ხარიჯიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 2 მაისი}}
'''ხარიჯიტები''' — ერთ-ერთი [[მუსლიმანობა|მუსლიმანური]] სექტის მიმდევრები. ხარიჯიტების მოძრაობა აღმოცენდა სახალიფოში სოციალურ წინააღმდეგობათა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების პერიოდში. [[657]] წელს ხალიფა [[ალი იბნ აბუ ტალიბი|ალის]] პოლიტიკით უკმაყოფილო მებრძოლთა ნაწილი, რომლებიც არაბი მომთაბარე ტომებისაგან შედგებოდა, გამოვიდა არაბული არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობის გაძლიერებისა და მათ მიერ მუსლიმანური თემის მიწების დატაცების წინააღმდეგ, რის გამოც მათ ხარიჯიტები (ამბოხებულები) უწოდეს. [[658]] წელს ალიმ დაამარცხა ხარიჯიტები, მაგრამ მათი რიგები ივსებოდა ძირითადად საზოგადოების დაბალი ფენების, როგორც [[არაბები]]ს, ისე გამუსლიმანებული არაარაბების ხარჯზე. ხარიჯიტები მოითხოვდნენ ყველა მუსლიმანის თანასწორუფლებიანობას სოციალური მდგომარეობისა და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, [[ხალიფა|ხალიფის]] არჩევითობის პრინციპის გატარებას. ხალიფად შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა მართლმორწმუნე მუსლიმი, თვით მონაც კი – ამიტომ ხარიჯიტობა უკიდურესად [[დემოკრატია|დემოკრატიულ]] მიმდინარეობად იქცა. [[684]] წელს ხარიჯიტების გათიშვის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მიმდინარეობა: [[იბადიტები]]ს, [[აზრაკიტები]]ს, [[სუფრიტები]]ს და [[ბაიჰასიტები]]ს. ხარიჯიტები – იბადიტები არიან ახლანდელ [[ომანი|ომანში]], [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]] და არაბეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარიჯიტები“-დან