აცტეკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
more reliable map : see http://commons.wikimedia.org/wiki/File_talk:Aztec_Empire_(orthographic_projection).svg and http://en.wikipedia.org/wiki/Talk:Aztec_Triple_Alliance#Orthographic_projection_territorial_extension
more reliable map : see http://commons.wikimedia.org/wiki/File_talk:Aztec_Empire_(orthographic_projection).svg and http://en.wikipedia.org/wiki/Talk:Aztec_Triple_Alliance#Orthographic_projection_territorial_extension
ხაზი 1:
{{შერწყმა|აცტეკები}}
{{აცტეკების ცივილიზაცია}}
'''აცტეკების ცივილიზაცია''' — [[მესოამერიკული ცივილიზაციები|მესოამერიკული]], [[ქრისტეფორე კოლუმბი|კოლუმბამდელი]] ცივილიზაცია თანამედროვე [[მექსიკა|მექსიკის]] ტერიტორიაზე.
{| border="1" cellpadding="4" style="float: right; margin: 0 0 1em 1em; width: 250px; background:#f9f9f9; border: 1px #aaaaaa solid; border-collapse: collapse; font-size: 95%;"
|+ style="margin-left: inherit; font-size: larger; font-weight: bold;" | აცტეკების იმპერია
|- style="text-align: center; vertical-align: top;"
| colspan="2" | [[ფაილი:Aztec Empire (orthographic projection).svg|center|250px|აცტეკების იმპერია მეზოამერიკაში]]
|- style="vertical-align: top; font-size:95%;"
| [[დედაქალაქი]]
| [[ტენოჩტიტლანი]]
|- style="vertical-align: top; font-size:95%;"
| ოფიც. ენა
| [[ნაჰუატლი]]
|- style="vertical-align: top; font-size:95%;"
| style="white-space: nowrap;" | [[მთავრობა]] <div style="text-align: right;">[[ქვეყნის მეთაური]] <div style="text-align: right;">უმაღლესი საბჭოს მეთაური <div style="text-align: right;">არჩევადი საბჭო <div style="text-align: right;">გადამწყვეტი საბჭო</div>
| style="white-space: nowrap;" | [[იმპერია]]<br />[[ჰუეი ტლატოანი]] (არამემკვ. ავტოკრატი)<br />[[ციჰუაკოატლი (თანამდებობა)|სიჰუაკოატლი]] <br />[[ოლიგარქი]] ([[სამხედრო]], [[რელიგიური]], [[არისტოკრატიული|არისტოკრ.]])<br />80+ [[კალპული]] მეთაურები ([[უხუცესი (ადმინისტრაციული ტიტული)|უხუცესი]])
|- style="vertical-align: top; font-size:95%;"
| style="white-space: nowrap;" | '''დაარსება'''<br />'''დაშლა'''<br />'''მოსახლეობა 1520'''
| style="white-space: nowrap;" | 1428<br />1521<br />დაახ. ~20,000,000
|- style="vertical-align: top; font-size:95%;"
|}
'''აცტეკები''' (საკ. სახელწოდება — ''ასტეკა'') — [[მექსიკა|მექსიკის]] [[ინდიელები|ინდიელთა]] ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი. [[აცტეკური ენა]] — ''ნაუატლი'' [[იუტოაცტეკური ენები|იუტოაცტეკურ ენათა]] დიდ ჯგუფს განეკუთვნება. [[XII საუკუნე]]ში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები [[მეხიკო]]ს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — [[ტოლტეკები]]ს, [[საპოტეკები]]სა და [[მიშტეკები]]ს მაღალი კულტურა და [[XIV საუკუნე]]ში დააარსეს ქ. [[ტენოჩტიტლანი]] (ახლანდელი ქ. [[მეხიკო]]). [[1427]] წელს დაუკავშირდნენ [[ტესკოკო]]სა და [[ტლაკოპანი]]ს ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივ ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ.
 
==ადრეული ისტორია==
როდესაც [[ერნან კორტესი|ერნან კორტესმა]] და მისმა ესპანელემა ჯარისკაცებმა მიაღწიეს მეხიკოს ხეობას [[1519]] წელს მათ იპოვეს ჩინებული ქალაქი რომელიც იდგა კუნძულზე ტბაში. 3 განიერი დამბა მიდიოდა უდიდეს თეთრ სასახლეებთან და მოხატულ ტაძრებთან პირამიდების თავზე.
[[ფაილი:Aztec Empire (orthographic projection).svg|thumb|250px|left|მაქსიმალური სიგრძე აცტეკების იმპერიის.]]
ჩვენს ერამდე 20 000 წლის წინ, [[მეხიკო]]ს დაბლობზე გამოჩნდნენ ტომები, რომლებიც [[ნადირობა]]ს და [[მეთევზეობა]]ს მისდევდნენ. უკვე ჩვენს ერამდე 5 000 წელს, აქ ნახევრად მომთაბარე ტომებს მოჰყავდათ [[სიმინდი]], იცოდნენ კალათების ქსოვა და [[თიხა|თიხის]] ჭურჭლის დამზადება. ძვ.წ. 1 500 წელს, გლეხები ალიზისგან იშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს. 300 წლის შემდეგ, აქ გაჩნდა [[ოლმეკების ცივილიზაცია]], რომელიც იყო პირველი ამ რეგიონის ცივილიზაციათა ჯაჭვში. მათ არ იცოდნენ [[ბორბალი]], არ ყავდათ [[ცხენი|ცხენები]], მაგრამ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შექმნეს ცხოვრების განსაკუთრებული სახე, რომელმაც თავსი ულაღლესი გამოხატულება აცტეკურ ცივილიზაციაში ჰპოვა. ოლმეკებმა შექმნეს იეროგლიფები და [[კალენდარი]], შექმნეს კომუნიკაციების ქსელი და სავაჭრო სისტემა. რეგიონის პირველმა დიდმა ცივილიზაციამ თავისი ასახვა სკულპტურებში ჰპოვა.
 
[[ფაილი:Aztec Empire 1519 map-fr.svg|thumb|250px|left|შენაკადი სახელმწიფოები აცტეკების იმპერიის]]
== მდგომარეობა ესპანელების მოსვლამდე ==
ეს ქალაქი იყო [[ტენოჩტიტლანი]], აცტეკების დედაქალაქი. მისი გრანდიოზულობა აჩვენებდა აცტეკების ძალაუფლებასა და სიმდიდრეს. ქალაქიდან მათი არმიები დასაპყრობად გადიოდნენ. ქალაქში შედიოდა ხარკი დაპყრობილი დამოკიდებული ხალხებისგან, სურსათი, [[თიხის ნაკეთობა|თიხის ნაკეთობები]], [[ოქრო]], [[ჟადეიტი]], [[ფირუზი]] და [[მოზაიკა|მოზაიკები]]. გარდა მტვირთავებისა ქალაქში შემოდიოდნენ აგრეთვე დატყვევებული ჯარისკაცები, რომლებიც უნდა მსხვერპლად შეწირულიყვნენ [[აცტეკი ღმერთები|აცტეკი ღმერთებისადმი]].
 
ძვ.წ. 1000 წლისთვის, ამ რეგიონში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა ქალაქმა [[ტეოტიუაკანი|ტეოტიუაკანმა]], რაც 750 წლამდე გაგრძელდა, როდესაც ქალაქის დიდი ნაწილი დაანგრიეს და გადაწვეს თავდამსხმელმა ტომებმა. შემდეგ აღმოცენდნენ სხვა ქალაქები, მათ შორის [[თულა]], მაგრამ მანაც ადრე შეწყვიტა არსებობა.
როდესაც ესპანელები მოვიდნენ, აცტეკები მართავდნენ ტერიტორიას [[მექსიკის ყურე|მექსიკის ყურიდან]] [[კორდილიერები|კორდილიერებამდე]] და სამხრეთით დღევანდელი [[გვატემალა|გვატემალის]] ტერიტორიამდე. ამის მიუხედავად მათ იმპერატორს [[მონტესუმა I]] არ ჰქონდა კარგად ორგანიზებული [[იმპერია]]. როდესაც ვასალური ქალაქები ან ტომები ჯანყდებიდნენ, იგი იძულებული ხდებოდა თავიდან დაეპყრო ისინი. მას არ ყავდა გუბერნატორები ან მდგომი ჯარები რომ გაეკონტროლებინათ ისინი. ერთი სიტყვით, მათ არ ჰქონდათ ცენტრალიზებული სახელმწიფო. სახელმწიფო სტრუქტურის ეს სისუსტე დაეხმარა ესპანელებს აცტეკების დაპყრობაში სულ რაღაც 2 წელში. გარდა ამისა ამ მოვლენაში იყო შიშის ფაქტორი, რომელიც ინდიელებს ჰქონდათ ესპანელ დამპყრობლებისადმი. თავის კომპანიაში [[ერნან კორტესი|კორტესს]] აჯანყებული ტომებიც მიეხმარნენ.
[[ფაილი:Hernan_Fernando_Cortes.jpg‎|left|thumb]]
[[ერნან კორტესი|კორტესის]] მოსვლისას აცტეკებს ჰქონდათ ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]], თუმცა იგი ორიგინალობით არ გამოირჩეოოდა. როდესაც ისინი იპყრობდნენ რეგიონს ისინი იერთებდნენ უფრო ადრეულ განვითარებული ხალხის კულტურას, როგორიცაა [[ზაპოტეკები|ზაპოტეკების]], [[მაია|მაიას]], [[ტოლტეკები|ტოლტეკების]] და სხვ. ბარბაროსული აცტეკები მივიდნენ მეხიკოს ხეობაში ჩ.წ. მიახლოებით 1200 წელს.
აცტეკების ცხოვრებაში რელიგია იყო უძლიერესი მაკონტროლებელი ძალა. [[არქიტექტურა|არქიტექტურასა]] და მხატვრობაში მათი უდიდესი მიღწევები სწორედ ტაძრების მოხატვასა და მშენებლობაშია მიღწეული. მათ ჰქონდათ ნახატობრივი დამწერლობა, [[იეროგლიფები]] და ციფრების აღნიშნვები, რომლებითაც ისინი იწერდნენ რელიგიურ დღესასწაულებსა და ისტორიულ მოვლენებს.[[მაია|მაიასგან]] მათ ისწავლეს მზის კალენდრის გამოყენება, ამ ცოდნის მეშვეობით მათი მღვდლები ინარჩუნებდნენ ყველაზე სწორ კალენდარს.ალმანაქი იძლეოდა ცოდნას მოძრავი და უძრავი დღესასწაულების შესახებ, აგრეთვე მასში ეწერა ღვთაებების სახელები და დატები და საათები, თუ როდის უნდა გამართულიყო ლოცვა.
 
