ვილემ ბარენცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Barents.jpg|მინი|ვილემ ბარენცი]]
'''ვილემ ბარენცი''' ({{lang-en|Willem Barentsz}}; დ. 1550, ამსტერდამი — გ. 20 ივლისი, 1597, კუნძული ახალი მიწა) — ჰოლანდიელი ზღვაოსანი. 1594-1597 წლებში სამჯერ იმოგზაურა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ გასასვლელის მოსაძებნად. 1596-1597 წლებში ექსპედიციამ მეორედ აღმოაჩინა დათვისა და შპიცბერგენის კუნძულები. გაუვალი ყინულების გამო ექსპედიცია იძულებული გახდა გამოსაზამთრებლად კუნძული ახალი მიწის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე დარჩენილიყო. ბარენცმა შეადგინა ახალი მიწის რუკა, პირველმა ჩაატარა მეტეოროლოგიურ დაკვირვებათა წლიური ციკლი, გაზომა ზღვის სიღრმე გემის კურსის გასწვრივ; ამ ზღვას შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ბარენცის სახელს ატარებს აგრეთვე კუნძული შპიცბერგენის არქიპელაგში, დაბა და ნავსადგური ბარენცბურგი კუნძულ დასავლეთ შპიცბერგენზე.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვილემ_ბარენცი“-დან