ბაქტრია: განსხვავება გადახედვებს შორის

5 377 ბაიტი დაემატა ,  8 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ბაქტრია წარმოადგენს [[ამუდარია|ამუდარიის]] შუა წელზე მდებარე დაბლობ რეგიონს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[პამირი]]ს მთიანეთი, ხოლო სამხრეთიდან [[ჰინდიყუში]]. ბაქტრიის შუაგულში ოაზისი ჰყავაოდა, ჰინდიყუშის მთიანეთიდან ჩამომავალი ერთ-ერთი მდინარის დელტის წყალობით. ოაზისის ცნეტრი იყო ქალაქი ბაქტრია, რომელმაც მისცა სახელი ქვეყანას. ბაქრიის ჩრდილოეთი საზღვარი იყო [[ამუდარია]]. ის მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (დიდი სტეპებიდან [[ინდოეთი|ინდოეთისაკენ]] და ოკეანის სანაპიროებისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ( [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ქვეყნებიდან [[ჩინეთი|ჩინეთამდე]]). ასეთმა მდებარეობამ და ოლქის ნაყოფიერებამ ხელი შეუწყო რეგიონს, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონოდა ისტორიაში უხსოვარი დროიდან. მკვლევარ ნ.ი.ვავილოვის თანახმად, ბაქტრია წარმოადგენდა მრავალი კულტურული მცენარის, მათ შორის [[ხორბალი|ხორბლის]] სამშობლოს.
 
დღეისათვის, ბაქტრიის ტერიტორიების სამხრეთი ნაწილი XIX საუკუნიდან შედის [[ავღანეთი]]ს შემადგენლობაში. ჩრდილოეთ ბაქტრიის ტერიტორიები წარმოადგენს [[ტაჯიკეთი]]ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს დედაქალაქ [[დუშანბე]]ს ჩათვლით, აგრეთვე, შედის [[უზბეკეთი]]ს შემადგენლობაში და მოიცავს უზბეკეთის სამხრეთ ოლქებს.
 
== ისტორია ==
[[ფაილი:GodessesBactriaAfghanistan2000-1800BCE.jpg|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ბაქტრიულ–მარგიანული ცივილიზაციის ეპოქის ღვთაებათა ქანდაკებები თანამედროვე [[ავღანეთი]]დან]]
ცნობილია ბაქტრიული-მარგიანული არქეოლოგიური კომპლექსის შესახებ — ეს არის [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] ერთ-ერთი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა ძვ.წ. XXVIII-XXIII საუკუნეებში ჩრდილოეთ [[ავღანეთი]]ს, დასავლეთ [[ტაჯიკეთი]]ს, აღმოსავლეთ [[თურქმენეთი]]ს და სამხრეთ [[უზბეკეთი]]ს ტერიტორიებზე. იგი ერთდროულად თანაარსებობდა დასავლეთით [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]] ძველბაბილონურ სამეფოსთან და აღმოსავლეთში ინდურ ცივილიზაციასთან ერთად.
 
ერთ-ერთი კონცეპციის თანახმად, ძვ.წ. VII საუკუნეში, ირანის უდაბნოთი შემოსაზღვრულ, ქვეყნის მთიანი რეგიონის ნაყოფიერ მიწებზე ქადაგებდა წინასწარმეტყველი [[ზარატუსტრა]], იქვე გამოუჩნდნენ მას პირველი მიმდევრები. წმინდა ენას, რომელზეც დაწერილი იქნა [[ზოროასტრიზმი]]ს კანონთა წიგნი, [[„ავესტა“]], ზოგჯერ მოიხსენებენ, როგორც ძველ ბაქტრიულ ენას. სხვა ვერსიის თანახმად, „ავესტა“ს ენა ძველ [[ხორეზმი|ხორეზმულ]] ენასთან ბევრად უფრო ახლოს დგას.
 
== აქემენიდების იმპერია ==
[[ფაილი:Map achaemenid empire en.png|220px|მინიატიურა|მარჯვნივ|ბაქტრია [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდების იმპერიის]] რუკაზე]]
[[აქემენიდების იმპერია]]ში ბაქტრია შედის ჯერ კიდევ [[კიროს დიდი]]ს პერიოდიდან და ითვლებოდა ყველაზე მდიდარ და ძლიერ [[სატრაპია]]დ. აქემენიდების იმპერიის შესახებ მრავალი ღირებული ინფორმაცია შემოგვინახა თავის შრომებში ძველბერძენმა გეოგრაფმა ქტესიამ, რომელიც მეფე [[არტაქსერქსე]]ს კარზე მრავალი წელი მოღვაწეობდა ექიმად. აქემენიდების ეპოქაში ბაქტრიაში გაჩნდა პირველი ბერძნული დასახლება, როდესაც აქ გადმოასახლეს [[მილეტი]]დან სპარსელი დამპყრობლების მხარეზე გადასული [[აპოლონი]]ს ტაძრის ქურუმები.
 
== ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა ==
 
 
== ლიტერატურა ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/581047/Tajikistan/214553/History#ref=ref599015 ენციკლოპედია ბრიტანიკა]
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%91%D0%B0%D0%BA%D1%82%D1%80%D0%B8%D1%8F/ ბაქტრია. დიდი საბჭოთა ენციკლოპედი]
 
 
[[კატეგორია: ბაქტრია]]