ენდრიუ ჯონსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q8612
No edit summary
ხაზი 64:
1864 წელს ჯონსონი [[ნაციონალური კავშირის პარტია (აშშ)|ნაციონალური კავშირის პარტიამ]] აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. მან და ლინკოლნმა [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1864)|არჩევნებში გაიმარჯვეს]], ხოლო ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ ჯონსონი პრეზიდენტი გახდა.
 
პრეზიდენტის რანგში იგი რეკონსტრუქციის პირველ ეტაპს ხელმძღვანელობდა, რომელიც რადიკალი რესპუბლიკელების მიერ კონგრესში კონტროლის მოპოვებამდე, 1866 წლამდე გრძელდებოდა. მისმა შემრიგებლურმა პოლიტიკამ სამხრეთელების მიმართ და ვეტომ სამოქალაქო უფლებების კანონპროექტზე იგი ზოგიერთ რესპუბლიკელთან მწვავედ დააპირისპირა. [[1867]] წელს [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|წარმომადგენელთა პალატამ]] ხმათა უმრავლესობით ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა [[აშშ-ის სენატი|სენატში]], სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმების ორი მესამედი იყო საჭირო, იგი გაამართლეს. საგარეო პოლიტიკაში მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიისგან]] [[ალასკა|ალასკის]] შესყიდვა იყო.
 
მან [[1868]] წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება სცადა, თუმცა წარუმატებლად. პრეზიდენტობის შემდეგ ის დემოკრატთა მხარდაჭერით [[1875]] წელს სენატში აირჩიეს. პრეზიდენტობის დროს მისი პარტიული კუთვნილება გაურკვეველი იყო, მაგრამ როდესაც [[აშშ-ის პრეზიდენტების სია|აშშ-ის პრეზიდენტებს]] პარტიული ნიშნით ყოფენ, მას დემოკრატ პრეზიდენტად თვლიან. ისტორიკოსების მიერ იგი ერთ-ერთ ცუდ პრეზიდენტადაა მიჩნეული.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენდრიუ_ჯონსონი“-დან