გამოცხადება იოანესი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 74 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q42040)
'''გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი''' — [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] ბოლო წიგნის სახელწოდება. [[ქრისტიანული ლიტერატურა|ქრისტიანული ლიტერატურის]] და [[ესქატოლოგია|ესქატოლოგიის]] ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც '''აპოკალიფსი''' (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. [[68]]-[[69]] წლებში [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე მოციქულის]] მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები.
 
[[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე]] იყო [[იესო ქრისტე]]ს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: [[საბერძნეთი]]ს კუნძულ [[პატმოსი|პატმოსზე]] გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაეჰოე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”<ref>გამოცხ. 1,8-11</ref>
ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა.