დავით VIII: განსხვავება გადახედვებს შორის

77 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: Migrating 7 interwiki links, now provided by Wikidata on d:q887088 (translate me))
}}
 
'''დავით VIII''' (დ. დაახლოებით [[1273]]([[1274]]) — გ. [[1311]]), საქართველოს მეფე [[1293]]-[[1311]], [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებულის ძე]]. 1284-იდან იზრდებოდა [[ორბელი, ტარსაიჭ|ტარსაიჭ ორბელის]] სახლში. [[1289]] დემეტრე II-მ ილხანთა [[ურდო|ურდოში]] წაიყვანა. [[1291]] ათაბაგი [[ხუტლუბუღა]] შეეცადა [[ვახტანგ II|ვახტანგ II-ის]] ([[დავით VI|დავით ნარინის ძე]]) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 ([[1292]]) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი [[კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)|კონსტანტინე I]], დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. [[1295]] მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი [[1295]]-[[1304]]) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. [[1297]] დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როცა ამ გზითაც ვერაფერს გახდა, [[1299]] მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში [[გიორგი V ბრწყინვალე]]).
 
მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დავით VIII კვლავ მთიულეთშI გამაგრდა და საქართველოს იმ მხარეებს არბევდა, რომლებიც ყაენის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მალე დავით VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა, ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა. [[1302]] ყაენმა [[ვახტანგ III|ვახტანგი]] საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დიდი სამხედრო ძალის მიუხედავად მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმოსავლეთ საქართველო ააოხრა. ბრძოლებს თან შიმშილი მოჰყვა, ქართლის მოსახლეობა სამცხეში გარბოდა.
 
==ლიტერატურა==
*''გუჩუა ვ.'', ქსე, ტ. 3, გვ. 336, თბ., 1978