მდაბიო" (1924; [[ქორელი, მიხეილ | მ. ქორელთან]] ერთად), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ჰამლეტი" (1925) და სხვა.
 
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "[[ამოკი]]" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).