გელათის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 110:
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათოლიკოს-პატრიარქსაც]] კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, [[თემურლენგი|თემურლენგის]] შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი ბრწყინვალემ]].
 
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. [[1510]] წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა [[ბაგრატ III, ალექსანდრე(იმერეთის II-ის ძემეფე)|ბაგრატ III-მ]] და [[გიორგი II, (იმერეთის მეფე)|გიორგი II-მ]] გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი [[მელქისედეკი (გელათელი)|მელქისედეკ საყვარელიძე]] და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძე]]. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში [[გელათის საეპისკოპოსო|საეპისკოპოსო]] კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია [[ბიჭვინთა|ბიჭვინთიდან]] გელათში გადმოიტანეს.
 
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს [[გიორგი VI, (იმერეთის მეფე)|გიორგი VI-მ]], [[ალექსანდრე V|ალექსანდრე V-მ]], [[სოლომონ I|სოლომონ I-მა]], [[სოლომონ II|სოლომონ II-მ]] და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
 
იმერეთის სამეფოს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიასთანიმპერიის]] შეერთებისმიერ იმერეთის სამეფოს გაუქმების ([[1810]]) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
 
ჯერ კიდევ [[XII საუკუნეშისაუკუნე]]ში, [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ [[არსენ იყალთოელი]], [[იოანე პეტრიწი]], [[არსენ ბულმაისიმისძე]], [[პეტრე გელათელი]], [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძე]] ([[1557]]-[[1578]]), [[ექვთიმე საყვარელიძე]] ([[1578]]-[[1616]]), [[გედეონ I|გედეონ ლორთქიფანიძე]] (XVII ს.), [[ანტონ I]], [[გაბაშვილი, ზაქარია|ზაქარია გაბაშვილი]] და სხვა.
 
== მემკვიდრეობა ==