პრიმატები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 87 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q7380
No edit summary
ხაზი 19:
}}
 
'''პრიმატები''' (Primates), [[ძუძუმწოვრები]]ს რიგი. მათი სხეულის სიგრძე 13-15 სმ-იდან 175 სმ და მეტს, მასა 60-100 გ-იდან 180 კგ აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული ხუთთითიანი კიდურები. ცერი მოძრავია და დანარჩენ თითებს უპირისპირდება. თითის ბოლო ფალანგებზე არის ფრჩხილები (გამონაკლისია [[ტუპაიასებრნი|ტუპაიები]]). აქვთ ლავიწი, იდაყვი და სხივის ძვლები ერთმანეთს არ ეზრდება. ბეწვი უმეტესად სქელია, კარგად განვითარებული, [[ნახევრად მაიმუნები|ნახევრად მაიმუნებს]] თივთიკიც აქვთ. შეფერილობაში უმეტესად კაშკაშა ტონები ჭარბობს. თვალბუდეები საფეთქლის ფესოსაგან გამოყოფილია ძვლოვანი რგოლით ან ტიხრით. ნახევრად მაიმუნების თავის ტვინი თითქმის მოკლებულია ღარებსა და ხვეულებს, კარგადაა განვითარებული ყნოსვის წილანები, ნახევარსფეროები ნათხემს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავენ. მაიმუნებისა და ადამიანის ტვინის ნახევარსფეროები, რომლებიც მთლიანად ფარავენ ნათხემს, მრავალრიცხოვან ღარებსა და ხვეულებს შეიცავენ. ყნოსვის წილანები სუსტადაა გამოხატული, მხედველობის მიდამოები კარგად განვითარებულია. პრიმატებს უმეტესად ბინოკულარული ([[მაიმუნები]]სა და [[ადამიანი]]ს, ამის გარდა, ფერადიც) მხედველობა აქვთ. თავის ტვინის ძლიერი განვითარების გამო ტვინის ქალას მოცულობა დიდია. ქალას სახის ნაწილი დაგრძელებულია. კბილების სისტემა ჰეტეროდონტული (საჭრელები, ეშვები, მცირე და დიდი ძირითადი კბილები) და დიფიოდონტურა (სარძევე და მუდმივი კბილები). ადამიანსა და ცხვირვიწრო მაიმუნებს 32 კბილი აქვთ, ნახევრად მაიმუნების უმეტესობას და [[კაპუცინისებრნი|კაპუცინისებურებს]] — 36. პრიმატებს აქვთ ნაღვლის ბუშტი, კარგად განვითარებული ბრმა ნაწლავი. უმდაბლესი პრიმატის საშვილოსნო ორრქიანია, უმაღლესისა — მარტივი. პრიმატების უმრავლესობის პლაცენტა დისკოიდურია.
 
თანამედროვე პრიმატებს ყოფენ 2 ქვერიგად: უმდაბლესი პრიმატები ანუ [[ნახევრად მაიმუნები]] (Prosimii) და უმაღლესი პრიმატები ანუ [[მაიმუნები]] (Anthropoidea). მათში გაერთიანებულია 12 ოჯახის 57 გვარი და 200 სახეობა. გავრცელებული არიან უმთავრესად [[აფრიკა]]ში ([[მადაგასკარი]]ს ჩათვლით), აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, [[მალია|მალაის]] არქიპელაგის მრავალ კუნძულზე, [[ცენტრალური ამერიაკა|ცენტრალურ]] და [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ]] [[ამერიკა]]ში, [[ევროპა]]ში ([[გიბრალტარი|გიბრალტარში]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრიმატები“-დან