ჯიზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯიზია''' ({{lang-ar|جزْية}}) — სულადი გადასახადი, რომელსაც [[არაბთა სახალიფო]]ში, შემდგომ კი სხვა სახელმწიფოშიც, იხდიდნენ არამუსლიმანი ქვეშევრდომები (ზიმიები) - სრულწლოვანი, შრომისუნარიანი მამაკაცები (ქალები, ბავშვები, მოხუცები, მონები, მათხოვრები, ბერმონაზვნები ჯიზიისაგან თავისუფლდებოდნენ).
 
ჯიზიას იხდიდნენ ყოველწლიურად [[ფული]]თ ან ნატურით. მუსლიმანური სამართლის მიხედვით ჯიზიას იხდიდნენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ძალითაც არამუსლიმანებს სიცოცხლისა და საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტია ეძლეოდათ. ასეთ შემთხვევაში ჯიზია ხშირად კომლობრივ გადასახადს წარმოადგენდა. ასე იყო, მაგალითად [[საქართველო]]ში [[არაბები|არაბთა]] დაპყრობების დროს.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|564|სიხარულიძე ე.}}
 
[[კატეგორია:ისლამური ეკონომიკა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიზია“-დან