კრეისერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Pantserkruiser Aurora.jpg|მინი|230პქ|კრეისერი „ავრორა“]]
'''კრეისერი''' — წყალზედა საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა ბრძოლა მოწინააღმდეგის ფლოტის მსუბუქ ძალებთან, საბრძოლო ხომალდთა შენაერთებისა და [[ბადრაგი]]ს დაცვა, [[საზღვაო დესანტი]]ს გადასხმის უზრუნველყოფა, სახმელეთო ჯარების ზღვისპირა ფლანგებისათვის ცეცხლით მხარდაჭერა, სანაღმე ღობურების დაყენება და სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულება. კრეისერი გაჩნდა დიდ ბრიტანეთში [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 60-იან წლებში. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 60-იან წლებში სხვადასხვა სახელმწიფოს ფლოტებში გაჩნდა სარაკეტო ჰაერსაწინაღო თავდაცვის, ნავსაწინაღო და სხვა კრეისერები. თანამედროვე კრეისერის მთავარი იარაღია კუთხვილლულიანი არტილერია და სარაკეტო კომპლექსები. ამასთან კრეისერი შეიარაღებულია საზენიტო არტილერიით, ტორპედოებით[[ტორპედო (ჭურვი)|ტორპედო]]ებით და [[ნაღმი|ნაღმებით]], უმრავლესობა აღჭურვიალია 1-2 მსუბუქი თვითმფრინავით ან შვეულმფრენით. კრეისერის ძირითადი ზომებია: სიგრძე 200-220 მეტრამდე, სიგანე 20-23 მეტრი, წყალშიგი 8 მეტრამდე, წყალწყვა 7-იდან 30 ათას ტონამდე. კრეისერის ეკიპაჟი 600-დან 1300 კაცამდეა, სვლის სიჩქარე 30-35 კვანძი.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრეისერი“-დან