ბიოპოლიმერები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოლოგიური ფუნქციები==
[[ნუკლეინის მჟავები]] [[უჯრედი|უჯრედში]] [[გენეტიკა|გენეტიკურ]] ფუნქციებს ასრულებენ. [[დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა]]ში (დნმ) და [[რიბონუკლეინის მჟავა]]ში (რნმ) მონომერული რგოლრბისრგოლების ([[ნუკლეოტიდი|ნუკლეოტიდების]]) თანამიმდევრობა განსაზღვრავს (გენეტიკური კოდის სახით) სინთეზირებულ ცილებში მონომერული რგოლების ([[ამინომჟავა]] ნაშთების) თანამიმდევრობას და, ამრიგად, ორგანიზმის[[ორგანიზმი]]ს აგებულებას და მასში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებსაც. გენეტიკური კოდი დნმ-გან გადაეცემა რნმ-ს, რომელიც ისე სინთეზირდება დნმ-ზე, როგორც მატრიცაზე. სინთეზირებული რნმ თავის მხრივ წარმოადგენს მატრიცას რიბოსომებში მიმდინარე ცილის სინთეზისათვის (ამ პროცესში მონაწილეობს აგრეთვე სატრანსპორტო რნმ). ევოლუციისათვის აუცილებელი ბიოლოგიური ცვალებადობა მოლეკულურ დონეზე ხდება დნმ-ში მომხდარ ცვლილებათა ხარჯზე.
ცილები უჯრედში მთელ რიგ უნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ. ცილა-ფერმენტები აუცილებელი თანამიმდევრობითა და საჭირო სიჩქარით ახორციელებენ უჯრედში ნივთიერებათა ცვლის ყველა ქიმიურ რეაქციას. კუნთების, მიკრობთა შოლტების, უჯრედის წამწამებისა და სხვა. ცილები განაპირობებენ შეკუმშვას — ისინი გარდაქმნიან ქიმიურ ენერგიას მექანიკურ მუშაობად და უზრუნველყოფენ მთელი ორგანიზმის ან მისი რომელიმე ნაწილის მოძრაობას. ცილები ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედულ სტრუქტურათა უმეტესობის, ვირუსებისა და ფაგების გარსთა ძირითადი მასალაა; მათის სტრუქტურული ფუნქციები მჭიდროდ უკავშირდება სუბუჯრედულ ორგანელებში სხვადასხვა ნივთიერების მიწოდების რეგულაციას (იონების აქტიური ტრანსპორტი) და ფერმენტულ კატალიზს. ისინი მარეგულირებელ ფუნქციებსაც ასრულებენ „კრძალავენ“ ან „ნებას რთავენ“ ამა თუ იმ გენის გამოვლინებას. უმაღლეს ორგანიზმებში არის სხვადასხვა ნივთიერების გადამტანი ცილები (მაგ. ჰემოგლობინი, რომელსაც გადააქვს მოლეკულური ჟანგბადი) და იმუნური ცილები, რომლებიც ორგანიზმს იცავენ მასში შეღწეული უცხო ნივთიერებებისგან. პოლისაქარიდები ასრულებენ სტრუქტურულ (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის პოლისაქარიდი ''ცელულოზა'') და სამარაგო საკვებ (მაგ. ''სახამებელი'', ''გლიკოგენი'') ფუნქციებს; განაპირობებენ უჯრედების გარე მემბრანის სპეციფიკურ თვისებებს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის მთლიან დაცვას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოპოლიმერები“-დან