ბირთვული ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:NuclearReaction.png|მინი|ბირთვული რეაქციები]]
[[ფაილი:Ernest Rutherford2.jpg|მარცხნივ|მინი|180პქ|[[ერნესტ რეზერფორდი]]]]
'''ბირთვული ფიზიკა''' — თანამედროვე [[ფიზიკა|ფიზიკის]] ნაწილი, რომელიც შეისწავლის ''ატომის ბირთვს'', ბირთვულ პროცესებსა და ''ელემენტარულ ნაწილაკებს''. ბირთვული ფიზიკა ატომური მრეწველობის მეცნიერების საფუძველია.
ბირთვული ფიზიკა როგორც მეცნიერება, დასაბამს იღებს [[ფრანგები|ფრანგი]] მეცნიერის [[ანტუან ბეკერელი]]ს მიერ [[რადიოაქტივობა|რადიოაქტივობის]] მოვლენის აღმოჩენიდან ([[1896]]), რომლის შედეგადაც დადგინდა [[ატომი]]ს რთული აღნაგობა. [[ნივთიერება]]ში გამავალი α-ნაწილაკების ნაკადის გაბნევის შესწავლის საფუძველზე ([[1911]]) [[ინგლისელები|ინგლისელმა]] მეცნიერმა [[ერნესტ რეზერფორდი|ერნესტ რეზერფორდმა]] აღმოაჩინა ატომის ბირთვი და წამოაყენა ატომის აღნაგობის პლანეტური მოდელი, რომლის თანახმად, ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და მის ირგვლივ მოძრავი ელექტრონებისაგან. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბირთვული ფიზიკის განვითარებაში არის ჯეიმზ ჩედვიკის მიერ ნეიტრონის აღმოჩენა (1932), რასაც მოჰყვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ატომის ბირთვი შედგება ნეიტრონებისა და პროტონებისაგან. ამავე წელს ხელოვნურად აჩქარებული ნაწილაკების გამოყენებით პირველად განხორციელდა ბირთვული გარდაქმნა.