[[მეხიკო]]ს ველზე ყველაზე გვიან გამოჩნდნენ [[აცტეკები]], - "ჩიჩიმეკების" ნახევრადმომთაბარე ტომები. მომთაბარეობის დროს, ისინი თან დაატარებდნენ თავიანთი ღმერთის – [[უიცილოპოჩტლი]]ს კერპს, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ. გადმოცემის მიხედვით, მას უბრძანებია აცტეკებისთვის, რომ აეშენებინათ ქალაქი იმ ადგილზე, სადაც დაინახავდნენ [[კაქტუსი|კაქტუსზე]] მჯდარ [[არწივი|არწივს]], რომელსაც კლანჭებში [[გველი]] ეყოლებოდა გამომწყვდეული. ამგვარი სურათი მათ იხილეს [[ტესკოკო (ტბა)|ტესკოკოს ტბის]] შუაგულში მდებარე ჭაობიან კუნძულზე დაახლოებით ჩვ.წ. 1 325 წელს. სწორედ აქ ააგეს აცტეკებმა თავიანთი დედაქალაქი - [[ტენოჩტიტლანი]] (თანამედროვე მეხიკოს ადგილზე).
== სავაჭრო სისტემა ==
სავაჭრო სისტემა აერთიამებდა იმპერიის შორეულ ნაწილებს [[ტენოჩტიტლანი|ტენოჩტიტლანთან]]. ჯარისკაცები იცავდნენ ვაჭრებსა და მტვირთავთა ჯგუფები,
 
[[ფაილი:StaCeciliaAcatitlan.jpg|thumb|250px|right|აცტეკების პირამიდა]]
რომლებსაც გადაჰქონდათ მძიმე ლოდები, რადგანაც მათ არ ყავდათ გადამზიდი ცხოველები. კანოებს მოჰქონდათ მოსავალი უახლოესი ფერმებიდან დედაქალაქში. მათი მთავარი წარმოება იყო [[მარცვლეული]], [[ხორბალი]], [[კაკაო]],[[ლობიო]], [[წიწაკა]], [[ბადრიჯანი]], [[თამბაქო]], [[პამიდორი|პამიდვრები]], [[ინდაურები]] და [[ბამბა]]. საქმე მიდიოდა ბარტერით, რადგანაც აცტეკებს ფული არ გამოუგონებიათ. ხურდა შეიძლება მიცემულიყო [[კაკაოს მარცვალი|კაკაოს მარცვლებში]].
 
აცტეკებს სრული უფლება ჰქონდათ, რომ თავისი თავით ეამაყათ. 200 წელზე ნაკლებ დროში მათ გაიარეს გზა მომთაბარე ტომებიდან უმაღლეს [[ცივილიზაცია]]მდე, რაც მტკიცდება 1790 წელს, მეხიკოს ცენტრში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი აცტეკების [[კალენდრი]]თ. ეს უბრალო კალენდარი არაა – მასზე აღბეჭდილია ზოგადსაკაცობრიობო მოვლენები, რომლებიც მიუთითებენ არა მარტო წარსულზე, არამედ იმაზეც, რაც მომავალში უნდა მოხდეს. აცტეკები თვლიდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ მე-5, უკანასკნელი ეპოქის პერიოდში, ხოლო წინა ოთხი ეპოქა გაანადგურა [[გრიგალი|გრიგალმა]], [[ვულკანი|ვულკანურმა]] ცეცხლმა და [[წარღვნა]]მ. სამყაროს დასასრულს ისინი ელოდებოდნენ "მე-4 მოძრაობის" თარიღის დადგომისას, მაგრამ მათთვის სამყაროს დასასრული უფრო ადრე დაგდა, ვიდრე მოელოდნენ, - 1519 წელს, ესპანელი კონკისტადორი [[ერნან კორტესი]] თავს დაესხა მათ ქვეყანას.
== ცხოვრება დედაქალაქში ==
 
==რელიგია==
აცტეკები იყენებდნენ თავის სიმდიდრესა და ძალაუფლებას იმისთვის რათა შეექმნათ ბრწყიბვალე ცხოვრება დედაქალაქში. [[მონტესუმა]] ცხოვრობდა მდიდრულ სასახლეში. მის ირგვლივ იყო უამრავი თავადი და ათასობით მონა. სასახლეში იყო უამრავი ბაღი და სამხეცე.
[[რელიგია]] იყო აცტეკების საომარი განწყობილების ერთ-ერთი საფუძველი. მზის ბრძოლა [[მთვარე]]სა და ვარსკვლავებთან ყოველ ღამეს მეორდებოდა, ამიტომაც ღმერთის ძალა ყოველ დილას უნდა აღდგეს და ამისათვის, აცტეკების აზრით, ყველაზე საუკეთესო იყო ადამიანის [[სისხლი]], რომელსაც ისინი ძვირფას წყალს ეძახდნენ. მეცნიერებმა გამოთვალოეს, რომ მთელ იმპერიაში აცტეკები დაახლოებით 20 000 კაცს სწირავდნენ მსხვერპლად: თუ [[უიცილოპოჩტლი]] ბრძოლას წააგებდა, მთელი ცხოვრება ადამიანებს სიბნელეში უნდა გაეტარებინათ.
 
[[ფაილი:Codex Magliabechiano (141 cropped).jpg|thumb|250px|მსხვერპლშეწირვა]]
ქალაქის ქუჩები და სასახლეები ბრწყინვალედ იყო დალაგებული მეეზოვე მონების მიერ. ხიდებს მიჰქონდათ ქუჩები კანალების ზემოთ, რომლებიც ყაითნით აკრავდა ქალაქს. აკვედუკებს მოჰქონდათ წყალი [[ჩაპულტეკი|ჩაპულტეკიდან]], კლდიანი სიმაღლიდან ახლომახლო.
სისხლიანი ღმერთების დასაკმაყოფილებლად, საჭირო იყო ტყვეების მუდმივი ნაკადი, რომლებსაც ბრძოლის დროს იგდებდნენ ხელთ. მეომრები, რომლებსაც ტყვეები მოჰყავდათ, განსაკუთრებული ნიშნებით – მოსასხამებითა და თავსაბურავებით ჯილდოვდებოდნენ. თუ აცტეკი მეომრის ანგარიშზე ოთხი ტყვე იყო, იგი ერთიანდებოდა ვეტერანებში და შეეძლო თმის განსაკუთრებული ვარცხნილობის ტარება.
უცნაური მოტივტივე კუნძულები გარს აკრავდნენ მთავარ ოვალურ კუნძულს. ისინი იყვნენ დამზადებული ტალახისგან, რომელიც ტბის ფსკერიდან იყო ამოღებული, დაყრდნობილი ბადეზე ხის მორებიდან და ბალახიდან. უპირველესად ფერმერებს შეეძლოთ კუნძულებს შორის კანოეთი მგზავრობა. მეორედ, რადგანაც ხეები ფესვებს ქვემოთ გაგზავნიდნენ ეს კუნძულები გახდა პერმანენტული ფერმები, რომლებსაც [[ჩინამპა]] დაერქვა.
 
==სამხედრო აღზრდა==
ფერმერები ცხოვეობდნენ უშნო, დაწნულ სახლებში. ქალაქის შედარებით ძველ ნაწილში ცხოვრობდნენ მოხელეები, ალიზისა და ქვის შენობაში. ყველა სახლის ირგვლივ იყო შიდა ეზო და ღობე, რათა დაცულიყვნენე ტბის წყალდიდობებისგან. აცტეკთა უმრავლესობა იყვნენე ფერმერები. ისინი აგრეთვე იყვნენ ოსტატები და ვაჭრები.
არც ერთი სხვა ცივილიზაცია არ ზრდიდა თავის ხალხში სამხედრო დიდებისკენ ისეთ სწრაფვას, როგორც აცტეკები. ყველაზე საპატიოდ ითვლებოდა ან ბრძოლაში [[სიკვდილი]], ან სამსხვრპლო ქვაზე. აცტეკების [[რელიგია|რელიგიის]] მიხედვბით, მსხვერპლად შეწირულებს, ომში დაღუპულ მეომრებს, მშობიარობას გადაყოლილ ქალებს – ყველას იმედი უნდა ჰქონოდა საიქიო ცხოვრებაში მაღალი მდგომარეობის დაკავებისა. დანარჩენები კი წელიწადის ოთხი დროის განმავლობაში დაეხეტებოდნენ მიწისქვეშეთში, ვიდრე მიაღწევდნენ მიცვალებულთა მიწის ყველაზე დაბალ დონეს, იქ საჩუქრებს გადასცემდნენ სიკვდილის მბრძანებელს და ჩრდილებად გადაიქცეოდნენ.
 
სიცოცხლეს აცტეკები აღიქვამდნენ როგორც ბრძოლას, რომელიც ტანჯვითა და [[სისხლი]]თ არის აღსავსე. ახლადშობილ ბავშვს ასე ეუბნებოდნენ: "შენი სახლი აქ არაა, შენ ხომ [[არწივი]] ან [[იაგუარი]]-მარტოხელა [[მტაცებელი]] ხარ. აქ მხოლოდ შენი დროებითი ბუდეა, ომი შენი ხვედრია. შენ [[მზე]]ს მისცემ საკვებსა და სასმელს"- სიმღერით წარმოთქვამდა [[ბებიაქალი]] ამ სიტყვებს მშობიარობისას. ამგვარად, ბავშვი დაბადებიდანვე ეცნობოდა სისხლს. ბებიაქალი კი განაგრძობდა: "შეიძლება შენ დაიმსახურო [[ობსიდიანი]]ს დანით სიკვდილი (მსხვრეპლად შეწირვა)" ომში მიმავალ მებრძოლს, გაცილების დროს, იარაღთან ერთად, თან ატანდნენ მის [[ჭიპლარი|ჭიპლარს]], რომელსაც აქამდე გულმოდგინედ ინახავდნენ.
== ბავშვთა აღზრდა ==
[[ფაილი:Aztec5figure9.jpg |left|thumb]]
ადათი ითვალისწინებდა ბავშვთა აღზრდის უამრავ ნაწილს, მათ შორის მათ უნდა დაეთვალათ თუ რამდენჯერ ჭამდენენმ კუები გარკვეული წლის განმავკობაში.ბავშვებს ასწავლიდნენ თავაზიანობას, უფროსებისადმი პატივისცემას, სიმართლის თქმას და თვითკონტროლს.
ბიჭები სწავლობდნენ პრაქტიკულ ამოცანებს მამებისგან სახლში, ხოლი 15 წლისას მიდიოდნენ [["ახალგაზრდათა სახლი|ახალგაზრდათა სახლში"]], რომელსაც [[ტელპუჩკალი]] ერქვა.აქ კლანის ბელადები ასწავლიდნენ ბიჭებს მოქალაქეობრივ მოვალეობებს, რელიგიურ კანონებს, ხალხის ტრადიციებს. ხელოვნებას და ხელობას. ომისთვის მზადებაში შედიოდა სატყორცნი შუბის სროლა(რომწლსაც ატლატლ ეძახდნენ), მშვილდ ისრის, და ხის ჯოხებით, რომლებსაც ჰქონდათ ბასრი პირები დამზადებული ობსიდიანისგან. სხვა სკოლებში ([[კალმეკა|კალმეკაში]]) ბიჭები სწავლობდნენ ღვისმსახურებას, გოგოებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ მღვდელები იმ შემთხვევაში, თუ ჩააბარებდნენ ტაძრის სკოლაში.
 
ყველა ბიჭუნა იღებდა სამხედრო განათლებას. 10 წლისას მათ კრეჭდნენ და კეფაზე უტოვებდნენ მხოლოდ ერთ კულულს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მეომრების რიგებში ჩაეწერა. 15 წლის ასაკიდან ისინი ესწრებოდნენ სპეციალურ კრებებს, სადაც ვეტერენაბი მათ მოუთხრობდნენ წარსული ბრძოლების ამბებს და ასწავლიდნენ საბრძოლო სიმღერებსა და ცეკვებს. სწავლების კურსში შედიოდა ფიზიკური მომზადება: მათ აიძულებდნენ შორეული [[ტყე]]ებიდან ეთრიათ ხის მორები მარადიული [[ცეცხლი]]სთვის, რომლებიც ტაძრებში ენთო.
== ტომობრივი ორგანიზაცია ==
[[ფაილი:Itzpapalotl 1.jpg|thumb]]
აცტეკთა ტომები იყოფოდნენ ოჯახებად და კლანებად.ყველა კლანს ჰყავდა წარმომადგენლები და მოხელეები ტომის საბჭოში. საბჭო აგზავნიდა მოხელეებს, რათა ეხელმძღვანელათ ქალაქის ერთ-ერთ მეოთხედში რომლითაც ქალაქიიყო დაყოფილი. საბჭო აგრეთვე ირჩევდა ტომის ბელადს, რომელიც უძღოდა ტომს ომებსა თუ ალიანსებში.მეორე ბელადი პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო დიპლომატიაზე. ეს სისტემა წააგავდა დემოკრატიას, თუმცა ბელადებს ირჩევდნენ ძლევამოსილი ოჯახები. მღვდელს ჰქონდა დიდი ავტორიტეტი ტომში, მაგრამ პრაქტიკულად იგი არავითარ სერიოზულ როლს არ თამაშობდა.მიწა იყო საერთო და ეკუთვნოა ტომს. საბჭო მას პროპორციულად ყოფდა ოჯახებს შორის.ისინი აკონტროლებდნენ მიწას თუმცა იქამდე, სანამ იგი ნაყოფიერი იყო. სექციები ვალდებულნი იყვნენ გამოემუშავებინათ საჭმელი მღვდლებისა და ბელადებისთვის.
მკაცრი [[კანონი|კანონები]] იცავდნენ მოქალაქეებს და მონებსაც კი ყველანაირი უსამართლობისგან. დაუმორჩილებლობა და დანაშაული აგრეთვე სასტიკად ისჯებოდა. მასალის მპარველი ან მექრთამე ხდებოდა მონა.
 
თავდაპირველად ყმაწვილ კაცს უნდა ეტარებინა მეომრის ფარი და თვალყუი ედევნებინა ბრძოლისათვის. შემდეგ ხუთკაციან ჯგუფს ეძლეოდა დავალება, რომ ცოცხალი მოწინააღმდეგე დაეტყვევებინა. ტყვეს მსხვერპლად სწირავდნენ, ხოლო სხეულს ანაწილებდნენ ახალგაზრდებში რიტუალური სადილისთვის. სხეულის მარჯვენა [[თეძო]] და გვერდი ეძლეოდა მათ შორის ყველაზე მამაცს, რაზმის მეორე წევრს – მარცხენა თეძო, მესამეს მარჯვენა ხელი და ა.შ.
== რელიგია ==
აცტეკები ეთაყვანებოდნენ ღმერთების დიდ რაოდენობას, რომლებიც აღნიშნავდნენ [[ბუნების სტიქია|ბუნების სტიქიებს]]. ღმერთების საპატივსაცემოდ და ბოდიშის მოსახდელად ტარდებოდა უთვალავი [[დღესასწაული]] და [[ცერემონია]]. [[ადამიანთა მსხვერპლშეწირვა]] თამაშობდა უდიდეს როლს.რადგანაც სიცოცხლე იყო ადამიანისთვის ყველაზე მთავარი, ეს იყო ღმერთებისადმი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. ღაც უფრო ძლიერდებოდა აცტეკების ნაცია, მით [[ფაილი:Codex_Magliabechiano_(141_cropped).jpg|left|thumb]]უფრო მეტი სიცოცხლე და [[სისხლი]] სჭირდებოდათ ღმერთებს. [[ტენოჩტიტლანის]] დიდიი პირამიდის გახსნისას მოიკლა 20,000 ტყვე. ისინი აიყვანეს კიბეებით და პირამიდის თავში მსხვერპლად შესწირეს [[აცტეკი ღმერთები|აცტეკი ღმერთებისადმი]], როდესაც ტყვეები კიბეებზე ავიდნენ, მღვდლებმა მათი თანები ამოფატრეს და გულები ამოიღეს.
ზოგჯერ აცტეკები [[კანიბალიზმი|კანიბალიზმსაც]] მისდევდნენ.ისინი ჭამდნენ მსხვერპლების ხორცსს, რადგანაც სჯეროდათ, რომ მათ ძალას მიიღებდნენ. შეწირულები მიიღებდნენ პატიოსან ადგილს სამოთხეში.
ტყვეების საჭიროებამ იძულებული გახადა აცტეკები არ მოეკლათ მოწინააღმდეგეები, არამედ ტყვედ აეყვანად.
ესპანელები შეძრულნი იყვნენ ამ რიტუალებით და დაანგრიეს ყველა ტაძარი, რათა განედევნათ ძველი რელიგია. [[მისიონერი|მისიონერები]], რომლებიც მოვიდნენ ხალხში ქრისტიანობის გასავრცელებლად , ანადგურებდნენ ნებისმიერ აცტეკურ ტაძარს, და ხსნიდნენ ამას იმით, რომ ისინი იდოლებს და "ეშმაკის ტაძრებს" ანადგურებდნენ. როდესაც ძველი ტაძარი ინგრეოდა, მის ადგილს კათოლიკური სალოცავი იკავებდა.
 
აქედან მოყოლებული, მეომარი მარტო იბრძოდა. ბრძოლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის დამარტოხელება და მისი დატყვევება ისე, რომ მისი (ე.ი.) ტყვის სხეულს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მისდგომოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მსხვერპლშეწირვისთვის ვერ ივარგებდა. ისინი, ვინც ტყვეს ვერ აიყვანდა, საზიზღარ ადამიანებად ითვლებოდნენ.
== აცტეკების როგორც ერის ჩამოყალიბება ==
 
[[ფაილი:ToltecaChichimeca Chicomostoc.jpg|thumb]]
აცტეკები არ ცდილობდნენ დაპყრობილი ხალხების მორჩილებაში ყოლას. ისინი არ აშენებდნენ მოწინააღმდეგის ზურგში სიმაგრეებს და არ აყენებდნენ იქ გარნიზონებს. დამორჩილებულ ტომებს მხოლოდ შიში აიძულებდა [[ხარკი]]ს გადახდას. სამხედრო [[მანქანა]] კარგად მუშაობდა. [[სახელმწიფო]]ს მთელი ენერგია მიმართული იყო სამხედრო მანქანის გამართულად მუშაობისაკენ, რადგან აცტეკებს მიაჩნდათ, რომ სამყაროს შექმნისას ღმერთებმა თავისი [[სისხლი]] და [[ხორცი]] დაუთმეს მზეს და ამიტომაც ადამიანებმაც მსგავსი მსხვერპლი უნდა გაიღონ, რათა [[სამყარო]]ში წესრიგი იყოს შენარჩუნებული.
ითვლება, რომ აცტეკები ჩრდილოეთიდან მოვიდნენ.ისინი ლაპარაკობდნენ [[ნახუან]], ან [[ნახუან|ნახუატლ]] ენაზე. ეს ენა მიეკუთვნება [[უტო-აცტეკიან]] სალაპარაკო ჯგუფს. ის წააგავს [[პიმანი|პიმანის]] და [[შოშონი|შოშონების]] ენას დასავლეთ ამერიკიდან.
 
აცტეკების ყველა ღმერთი მოითხოვდა რეგულარულ [[მსხვერპლშეწირვა]]ს, მაგრამ ყველაზე მეტად იგი სჭირდებოდა აცტეკების მფარველს, ომის ღმერთს – [[უიცილოპოჩტლი]]ს. მარტო [[გული]] არ წარმოადგენდა წმინდა მსხვერპლს. ნაყოფიერებისა და გაზაფხულის დღესასწაულის დროს, ღმერთი [[შილოტოტეკი]]ც მოითხოვდა მსხვერპლს. მსხვერპლად შეწირულ ადამიანს ცოცხლად ატყავებდნენ და მოზეიმე მეომრები ამ საშინელ სამოსს, ტანზე წამოცმულს, 20 დღის განმავლობაში ატარებდნენ.
მათი ლეგენდების თანახმად აცტეკები ეს არის მომთაბარე ტომი, რომელიც ოცნებობდა მიწაზე.როდესაც ისინი [[მეხიკოს ხეობა|მეხიკოს ხეობაში]] მივიდნენ, ისინი დაიპყრეს იქაურმა ტომებმა.საბოლოოდ მათ დაიპყრეს ის ხალხი, და მიახლოებით [[1325]] წელს დააარსეს ტენოჩიტლანი(დღევანდელი მეხიკო).
 
საბრძოლო მწყობრად განლაგებული [[არმია]] ერთდროულად მშვენიერ და საშინელ სანახაობას წარმოადგენდა. მეომრები ტანზე იცვამდნენ აბჯარს (ორი თითის სისქის დალიანდაგებულ, მარილის სითხით გაჟღენთილ ხალათს), რომელიც მათ ისრებისგან იცავდა. ზემოდან იცვამდნენ [[ტუნიკა]]ს, რომელიც ფრინველების ფრთებით იყო შემკული, ან სქელი ნაჭრისაგან შეკერილ მოსასხამს. დიდებული მეომრები თავზე იხურავდნენ მტაცებელი ცხოველების გამოსახულებიან მუზარადებს. ყველა მომარს გააჩნდა ლერწმის ან ცეცხლგამძლე ხისგან დამზადებული [[ფარი]], რომელსაც გარედან ტყავი ჰქონდა გადაკრული და ფრთებისაგან მოხატული ორნამენტებით იყო მორთული.
აქ ისინი დასახლდნენ და სხვა ხალხების დასაპყრობად გაეშურნენ. მალე [[ტენოხის აცტეკები|ტენოხის აცტეკებმა]] შექმნეს [[აცტეკების კონფედერაცია]] და გახდნენ მასში დომინანტები. ისინი თავისი სიძლიერის მწვერვალზე იყვნენ, როცა ესპანელებმა ისინი დაიპყრეს. დღევანდელი აცტეკები არიან იმ აცტეკების შთამომავლები, რომლებიც [[კორტესი|კორტესმა]] დაიპყრო.
ოფიცრებს მოჰქონდათ შტანდარტები, რომლებიც კავშირის დამყარებისა და ჯარის მართვის საშუალებებსაც წარმოადგენდნენ და რომლებიც ზურგზე სპეციალური ქამრებით ჰქონდათ დამაგრებული.
 
შეიარაღება შედგებოდა მშვილდ-ისრების, შუბების, კომბლებისა და წვეტიანი ჭოკებისგან. აცტეკები იყენებდნენ ბრძოლის თავისებურ ტაქტიკას და იმარჯვებდნენ. 1519 წლისათვის, მათ დამორჩილებული ყავდათ 370 ქალაქ-სახელმწიფო. იმპერიის გაფართოების კვალდაკვალ, სულ უფრო დიდი როლი ენიჭებოდა მსხვერპლშეწირვას. თუკი კონკრეტული პირებისგან ვინმეს უნდა დაბრალებოდა მსხვერპლად შეწირულთა რაოდენობის ზრდა, ეს იყო [[ტენოჩტიტლანი]]ს სამი ბოლო მმართველის მრჩეველი [[გლაკაემლი]]. მოვიდა რა ხელისუფლებაში აცტეკების ძლიერების ზრდის პერიოდში, მან განგებ გააძლიერა უიცილოპოჩტლის [[კულტი]] და შემოიღო რაღაც საშინელი, სასტიკი და ჯოჯოხეთური მსხვერპლშეწირვები, რომ გაეძლიერებინა აცტეკების ძალაუფლება სხვა ხალხებზე.
[[ფაილი:Tlaloc, Codex Rios, p.20r.JPG|thumb|250px|წვიმის ღმერთი [[ტლალოკი]]]]
გლაკაემლმა ბრძანა შეესრულებინათ რაღაც საშინელი [[რიტუალი]], რომლის მსხვერპლთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ესპანელ ისტორიკოსს, დურანს შეეშინდა იგი ტყუილში არ დაედანაშაულებინათ, თუმცა იგი მეტად სანდო წყაროებს ეყრდნობიდა. "განთიადისას გამოიყვანეს ტყვეები, რომლებიც სამსხვერპლოდ იყვნენ გამიზნულები და ოთხ კოლონიად დააწყვეს, - მოგვითხრობს იგი, - ყველა მსხვერპლის მოსაკლავად ოთხი დღე დასჭირდათ, ხოლო სისხლის ნაკადები, რომლებიც კიბეებზე ჩამოედინებოდა, იმდენად დიდი იყო, რომ ვიდრე პირამიდის ძირამდე მოაღწევდა, ნიავღვარივით ყველას აშინებდა".
 
 
== ესპანელთა მიერ დაპყრობა ==
ხანდაზმული ესპანელი ჯარისკაცი იგონებდა 1519 წლის იმ დღეს, როცა მან პირველად იხილა აცტეკების ბელადის – [[მონტესუმა]]ს (აცტეკურად მოტეკუხომას) უმშვენიერესი ბაღები: {{ციტატა|"ჩვენ შევედით ბაღში, რომელიც გასაოცარ სანახაობას წარმოადგენდა. მე განუწყვეტლივ თვალში მხვდებოდა მრავალგვარი ჯიშის ხეები და ვისუნთქავდი სხვასასხვა სურნელებს, რომლებსაც ეს ხეები აფრქვევდა. ბილიკების გასწვრივ, ყვაოდა ვარდები და სხვა ყვავილები. იქვე იყო ტბორი ცივი წყლით. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა და მორთული იყო არაჩვეულებრივი სილამაზის ქვის ჩუქურთმებითა და მოხატულობებით. იქ უამრავი ფრინველიც იყო, სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის, რომლებიც ტბორზე მოფრინდნენ. მე არ მჯეროდა, რომ მსოფლიოში კიდევ შეიძლებოდა სხვა, მსგავსი ადგილის ნახვა. ახლა ყველაფერი ნანგრევებადაა ქცეული, განადგურებულია და თითქმის აღარაფერია მთელად შემორჩენილი”}} – გულისტკივილითა და ნოსტალგიის გრძნობით წერდა [[ბერნალ დიას დელ კასტილიო]], ვეტერანი, რომელიც მექსიკის დაპყრობაში მონაწილეობდა.
 
1519 წელს, აცტეკური კალენდრით [[ლერწამი]]ს პირველი წლისათვის, [[ტესკოკოს ტბა]] და მისი შემოგარენი დაფარული იყო დიდებული სასახლეებით, შესანიშნავი ტაძრებით, დიდებულთა სასახლეებითა სა საზოგადოებრივი მოედნებით. მათ ირგვლივ განლაგებული იყო ხელოსანთა, ვაჭრებისა და გლეხების საცხოვრებელი სახლები. [[ტენოჩტიტლანი]], რომელშიც იმ დროისათვის 200 000 კაცი ცხოვრობდა, წარმოადგენდა უზარმაზარი სახელმწიფოს ცენტრს, რომელშიც უმოწყალოდ მბრძანებლობდნენ აცტეკები. დამონებული ხალხებისგან ისინი ითხოვდნენ [[ოქრო]]სა და ვერცხლს. , ძვირფას ქვებს, ცხოველთა ტყავს, სურსათს და ა.შ. აცტეკები, დაპყრობილი ხალხებისგან ყოველ წელიწადს მოითხოვდნენ ადამიანებს, რომლებსაც მსხვერპლად სწირავდნენ წვიმის ღმერთს – [[ტლალოკი|ტლალოკს]] და ომის ღმერთს -[[უიცილოპოჩტლი]]ს.
 
ვიდრე [[მეხიკო]]ს ველს მბრძანებლები გახდებოდნენ, აცტეკები თითქმის საუკუნის განმავლობაში იტანჯებოდნენ. ლეგენდის მიხედვით, მათმა წინაპრებმა თავის დროზე მიიღეს ღვთიური ბრძანება დაეტოვებინათ თავიანთი სამშობლო – [[კუნძული]], სადაც ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ. ამ ადგილს ეწოდებოდა [[აცტლანი]]. იხეტიალეს რა თითქმის ასი წელი [[უდაბნო]]ში, საშინელი შიმშილის პირობებში, აცტეკებმა ე.ი. "აცტლანის ხალხმა" მიაღწია მჭიდროდ დასახლებულ ველს, სადაც მათ ათეულობით ქალაქ-სახელმწიფო დაიმორჩილეს.
იყვნნენ რა სოციალურად ერთგვაროვანნი, ფლობდნენ რა სამხედრო ხელოვნებას და შეეძლოთ რა სხვისი კულტურების ადვილად ათვისება, აცტეკებმა სწრაფად შეძლეს ისეთი ცივილიზაციის შექმნა, რომელიც ათასი წლით ადრე ყვაოდა [[მესოპოტამია]]სა და [[ეგვიპტე]]ში.
 
მაგრამ, ეს [[ცივილიზაცია]] დასაღუპად იყო განწირული. როცა 1519 წლის თებერვალში [[ერნან კორტესი|კორტესმა]] დატოვა [[კუბა]], სადაც მან რვა წელი გაატარა, აცტეკების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. [[დიეგო ველასკესი|დიეგო ველასკესმა]], კუბის გენერალ-გუბერნატორმა, კორტესი დანიშნა ექსპედიციის ხელმძღვანელად, რომელსაც უნდა მოეძებნა ახალი მიწები ესპანეთის მონებითა და ძვირფასი ლითონებით მომარაგებისათვის. კორტესმა ჩაუარა [[იუკატანის ნახევარკუნძული]]ს სანაპიროებს და მიადგა [[ვერაკრუსი|ვერაკრუსს]], სადაც მან გაიგო [[მონტესუმა]]ს ზღაპრული სიმდიდრის ამბავი. მონტესუმამ ელჩები მიუგზავნა ესპანელებს და ზღაპრულ საჩუქრებს სთავაზობდა. ამან აიძულა კორტესი, რომ 400 ჯარისკაცის თანხლებით დაეტოვებინა [[კარიბის ზღვა|კარიბის ზღვის]] ტროპიკული სანაპირო და წასულიყო ქვეყნის შიდა რაიონების დასალაშქრად. აქ მან აიღო ქალაქი [[ტლაშკალი]], რომლის მეომრებიც დათანხმდნენ კორტესს, რომ მისთვის მეგზურობა გაეწიათ აცტეკების ქვეყანაში.
კორტესი ინფორმაციას ღებულობდა ორი თარჯიმნისგან – ინდიელი ქალისგან, რომელსაც სახელად [[მალინცინი]] ერქვა, ესპანელებმა კი ის მარინად მონათლეს და ესპანელი [[ხერონიმო დე აგილიარი]]სგან, რომლის ხომალდმაც [[იუკატანი]]ს სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა. კორტესს მარინა ერგო როგორც სამხედრო ნადავლი, ინდიელებთან ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ.
 
თვით [[მონტესუმა]], დიდი ხანია რაც ელოდა აღმოსავლეთიდან შეიარაღებული ხალხის მოსვლას: ლეგენდები წინასწარმეტყველებდნენ [[კეცალკოატლი]]ს დაბრუნებას, რომელიც რამდენიმე თაობით ადრე ამ ამბებემდე, გველებისგან დაწნული [[ტივი]]თ გავიდა [[ზღვა]]ში და დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა და დაიბრუნებდა ტახტს. აცტეკური კალენდრის მიხედვით, ეს უნდა მომხდარიყო ლერწამის პირველ წელს. ბედის უცნაური უკუღმართობის გამო, სწორედ ეს წელი აღმოჩნდა კორტესის [[მექსიკა]]ში გამოჩენის წელი. განცვიფრებული და შეშინებული [[მონტესუმა]] გაემზადა იმპერიასთან გამოსამშვიდობებლად. ზეციურმა გამოცხადებებმა მონტესუმა დაარწმუნა, რომ იგი აცტეკური ცივილიზაციის დაღუპვის თვითმხილველი უნდა გამხდარიყო.
[[ტენოჩტიტლანი]] შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენდა: სასახლეები და სიმაგრეები წყალზე, დამბები – ისარივით სწორი და თანაბარი, პირდაპირ ქალაქისკენ მიემართებოდა. უცხოელები ქალაქისკენ დაეშვნენ. "ისინი მოემართებოდნენ საბრძოლო მწყობრით, როგორც დამპყრობლები და გზაზე მტვრის ბურს ტოვებდნენ. მათი შუბები ელვარებდა მზის სხივებში. თავიდან ფეხებამდე [[რკინა]]ში გამოწყობილები, ისინი ყველას აშინებდნენ, ვინც კი მათ ხედავდა" – წერდა [[აცტეკი]] ქრონისტი.
 
ქალაქის მახლობლად, ესპანელთა რაზმს მეფის ამალა შეეგება. მსახურებს მონტესუმა მოყავდათ გასაოცრად მდიდრულად მორთულ ბალდახინში მჯდომი, რომელიც მწვანე ბუმბულებით, [[ოქრო]]სა და [[ვერცხლი]]ს ჩუქურთმებითა და ზურმუხტებით იყო მორთული. თვით მონტესუმა მდიდრულად იყო ჩაცმული, ეცვა ოქროს ფეხსაცმელი, ხოლო ტანისამოსი ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი. კორტესი ჩამოქვეითდა ცხენიდან, მიესალმა მმართველს და მარგალიტის ყელსაბამი მიართვა. ქალქაში შესვლის შემდეგ კი მან სიკვდილის მუქარით აიძულა მონტესუმა გამოცხადებულიყო ესპანელთა ბანაკში.
თავისი დიდებულებით [[ტენოჩტიტლანი]] მაშინდელი ევროპის მრავალ ქალაქს, მათ შორის [[რომი|რომსა]] და [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]] აღემატებოდა. მხოლოდ [[ლონდონი|ლონდონში]], რომსა და [[ვენეცია]]ში ცხოვრობდა 100 000 კაცი, მაშინ როდესაც ტენოჩტიტლანში 200 000 კაცი ცხოვრობდა. მონტესუმას სასახლე მოხატული იყო ჩუქურთმებით, ბარელიეფებით, სურათებით, მორთული იყო ძვირფასი ქსოვილებით, ოქროს ნაკეთობებით. სამხეცეში ყავდათ ცენტრალური ამერიკისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ცხოველი, [[ტაპირი|ტაპირებისა]] და [[იაგუარი|იაგუარების]] ჩათვლით.
 
ექვსი თვე დაყვეს ესპანელებმა ტენოჩტლანში. კორტესმა ასე აღუწერა ესპანეთის მეფე კარლოს V-ს ეს გასაოცარი ქალაქი: "დაბლობზე მდებარეობს ორი [[ტბა]], ერთი მტკნარი წყლის, ხოლო მეორე [[მარილი]]ანი წყლის. ერთი ტბიდან მეორეში, აგრეთვე ქალაქის ტბების ირგვლივ მდებარე დასახლებამდე, შეიძლება ნავებით ისე მისვლა, რომ მიწაზე ფეხი არ დადგა. ქალაქს ოთხი ჭიშკარი გააჩნია, რომელთაგან თითოეულამდე ხელოვნური [[დამბა]] მიემართება. მთავარი ქუჩები ფართო და სწორია. ბევრია ფართო ხიდი, რომლებზედაც ერთ რიგად ათი [[ცხენი]]ს გავლა შეიძლება" – წერდა კორტესი. იგი აღფრთოვანებული იყო ტაძრებისა და სასახლეების [[არქიტექტურა|არქიტექტურით]].
 
მაგრამ კორტესს სიმდიდრისა და დიდებისკენ სწრაფვა ამოძრავებდა. აცტეკების დამორჩილებას კორტესი ეშმაკობითა და მზაკვრობით ცდილობდა. იგი იძულებული გახდა სანაპიროზე დაბრუნებულიყო, ტენოჩტიტლანში კი რაზმის მეთაურად [[პედრო დე ალვარადო]] დატოვა, რომელიც მზაკვრულად დაესხა უიარაღო აცტეკებს თავს მათი დღესასწაულის დროს. დასახმარებლად მოსულმა კორტესმაც კი ვერ შეარბილა ხალხის რისხვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაშოშმინებლად მან [[მონტესუმა]] გამოიყენა. ხალხმა მონტესუმას ქვები დაუშინა და იგი მოკლეს. კორტესმა შეტაკებისას 800 კაცი დაკარგა და იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. მაგრამ, ათი თვის შემდეგ, კორტესმა მწარედ გადაუხადა აცტეკებს, გაანადგურა რა მოსახლეობის 2/3, დანარჩენები კი დანებდნენ.
 
ძლიერი, მდიდარი, სწრაფად განვითარებადი [[ცივილიზაცია]] გაქრა ისე, რომ ვერ მიაღწია თავის განვითარების [[აპოგეა]]ს. კორტესმა ქალაქის გაპარტახება ბრძანა. კონკისტადორები ამსხვრევდნენ ქანდაკებებს, ანგრევდნენ ტაძრებს, ძარცვავდნენ და წვავდნენ ყველაფერს, რისი დაწვაც შეიძლებოდა. შიმშილმა და [[ყვავილი]]ს ე[[პიდემია]]მ დააჩქარა ქალაქის დაღუპვა. დანგრეული შენობების ქვები მოხმარდა ესპანელთა ახალი კოლონიის დედაქალაქის – [[მეხიკო]]ს აგებას. ესპანელებმა მიწით ამოავსეს მშვენიერი არხები, რომლებიც ქალაქს ამერიკული ვენეციის სახეს აძლევდნენ, ამოაშრეს ტბები და მათთან ერთად მოსპეს "ჩინამპები" – მცურავი ბაღები, რომლებზედაც აცტეკებს [[ამარანტი]], [[ყაბაყი]] და მაისი ([[სიმინდი]]) მოყავდათ. საქმე საბოლოოდ [[ეკლესია]]მ დააგვირგვინა: დაანგრია ტაძრები და მოსპო აცტეკების წარმართობა.
 
1000 წლის შემდეგ, მეხიკოს [[მეტრო]]ს მშენებლობისას, აღმოჩენილ იქნა დიდებული ქანდაკებები, მათ შორის 168 ტონიანი წვიმის ღმერთი [[ტლალოკი]] და მრავალი სხვა. 1862 წლის გათხრებისას, მეომარი [[ოლმეკების ცივილიზაცია|ოლმეკის]] ქვისგან გამოთლილი უზარმაზარი თავი, მოგვიანებით კი სხვა დანარჩენი სკულპტურები.
კორტესი და მისი რაზმელები გაოცებული იყვნენ აცტეკების ტაძრების შიგთავსით: მათ წინ, თაროებზე მტრების თავის ქალები ელაგა. ორმა კონკისტადორმა გადათვალა ისინი და გაირკვა, რომ მათი რაოდენობა 136, 000 იყო. აცტეკების მიდრეკილებები სხვა რამემაც გაამჟღავნა: დიდი პირამიდის საფეხურები, რომლებსაც ადამიანი მთავარ საკურთხევლამდე მიყავდა, სადაც მსხვერპლს გულს ამოჭრიდნენ, სისხლისგან იყო გაშავებული.
 
ესპანელმა ისტორიკოსმა დურანმა, ეყრდნობოდა რა აცტეკების მიერ მიწოდებულ ცნობებს, დაგვიტოვა მსხვერპლშეწირვის აღწერა: {{ციტატა|"პირამიდის წვერზე, მსხვერპლის მოლოდინში ექვსი ქურუმი იდგა, რომელთა სახეებიც ჭვარტლით იყო შეღებილი, ხოლო აწეწილი და გრძელი თმები ტყავის თასმებით ჰქონდათ დამაგრებული. ისინი რიგრიგობით სტაცებდნენ მსხვერპლს ხელს, ერთი ქურუმი დაეტაკებოდა მსხვერპლის ერთ ფეხს, მეორე – მეორეს, მესამე ერთ ხელს – მეოთხე - მეორე ხელს, შემდეგ მსხვერპლს დააგდებდნენ ქვაზე, სადაც მას დაეძგერებოდა მეხუთე ქურუმი და კისერზე უღელს დაადებდა. მთავარი ქურუმი გაკვეთდა მკერდს და ამოგლეჯდა გულს. თბილ გულს, რომელსაც ჯერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა, ის მაღლა სწევდა და მზეს აჩვენებდა. მსხვერპლის სხეულს კი კიბეებზე დააგორებდნენ, სადაც მას შესაჭმელად ხალხი ელოდებოდა".}}
 
1978 წელს, მუშები, რომლებიც მეხიკოს ცენტრში ელექტროკაბელის გასაყვანად სამუშაოებს ასრულებდნენ, 6 მეტრის სიღრმეზე წააწყდნენ მრგვალი ფორმის დიდ ბრტყელ [[ქვა]]ს, რომელზედაც 3 მეტრის დიამეტრში ამოკვეთილი იყო ქალის დანაწევრებული სხეული მოჭრილი თავით, ხელებითა და ფეხებით. ამოტვიფრული ქალის ფიგურა მორთული იყო სამკაულებითა და წელზე შემოკრულ მწვან ფერის ქამარზე ჩამოკიდებული ადამიანის თავის ქალით. არქეოლოგებმა განსაზღვრეს, რომ ეს იყო [[კოილშაუკა]] – [[უიცილოპოჩტლი]]ს, მზის მეომარი ღმერთის და. აღმოჩენა გაკეთდა იქ, სადაც ოდესღაც აცტეკების მთავარი [[ტაძარი]] იდგა.
 
კონკისტადორი [[ბერნალ დიას დელ კასტილიო]] ასეთი მსხვერპლშეწირვის მოწმე იყო და აღწერა თავისი ამხანაგების ხვედრი, რომლებიც აცტეკებს ტყვედ ჩაუვარდნენ. იმ ადგილიდან, სადაც უკუქცეული ესპანელები გამაგრდნენ, კარგად მოჩანდა დიდი ტაძრის [[პირამიდა]]. ბერნალ დიასი ხედავდა, დოლების საშინელი ბრახუნის აკომპანიმენტით, რომელსაც თან ახლდა ნიჟარებისა და სხვა ჩასაბერი ინსტრუმენტების გამყინავი ძახილი, როგორ აყავდათ ესპანელი ტყვეები პირამიდის საფეხურებზე და მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ ღმერთებს. "როცა ინდიელებმა ისინი მიიყვანეს პატარა მოედანზე, სადაც მათი წყეული კერპები იდგა, მათ ჩვენს ადამიანებს თავზე ჩამოაცვეს ბუმბულებით შემკული რაღაც თავსაბურავები და აიძულებდნენ ცეკვას უიცილოპოჩტლის კერპის წინ. ამ ბუმბულოებიანი საგნებით ცეკვის შემდეგ, მათ აწვენდნენ საკმაოდ ვიწრო ქვის ფილებზე, ქვის დანით უპობდნენ მკერდს და ამოგლეჯდნენ მოფართხალე გულებს, რომლებსაც კერპებს სთავაზობდნენ, ხოლო სხეულებს ძირს ყრიდნენ, საფეხურებზე, სადაც მათ ინდიელინ ყასბები ელოდებოდნენ. ისინი სხეულებს ხელ-ფეხს აჭრიდნენ, ხოლო სახიდან წვერიან ტყავს აძრობდნენ, ამუშავებდნენ და ინახავდნენ, რათა შემდეგ ზეიმების დროს გამოეყენებინათ ხორცს კი [[წიწაკა]]სთან ერთად მიირთმევდნენ".
 
==მითოლოგია==
[[ფაილი:Xipe Totec mask Louvre MH 78-1-60.jpg|thumb|250px|ღმერთ შიპე-ტოტეკის ნიღაბი]]
აცტეკების კალენდარი მდიდარი იყო დღესასწაულებით, რომელთაგან თითოეულს საშინელი მსხვერპლშეწირვები ახლდა. საშემოდგომო დღესასწაულების დროს, რომელიც მოსავლიანობის დედა-ქალღმერთს ეძღვნებოდა, მსხვერპლად ქალებს სწირავდნენ. რიტუალური ცეკვის დროს, მათ თავებს [[სიმინდი]]ს ტაროებივით აცლიდნენ.
ღვთაების განსახიერებად ითვლებოდა ახალგაზრდა [[მამაკაცი]], რომელსაც ყოველ წელიწადს ირჩევდნენ იმისთვის, რომ მას განესახიერებინა [[ტესკატლიპოკა]], აცტეკური [[პანთეონი]]ს მამამთავარი. ერთი წლის მანძილზე, ღვთიურ ტანსაცმელში გამოწყობილს, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, შემდეგ კი მსხვერპლად სწირავდნენ და დაუყოვნებლივ ირჩევდნენ ახალს.
 
აცტეკების ერთ-ერთ მითში მოთხრობილია, თუ როგორ იძია შური უიცილოპოჩტლიმ თავის დაზე – მთვარის ქალღმერთ [[კოილშაუკა]]ზე. მათმა დედამ, [[კოეტლიკუე]]მ, მათ გარდა კიდევ 400 [[ვარსკვლავი]] შვა, რის შემდეგაც ტაძარში წავიდა. ერთხელ, როცა იგი წმინდა მთაზე ტაძარს ალაგებდა, მასთან მოფრინდა [[ბუმბული]]ს ქულა და იგი დააფეხმძიმა. შვილები სასტიკად გაბრაზდნენ, რადგან ჩათვალეს, რომ დედამ პირობა დაარღვია. კოლიშაუკამ გააერთიანა ისინი და გადაწყვიტეს დედის მოკვლა. მაგრამ ერთ-ერთი შვილთაგანი გაიქცა და აცნობა ჯერ კიდევ [[საშვილოსნო]]ში მყოფ უიცილოპოჩტლის დანარჩერნი შვილების განზრახვის შესახებ. როცა შვილები დედის მოსაკლავად მივიდნენ, მზის ღმერთი სრული აღჭურვილობით გამოვარდა საშვილოსნოდან და ნაკუწებად აქცია შურის მაძილებლი და მანამ, ვიდრე სხვებსადც დაერეოდა. დის სხეულის ნაწილები თავის გარდა, მან წმინდა ფერდობზე მიმოფანტა. [[მითი]] მხატვრულად გვიხატავს დღის სინათლის გამარჯვებას [[მთვარე]]სა და ვარსკვლავებზე. ნაპოვნ ქვაზე არა მარტო ეს მითია აღბეჭდილი. როგორც ჩანს, ქვა იდო კიბის დასაწყისში, რომელზედაც მსხვერპლადშეწირულებს ყრიდნენ.
წვიმის ღმერთს, [[ტლალოკი|ტლალოკს]], ბავშვებს სწირავდნენ, რომლებსაც მშობლებისგან ყიდულობდნენ. შემონახულია აცტეკური დამწერლობის ნიმუშები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ეძებდნენ ოქროსქოჩრიან და განსაზღვრულ დღეს დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით ძვირად ფასობდნენ.
ცეცხლის ღმერთის – [[შიუტეკუტლი]]ს მსხვერპლს, ნარკოტიკებით წინასწარ გაბრუებულს, ცეცხლში წვავდნენ.
აცტეკების ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ჩვევას წარმოადგენდა ე.წ დაბანილი მონების მსხვერპლად შეწირვა. ამ წესს ვაჭრები ასრულებდნენ. [[ვაჭარი]] ყიდულობდა [[მონა]]ს, რომელმაც იცოდა [[ცეკვა]] ან სიმღერა. იგი ამ მონისათვის აგებდა სპეციალურ ნაგებობას, სადაც მას რიტუალური ცეკვები უნდა შეესრულებინა. პატრონი გულუხვ საჩუქრებს ურიგებდა ვაჭრებსა და მეომრებს, რომლებმაც უკვე შეასრულეს მსხვერპლშეწირვის ცერემონიალი და მიემართებოდა სალოცავად. უკან დაბრუნებული მოემარი აწყობდა დიდებულ ზეიმს, რომლის მთავარი მოქმედი პირი იყო შესანიშნავ ტანსაცმელსა და სამკაულებში გამოწყობილი მონა. ემდეგ ეს მონა მიჰყავდათ მთავარ ტაძარში ქურუმთან, რომელიც მონას მკერდს უპობდა და იქიდან გული ამოჰქონდა. სხეული უბრუნდებოდა მეპატრონეს, რომელიც მისგან სხვადასხვანაირ კერძებს ამზადებდა და სპეციალურად გაწყობილ მაგიდასთან ნათესავებს უმასპინძლდებოდა. ასეთი ვაჭარი იმაღლებდა თავის სოციალურ სტატუსს და წარმატებული ხებოდა.
[[ფაილი:Sun stone detail.JPG|thumb|250px|left|აცტეკების მზის კალენდარი]]
კაციჭამიაობა აცტეკებში ემორჩილებოდა მკაცრ კანონებს, რადგანაც მსხვერპლნი ღვთაებებად ცხადდებოდნენ. ისინი მშვიდად ხვდებოდნენ სიკვდილს, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ იმქვეყნად პატივი და დიდება ელოდებოდათ.
მაგრამ ამ სისხლისმსმელმა ღმერთებმა ვერ უშველეს აცტეკებს [[ესპანელები]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
აცტეკების მსოფლმხედველობა იმავდროულად უაღრესად პესიმისტურიც იყო: მათ სწამდათ, რომ ყოველივე, რასაც მათ ღმერთები აძლევდნენ, შეიძლება ღმერთებს უკანვე წაერთმივნათ, განსაკუთრებით [[მექსიკა]]ში, სადაც წვიმიან სეზონებს ცვლიან გვალვიანი პერიოდები, რომლის დროსაც მთელი მოსავალი იღუპებოდა. აცტეკები დიდი ხნის მანძილზე დაეხეტებოდნენ [[უდაბნო]]ში და საკუთარ ტყავზე გამოსცადეს გვალვების საშინელება. მათ შეიმეცნეს, რომ სამყაროში მეტად სათუთი და მყიფე წონასწორობაა და რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაატყდეთ საშინელი კატაკლიზმები. ამიტომაც იყო, რომ ისინი ასე უხვად ასმევდნენ სისხლს თავიანთ ღმერთებს.
 
== ხელოვნება ==
აცტეკების ჭეშმარიტი სახის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ვილაპარაკებთ მხოლოდ მათ სისხლიან წეს-ჩვეულებებზე, რომლებსაც ისინი დიდ ტაძაერში ასრულებდნენ. აცტეკების მსოფლგაგების მიხედვით, დაღუპული მებრძოლები ოთხი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ მზის ღმერთს, რის შემდეგაც მათი სულები [[დედამიწა]]ზე ბრუნდებოდნენ უმშვენიერესი ფრინველების – [[კოლიბრი]]ს, [[მოლაღური]]ს ან ლამაზი პეპლების სახით. ისინი ჩნდებიან დედამიწაზე, რომ ყვავილები უტკბილესი [[ნექტარი]]თ დატკბნენ. ძნელი წარმოსადგენია ასეთი დიდი წინააღმდეგობა: აცტეკი მეომრის საშინელი სახე და [[პეპელა]].
 
საქმე ისაა, რომ წინააღმდეგობებისადმი მიდრეკილებას აცტეკები აწოანსწორებდნენ სილამაზისადმი ღრმა სიყვარულით როგორც [[ბუნება]]ში, ისე ხელოვნებაში და თავიანთ დაუმორჩილებელ ბუნებას აკავებდნენ ქცევისა და წესრიგის ეთიკური ნორმებით. ამას საფუძვლად ედო ენის სიყვარული. აცტეკები ითვლებიან ყველაზე დახელოვნებულ ორატორებად. და ეს სრულიად დამსახურებულად: კერძო საუბრებში, საზოგადოებრივ შეკრებებზე, აცტეკები ყვებოდნენ ლეგენდებს ღმერთებზე, გმირ წინაპრებზე და გამარჯვებებზე. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებსაც ესპანელებმა ლათინური [[ანბანი]] შეასწავლეს, მრავალი [[ლეგენდა]] და [[პოემა]] შემოგვინახეს. ფრანგი მეცნიერი [[ჟაკ სუსტელი]], რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია აცტეკების ცივილიზაციის შესწავლას, აღნიშნავს, რომ "მჭერმეტყველების ტურნირები" ტარდებოდა როგორც დიდებულთა, ისე უბრალო ადამანებს შორისაც.
 
ხელოვნების უმაღლეს ფორმად ითვლებოდა [[პოეზია]], რომლითაც ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი იყო გართული. ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო პოეტად ითვლებოდა [[ტეცკოკი]]ს მმართველი [[ნესაუალკოიოტლი]]. მის ლექსებს მღეროდნენ მრავალი ათეული წლის განმავლობაში: "ჩემს გულს მხურვალედ სწყურია ყვავილები. სად ვეძებო მე ასეთი ლამაზი ყვავილები? ასეთი მშვენიერი სიმღერები? დედამიწა ვერ შობს ისეთებს, როგორსაც მე ვეძებ" – წერდა პოეტი.
აცტეკი მმართველები ორ ტიტულს ატარებდნენ: “ადამიანთა მბრძანებელი” და “დიდი ორატორი”. [[მონტესუმა]]ს, ისევე როგორც მისი წინამორბედის ძალაუფლება, დაფუძნებული იყო სამხედრო მამაცობსა და ორატორულ ნიჭზე.
 
უბარალო ხალხისათვის ორატორულ ხელოვნებაში თავის გამოჩენის ადგილს წარმოადგენდა [[ქალაქი]]ს სავაჭრო ცენტრი. მეფე კარლოს V-დმი მიწერილ წერილში კორტესი წერდა, რომ ქალაქში არის ორი უზარმაზარი მოედანი, სადაც ყოველდღიურად 60 000 კაცი იკრიბება, რათა რამე იყიდონ ან გაყიდონ და სადაც ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რაც კი ამ [[მიწა]]ზე მოდის. კორტესი და მისი თანამგზავრები განაცვიფრა საოცარმა წესრიგმა, რომელიც სავაჭრო მოედანზე სუფევდა. საქონელი ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე სიგრძისა და რაოდენობის მიხდვით და არა წონით. [[ფული]] არ არსებობდა დამ ის როლს ზოგიერთი საქონელი ასრულებდა (''[[კაკაო]]ს მარცვლები'')
 
აცტეკები "სამოთხის ბაღებს" აშენებდნენ. მაგალითად, დედაქალაქიდან 6 მილის მანძილზე, მმართველმა ნესაუალკოიოტლმა შესანიშნავი სილამაზის მამული გააშენა. მთის ფერდობზე ტერასებად ეშვებოდა ბაღები, რომლებიც მრავალრიცხოვანი არხებითა და აუზებით ირწყვებოდა. საკვანძო ადგილებზე, გზების გასწვრივ, გაკეთებული იყო მშვენიერი საცურაო აუზები.
ხელოვნებაში აცტეკები აფასებდნენ სიცხადესა და რეალიზმს რელიგიურ და ცერემონიალურ შინაარსთან ერთად. ხელოვნების ნაწარმოებები დიდ ფასეულობებს კიდევ იმიტომ წარმოადგენდნენ, რომ აცტეკურმა საზოგადეობამ არ იცოდა ფულის ნიშნები. ამიტომ, რასაც აკეთებდა [[ოსტატი]], იგი ცდილობდა, რომ გადმოეცა სინამდვილე, ის რაც არის. თუ ის აკეთებდა [[კუ]]ს, ის მას აკეთებდა როგორც ნამდვილს – მსგავსი ჯავშნით, თავით, რომელიც ჯავშნიდან გამოძვრომას ლამობდა, ან თათებით, რომლებიც თითქოს მოძრაობდნენ. ოსტატები ამზადებდნენ თევზების ფიგურებს, რომლებზედაც უმცირესი [[ქერცლი]]ც კი იყო გამოხატული. მეთუნეები ამზადებდნენ მოჩუქურთმებულ დოქებს, რომლებშიც ინახებოდა [[პულკე]] –ნარკოტიკული სასმელი, რომელსაც მცენარე [[მაგუეი]]საგან ღებულობდნენ და გარკვეული რიტუალების დროს ხმარობდნენ.
ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრება შრომაში მიმდინარეობდა. ქალები მთელი დღის განმავლობაში რთავდნენ და ქსოვდნენ, ფქვავდნენ მარცვლეულს. მამაკაცები ამზადებდნენ ქოთნებს, გამოყავდათ ტყავი, ამუშავებდნენ ხეს, აშენებდნენ, თლიდნენ ქვის ბლოკებს.
 
[[ელიტა]] მორთული იყო სამკაულებით, ბეჭდებით, ნიჟარებით. ატარებდნენ მრგვალ, დისკოსმსგავს საყურეებს, ცხვირზე ოქროს პეპლებს იმაგრებდნენ. ყოველი ამ ლამაზი ნივთის დასამზადებლად ოსტატები იყენებდნენ ცვილის მოდელის ჩამოსხმის წესს. თიხის მოდელს ფარავდნენ [[ცვილი]]თ, შემდეგ ისევ თიხით, რათა მიეროთ ჩამოსასხმელი ფორმა. როცა ფორმა გამოშრებოდა, მას აცხელებდნენ, ცვილი დნებოდა და გარეთ გამოდიოდა. მის ნაცვლად კი გამდნარ ლითონს ასხამდნენ. გაცივების შემდეგ, ფორმას ამსხვრევდნენ.
 
[[მეხიკო]]ს დაბლობის მმართველები და დიდებულები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავაინთ ხელოსნების ოსტატობაში, რომლებიც პროფესიულ გაერთიანებებში შედიოდნენ. ეს გაერთიანებები ხელოსნებს გარკვეულ საზღაურს აძლევდნენ. ოსტატები ცხოვრობდნენ დედაქალაქის განაკუთრებულ რაიონში, სადაც ისინი იმპერიის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყავდათ.
ლითონზე მომუშავენი მაზადებდნენ სამკაულებს, საკულტო საგნებს [[ოქრო]]სა და [[ვერცხლი]]სგან, აკეთებდნენ [[სპილენძი]]ს ლურსმნებს, კაუჭებს, საჭრეთელებსა და ცულებს. ქვისმთლელები იყენებდნენ სპილენძის იარაღებს, წყალსა და აბრაზიულ ქვიშას, [[ფირუზი|ფირუზს]], [[ობსიდიანი|ობსიდიანს]], [[ამეთვისტო]]ს, [[სერდოლიკი]]სა და ხვა ძვირფასი ქვების დასამუშავებლად. ყველაზე მეტად ფასობდნენ ოსტატები, რომლებიც ბუმბულისა და ფრთებისაგან ამზადებდნენ ნაკეთობებს. ისინი გულმოდგინედ არჩევდნენ თუთიყუშების სხვადასხვა ფერის ბუმბულს და მათგან ქმნიდნენ ულამაზეს თავსაბურავებს, მოსასხამებს, კაბებს, რთავდნენ მეომართა საბრძოლო ფარებს.
აცტეკების ნებისმიერ დღესასწაულს ყოველთვის თან ახლდა [[მუსიკა]]. ყველა ცერემონიალზე უნდა ყოფილიყვნენ პროფესიონალი მომღერლები და მოცეკვავეები. მუსიკა სხვადასხვა საკრავზე – [[ფლეიტა]]ზე, საყვირებზე, ნიჟარებზე, [[გოგრა|გოგრისაგან]] გაკეთებულ საჩხაკუნებლებზე, გონგსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე სრულდებოდა. მოცეკვავეები მორთულნი იყვნენ ნიჟარებით, ძვლებისაგან გამოჭრილი სამკაულებით, [[სპილენძი]]ს ზანზალაკებით და ყოველივე ეს ცეკვი დროს საამოდ ჟღარუნობდა.
ცერემონიის შემდეგ მრავალი სტუმარი რჩებოდა დიდებულთა ოჯახებში სანადიმოდ. აქ ისინი ტკბებოდნენ მუსიკითა და პოეზიით. სპეციალური გამრთობები (''მსახიობები''), რომლებიც დიდებულებს ემსახურებოდნენ, წარმოადგენდნენ სხვადასხვა სცენებს აცტეკების ცხოვრებიდან. ლექსებს კითხულობდნენ ფლეიტის ჰანგებსა და დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმების ქვეშ. სტუმრები ხშირად მღეროდნენ. ზოგიერთები ცეკვავდნენ. მაგრამ [[მონტესუმა]]ს სასახლეში, მას, ვინც ცუდად იმღერებდა ან რიტმს დაარღვევდა, ცუდი დღე ელოდა: მას ციხეში სვამდნენ და “ის კვდებოდა”, როგორც ამას გვაუწყებს ისტორიკოსი [[ბერნარდო დე სააგუნი]].
 
 
== სამზარეულო ==
[[მონტესუმა II|მონტესუმას]] მზარეულები სადილად 30 დასახელების სხვადასხვა საჭმელს უმზადებდნენ. დიდებულები, რა თქმა უნდა ამდენის უფლებას არ აძლევდნენ თავს. ბერნარდო დელ სააგუნი გვამცნობს, რომ აცტეკები მიირთმევდნენ [[ტრიტონი|ტრიტონებს]] ყვითელი [[წიწაკა|წიწაკით]], [[კალია|კალიებს]] [[სალბი]]თ, [[ირემი|ირმის]] ხორცს [[წიწაკა]] [[ჩილი]]თი, ტომატებს, [[ყაბაყი|ყაბაყს]]. განსაკუთრებული საზეიმო შემთხვევებისათვის გლეხები ზრდიდნენ [[ინდაური|ინდაურებს]], მონადირეები კლავდნენ [[ხოხობი|ხოხბებს]], [[იხვი|იხვებს]], გარეულ ღორს, მაგრამ უფრო ხშირად ნადირობდნენ [[კურდღელი|კურდღლებზე]], [[ყვავი|ყვავებსა]] და [[მტრედი|მტრედებზე]]. ტბები იძლეოდა [[თევზი|თევზსა]] და [[ბაყაყი|ბაყაყებს]]. მაშინდელი სამზარეულოს ძირითადი პროდუქტები – [[სიმინდი]], [[ტომატი]], [[კარტოფილი]], [[ინდაური]], [[წიწაკა]] [[ჩილი]] დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. [[ტერმიტები]]ს კვერცხები და [[აგავა|აგავის]] მატლები დღემდე [[მექსიკა]]ში დელიკატესებად ითვლება.
 
ამგვარად, აცტეკების დიდება და სიძლიერე ემყარებოდა უბრალო ადამიანების ყოველდღიურ შრომას, რომლებიც თიხის ქოხმახებში ცხოვრობდნენ, ამუშავებდნენ [[მიწა]]ს, გაჰყავდათ არხები, აშენებდნენ ტაძრებს, ხისგან თლიდნენ ნავებს, ამზადებდნენ უძვირფასეს სამკაულებს.
ამ ცივილიზაციიდან ჩვენს დრომდე ცოტა რამემ მოაღწია. აცტეკები მიცვალებულებს წვავდნენ, სხვა ხალხებივით არ მარხავდნენ საფლავებში, და მაშასადამე, ჩვენამდეც შედარებით ნაკლებმა პირადმა ნივთებმა მოაღწია, ვიდრე სხვა კულტურებიდან.
 
== ლიტერატურა ==
* ''გ.ბოლოთაშვილი - მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია. თბილისი - 2004''
 
{{აცტეკები}}
{{მესოამერიკის კოლუმბამდელი კულტურები}}
 
[[კატეგორია:აცტეკები| ]]
[[კატეგორია:ამერიკის ხალხები]]
 
{{Link FA|ast}}
{{Link FA|ca}}
{{Link FA|mk}}
{{Link GA|ca}}
{{Link GA|lt}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აცტეკები“-დან