ყვავილი: განსხვავება გადახედვებს შორის

89 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მრავალმნიშვნელოვნება|ყვავილი|ყვავილი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Arctotis.jpg|მინი|[[გერბერა]]ს ყვავილი]]
[[ფაილი:White and yellow flower.JPG|მინი|[[Zantedeschia aethiopica]]]]
'''ყვავილი''' — [[თესლოვანი მცენარეები]]ს სქესობრივი გამრავლების [[ორგანო]]; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული [[ყლორტი]]ა, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. [[ყვავილსაჯდომი]] სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი [[ფიტოსინთეზი]]ს დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება [[მწერები]]ს მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის [[ყვავილსაფარი|ყვავილსაფარს]]. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.