პატრიარქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პატრიარქი''' — დამოუკიდებელი (ავტიკეფალური) მართლმადიდებლუ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Patriarq ilia II.jpg|მინი|ილია II,
უწმიდესი და უნეტარესი, ს[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები|აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი]], [[მთავარეპისკოპოსი]] [[მცხეთა-თბილისის ეპარქია|მცხეთა-თბილისისა]] და [[მიტროპოლიტი]] [[ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია|ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა]]]]
'''პატრიარქი''' — დამოუკიდებელი (ავტიკეფალური) მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის უზენაესი ტიტული მთელ რიგ ქვეყნებში. პატრიარქის წოდება ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (451) დაადგინა. ქრისტიანული ეკლესიის გაყოფის შემდეგ (1054) პატრიარქი აღმოსავლეთი ეკლესიის მეთაურთა წოდება გახდა. ბიზანტიის იმპერიის მართლმადიდებლურ ეკლესიას ოთხი პატრიარქი განაგებდა: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. რუსეთის საეკლესიო კრებამ პატრიარქი 1598 წელს აირჩია. 1721 წელს, პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქის წოდება. რუსეთის მართლმადიდებური ეკლესიის კრებამ 1917-1918 წლებში პატრიარქის ტიტული აღადგინა. პატრიარქი არის აგრეთვე კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთის და რუმინეთის ეკლესიებში. კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ეპაქრიასაც პატრიარქი მეთაურობს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პატრიარქი“-დან