ვიკიპედია:ბიუროკრატები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 74:
[[ვიკიპედია:ვიკიპედიელები|ვიკისაზოგადოება]] '''[[ვიკიპედია:ბიუროკრატები|ბიუროკრატების]]''' სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ '''[[ვიკიპედია:ხუთი მცნება|ვიკიპედიის კანონებს]]'''. ნომინანტებს ვიკიპედიაში საკმაო ისტორია უნდა ჰქონდეთ, რათა მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მათ თვისებებს. ბიუროკრატები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიპედიის „ოფიციალური წარმომადგენელი“. ბიუროკრატები უნდა იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილნი და სხვებთან ურთიერთობისას მომთმენნი. '''ბიუროკრატობა უფრო მაღალი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ადმინისტრატორობა.''' ბიუროკრატების ქმედება შეუცვლელი არ არის და არსებობს ცალკე პროცესი, რომელიც ბიუროკრატული უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტებს იხილავს.
 
===გადაწყვეტილების მიღება===
 
ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს საკუთარი თავის კანდიდატურა. ნომინაცია '''თოთხმეტი დღის''' განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს წერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს უკვე არსებული [[ვიკიპედია:ბიუროკრატები|ბიუროკრატი]] განიხილავს დისკუსიას რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებელმა საზოგადოების ნდობის 75 % მიიღო.
ხაზი 86:
იმ შემთხვევაში, თუ მეორე კანდიდატის თანხმობა გაჩნდება, პირველი კანდიდატის არჩევნების შემდეგ დაიწყება მეორის.
 
===როგორ შეიძლება გავხდე ბიუროკრატი?===
* კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
* კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია და მინიმუმ 2000 რედაქტირება უნდა ჰქონდეს.