ორჭრილოვანი ექსპერიმენტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 32 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q217785
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
'''ორმაგი ჭუჭრუტანას ექსპერიმენტი''' ან '''[[თომას იანგი|იანგის]] ექსპერიმენტი''' მოიცავს ნაწილაკების სხივებს ან [[კოჰერენტულობა|კოჰერენტულ]] ტალღებს, რომლებიც გადიან ორ ერთმანეთთან ძალიან ახლოს განთავსებულ ჭუჭრუტანაში, რის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთში [[ინტერფერენცია|ინტერფერენციას]] ახდენენ.
 
[[კვანტური მექანიკა|კვანტურ მექანიკაში]] ორმაგი ჭუჭრუტანას ექსპერიმენტი აღნიშნავს სინათლისა და სხვა კვანტური ნაწილაკების ტალღური და ნაწილაკური ბუნების განუცალკევლობას ([[კორპუსკულარულ–ტალღური დუალიზმი]]). იანგისა და ნიუტონის ცდა განსხვავდება თანამედროვე ვერსიისგან, მათ გაატარეს სინათლის სხივი თხელი ობიექტის გასწვრივ, როგორიცაა ბანქოს ქაღალდი (იანგის შემთხვევაში) ან თმის ღერი ([[ისააკ ნიუტონი|ნიუტონის]] შემთხვევაში). თანამედროვე ექსპერიმენტებში წერტილოვანი განათების წყარო აშუქებს თხელ ფირფიტას, რომელზეც ორი პარალელური ჭუჭრუტანაა განთავსებული და მათი გავლით სინათლე ეცემა ფირფიტის უკან განთავსებულ ეკრანზე. ჭუჭრუტანიდან გამოფრქვეული სხივები თავიანთი ფაზით კოჰერენტულნი არიან, რადგან მათ წარმოშობის საერთო წყარო აქვთ. სინათლის ტალღური ბუნებიდან გამომდინარე ჭუჭრუტანაში გასული სხივები განიცდიან ინტერფერენციას და ეკრანზე ქმნიან ნათელ და მუქ დაჯგუფებათა ნიმუშებს. (თუმცა, ეკრანზე სინათლე ყოველთვის შთანითქმება როგორც ცალკეული ნაწილაკი, [[ფოტონი]].)