ლევ ტოლსტოი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
}}
 
'''ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი''' (''[[რუს.]]''{{lang-ru| Лев Николаевич Толстой}}) (დ. 28 აგვისტო/[[9 სექტემბერი]], [[1828]], [[იასნაია-პოლიანა|სოფ. იასნაია-პოლიანა]], ახლანდელი [[ტულის ოლქი]] ― გ. 7 ნოემბერი/ [[20 ნოემბერი]], [[1910]], რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, [[ლიპეცკის ოლქი]], დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში), [[რუსები|რუსი]] მწერალი.
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა - გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, [[1812]] სამამულო ომის მონაწილე; დედა - მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. [[1844]]-[[1847]] წლებში სწავლობდა [[ყაზანის უნივერსიტეტი|ყაზანის უნივერსიტეტში]]. [[1851]] უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა [[კავკასია]]ში, სადაც [[თერგის ოლქი]]ს ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. [[1852]] წელს თბილისში დაწერა პირველი [[მოთხრობა]] „ბავშვობა“ (ამავე წელს დაიბეჭდა „სოვრემენნიკში“), რომელმაც შემდგომ „ყრმობასა“ ([[1852]]-[[1854]]) და „სიჭაბუკესთან“ ([[1855]]-[[1857]]) ერთად [[ავტობიოგრაფია|ავტობიოგრაფიული]] ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში [[1851]] წელს მწერალი [[თბილისი|თბილისს]] ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა [[საქართველოს სამხედრო გზა]]მ, [[დარიალის ხეობა]]მ. მოინახულა [[გერგეტი|გერგეტის სამების მონასტერი]]. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და [[1851]]-[[1853]] ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და [[ქართველები|ქართველებს]]. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ [[ნაკაშიძე, ილია|ი. ნაკაშიძეს]], [[ნაკაშიძე, ნინო|ნ. ნაკაშიძეს]], ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, [[ყიფიანი, მიხეილ (მიშო)|მ. ყიფიანს]].
 
[[1854]] კავკასიიდან [[დუნაი]]ს არმიაში გადავიდა. [[ყირიმის ომი]]ს დროს [[სევასტოპოლი]]ს სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა „სევასტოპოლური მოთხრობებისათვის“ (გამოქვეყნდა [[1855]]-[[1856]]), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს [[ომი]], გულმოდგინე შრომისათვის მას [[მშვიდობა]] სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. [[1855]] ტოლსტოი [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] ჩავიდა, დაუახლოვდა [[ნეკრასოვი, ნიკოლოზ|ნ. ნეკრასოვს]], [[ტურგენევი, ივანე|ი. ტურგენევს]], [[გონჩაროვი, ივანე|ი. გონჩაროვს]], [[ოსტროვსკი, ალექსანდრე|ა. ოსტროვსკის]], [[ჩერნიშევსკი, ნიკოლოზ|ნ. ჩერნიშევსკის]]. [[1856]] წელს საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა [[1859]] იასნაი-პოლიანაში გახსნა [[სკოლა]] გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი „იასნაია პოლიანა“ ([[1862]]). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა „ანბანი“ ([[1871]]-[[1872]]), „ახალი ანბანი“ (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი „რუსული საკითხავი წიგნი“, რომლებშიც შეიტანა თავისი [[მოთხრობა|მოთხრობები]], გადამუშავებული [[ზღაპარი|ზღაპრები]] და [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]].
 
60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი „ოჯახური ბედნიერება“ (1858-1859), მოთხრობები „კაზეკები“ (1853-1863), „პოლიკუშკა“ (1861-1863), ხოლო [[1863]]-[[1869]] მან შექმნა რომან-ეპოპეა „ომი და მშვიდობა“ (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი „ანა კარენინა„ ([[1873]]-[[1877]], გამოქვეყნდა [[1876]]-[[1877]]). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევ_ტოლსტოი“-დან