ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 211:
საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მსოფლიოს კულისებიდან მართავს შეთქმულთა გავლენიანი ელიტა ([[კრიპტოკრატია]]) — მცირე საიდუმლო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს შეცვალოს მმართველობის არსებული სისტემები და ყოველი სახელმწიფო დაუქვემდებაროს მსოფლიო ხელისუფლებას. წარსულში შეთქმულებად მოიხსენიებდნენ კომუნისტებს, რომელთაც სურდათ მსოფლიო [[კომუნიზმი]]ს დამყარება, თუმცა [[1991]] წელს [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] დაშლამ აღნიშნულ თეორიას ბოლო მოუღო. ამის შემდეგ კონსპიროლოგებმა ყურადღება გადაიტანეს [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ზე, როგორც „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მთავარი მამოძრავებელ ძალაზე<ref name="Domhoff 2005">{{Cite journal| last = Domhoff | first = G. William | title = ''There Are No Conspiracies'' | year = 2005 |url = http://sociology.ucsc.edu/whorulesamerica/theory/conspiracy.html | accessdate = }}</ref>.
[[ფაილი:Jdr-king.JPG|მინიატიურა|მარჯვნივ|[[ჯონ როკფელერი]]ს, როგორც ნავთობისა და სარკინიგზო მაგისტრალების „იმპერატორის“ სატირული კარიკატურა ([[1901|1901 წელი]])]]
პოლიტოლოგი დევიდ როტკოფი, საკუთარ წიგნში ''(„Superclass: The Global Power Elite and the World They Are Making“ — 2008 წელი)'' ამტკიცებს, რომ მსოფლიოს 6 მილიარდიან მოსახლეობას აკონტროლებს ფარული ელიტა, რომლის წევრთა რაოდენობა 6 000-ს არ აღემატება. [[XX საუკუნე]]მდე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან სახელმწიფოთა მმართველებმა ინტერნაციონალური მოძრაობების ხელმძღვანელთა ([[კათოლიკური ეკლესია]] და [[რომის პაპი]]) და ორგანიზატორთა ([[როკფელერები]]სა და [[როტშილდები]]ს გვარი) თანადგომით ჩამოაყალიბეს გლობალური ელიტა. როტკოფის თანახმად, [[XXI საუკუნე|XXI საუკუნის]] დასაწყისში მოხდა საერთაშორისო ვაჭრობის, მოგზაურობის, კომუნიკაციების გაფართოება, ცალკეული სახელმწიფოების ძალაუფლების შესუსტება; გლობალური ბიზნესის, ფინანსური თუ თავდაცვითი ინდუსტრიის ლიდერებმა არა მხოლოდ დააწინაურეს გლობალური ელიტა, არამედ თავისუფლად შეაღწიეს ნაციონალურ სახელმწიფოთა ხელისუფლების “მაღალ ეშელონებში“. მისი მტკიცებით, გლობალური ელიტის ზეგავლენა ნაციონალურ პოლიტიკაზე საკმაოდ კონსტრუქციულია, თუმცა ყოველთვის პირად ინტერესზეა გათვლილი<ref>{{Cite|David Rothkopf|(2008)|გვ=}}</ref >
 
კონსპიროლოგები თვლიან, რომ „უმაღლესი კლასის“ ოჯახებმა დააფუძნეს და დააფინანსეს ისეთ საზოგადოებები, როგორებიცაა: [[ბილდერბერგის კლუბი]], [[ბოჰემური კლუბი]], [[რომის კლუბი]], [[საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო]], [[თავის ქალა და ძვლები]], [[სამმხრივი კომისია]] და სხვა მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც [[ილუმინატები]]ს იდეოლოგიის გამგრძელებლებად მიიჩნევიან და შეთქმულების მეშვეობით ცდილობენ დაამყარონ ტოტალიტარული მსოფლიო წესრიგი — ავტორიტარული მსოფლიო ხელისუფლება, რომელსაც გააკონტროლებს [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]] და [[საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკი]], რისთვისაც გამოყენებულ იქნება მოსახლეობის მასობრივი მეთვალყურეობა, სახელმწიფოებრივი ტერორიზმი, მასობრივი საინფორმაციის საშუალებების კონტროლი. ყოველისმომცველი პროპაგანდით ჩამოაყალიბდება კულისებიდან მართული „მსოფლიო ლიდერის“ კულტი, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩამოაყალიბონ მსოფლიო ხელისუფლება, როგორც კაცობრიობის ისტორიის პროგრესის კულმინაცია<ref name="Barkun"/>.