ბირთვული ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:NuclearReaction.png|მინიატიურამინი|ბირთვული რეაქციები]]]]
'''ბირთვული ფიზიკა''' — თანამედროვე ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ''ატომის ბირთვს'', ბირთვულ პროცესებსა და ''ელემენტარულ ნაწილაკებს''. ბირთვული ფიზიკა ატომური მრეწველობის მეცნიერების საფუძველია.
ბირთვული ფიზიკა როგორც მეცნიერება, დასაბამს იღებს ფრანგი მეცნიერის ანტუან ბეკერელის მიერ რადიოაქტივობის მოვლენის აღმოჩენიდან (1896), რომლის შედეგადაც დადგინდა ატომის რთული აღნაგობა. ნივთიერებაში გამავალი α-ნაწილაკების ნაკადის გაბნევის შესწავლის საფუძველზე (1911)ინგლისელმა მეცნიერმა ერნესტ რეზერფორდმა აღმოაჩინა ატომის ბირთვი და წამოაყენა ატომის აღნაგობის პლანეტური მოდელი, რომლის თანახმად, ატომი შედგება დადებითად დამუხტული ბირთვისა და მის ირგვლივ მოძრავი ელექტრონებისაგან. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბირთვული ფიზიკის განვითარებაში არის ჯეიმზ ჩედვიკის მიერ ნეიტრონის აღმოჩენა (1932), რასაც მოჰყვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ატომის ბირთვი შედგება ნეიტრონებისა და პროტონებისაგან. ამავე წელს ხელოვნურად აჩქარებული ნაწილაკების გამოყენებით პირველად განხორციელდა ბირთვული გარდაქმნა.