ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
[[1922]] წლის სექტემბრიდან [[1924]] წლის [[29 აგვისტო|29 აგვისტოს]] ჩათვლით გენო ღვალაძე იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]) რწმუნებული [[კახეთი|კახეთის]] მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ [[ჩოლოყაშვილი, ქაქუცა|ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის]] „შეფიცულთა რაზმთან“. იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1924]] წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში. აღნიშნული ამბოხების სისხლში ჩახშობისთანავე მთელ საქართველოში დაიწყო მის მონაწილეთა დაპატიმრებები. იმავე წლის 5 სექტემბერს "ჩეკა"-მ დააპატიმრა ევგენ ღვალაძეც. იგი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა [[1925]] წლის მარტამდე, როდესაც ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფმა ([[რობაქიძე, გრიგოლ|გრიგოლ რობაქიძე]], [[ნუცუბიძე, შალვა|შალვა ნუცუბიძე]] და სხვანი) მოითხოვა პატიმრობიდან [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდიას]], ევგენ ღვალაძის და სხვათა გათავისუფლება.
 
[[1924]] წელს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეთა თაოსნობით [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] შეიქმნა ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია: ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“. [[1926]] წლიდან [[1937]] წლის 9 აგვისტომდე (მის ხელახალ დაპატიმრებამდე) ევგენ ღვალაძე იყო საქართველოში ამ ორგანიზაციის პირველი კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, [[1926]]-[[1932]] წლებში იგი იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას. [[1932]] წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას. [[1932]]-[[1935]] წლებში იგი იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს („ზაკჟელდორსტროი“) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან