ჯონ უმიწაწყლო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ჯონ უმიწაწყლო''' ({{lang-en|John Lackland}}; {{lang-fr|ean Sans Terre}}; დ. [[24 დეკემბერი]], [[1167]], [[ბომონის ციხესიმაგრე]], [[ოქსფორდი]] — გ. [[19 ოქტომბერი]], [[1216]], [[ნიუარკის ციხე-სიმაგრე]], [[ნოტინგემშირი]]) — [[ინგლისი]]ს [[პლანტაგენეტები|პლანტაგენეტთა დინასტიის]] მეფე [[1199]]-[[1216]] წლებში. იგი [[ჰენრი II (ინგლისი)|ჰენრი II]]-ის უმცროსი ვაჟი იყო და ძმის [[რიჩარდ ლომგული]]ს გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. უმიწაწყლო უწოდეს, ვინაიდან მის დაბადებამდე მამამისმა უფროს ვაჟებს დომენებად გაუნაწილა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] არსებული [[ინგლისი]]ს სამფლობელოები.
 
[[1202]]-[[1204]] წლებში საფრანგეთთან წარუმატებელ ომებში დაკარგა საფრანგეთში ინგლისის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. როცა პაპმა [[ინოკენტი III|ინოკენტი III-მ]] კენტერბერის არქიეპისკოპოსად [[სტივენ ლენგტონი]] დანიშნა, ჯონ უმიწაწყლომ არ ცნო იგი, რამაც აშკარა კონფლიქტი გამოიწვია [[პაპი|პაპსა]] და ინგლისის მეფეს შორის ([[1207]] წელი). [[1208]] წელს პაპმა ინტერდიქტი დაადო ინგლისს, ხოლო [[1209]] წელს ჯონ უმიწაწყლო გადაყენებულად გამოაცხადა და მისი უფლებები საფრანგეთის მეფე [[ფილიპ II ოგიუსტი|ფილიპ II ოგიუსტს]] გადასცა. [[1213]] წელს ჯონ უმიწაწყლო დაემორჩილა პაპს. ჯონ უმიწაწყლო ავიწროებდა ფეოდალებს, სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდა ბარონებს, არღვევდა ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს, ზრდიდა სახელმწიფო გადასახადებს. ამან და საგარეო პოლიტიკურმა მარცხმა გამოიწვია [[ბარონთა აჯანყება]] ([[1215]] წელი) ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა ხელი მოეწერა თავისუფლების„თავისუფლების დიდი ქარტიისათვისქარტიისათვის“. შემდეგ კი უარი თქვა მის შესრულებაზე, რის გამოც [[1216]] წელს ბარონებმა დაიწყეს მის წინააღმდეგ ომი, რომლის დროსაც ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა.
 
== ლიტერატურა ==