კიევის რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
== პოლიტიკური ისტორია ==
ძველი რუსული მატიანეების ცნობით, კიევის რუსეთის პირველი მთავარი იყო ლეგენდარული [[კიი]], [[შჩეკი]] და [[ხორივი]]. (დაახლოებით [[852]]). კიევის რუსეთის ისტორიის შემდგომ ეტაპს კი იგივე მატიანეები უკავშირებენ ვარიაგთა (ნორმანთა) ლეგენდარული მთავრის [[რიურიკი]]ს მოწვევას ([[862]]). ეს ფაქტი ადასტურებს ნორმანულ თეორიას კიევის რუსეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ. რიურიკის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება გადავიდა [[ოლეგი]]ს ხელში, რომელმაც [[882]] წელს განდევნა კიევის მმართველი ფეოდალები ასკოლდი და დირი და დაიპყრო კიევი, [[883]]-[[885]] წლებში დაიმორჩილა რადიმიჩთა ტომები, ხოლო [[907]] და [[911]] ილაშქრა ბიზანტიაში. ოლეგის გარდაცვალების ([[912]]) შემდეგ აქტიური საგარეო პოლიტიკას განაგრძობდა მისი ვაჟი იგორი, რომელმაც ასევე ორგზის ([[941]], [[944]]) ილაშქრა ბიზანტიაში. [[913]] ლი დალაშქრა კასპიისპირეთი. [[945]] დრევლიანებმა მოკლეს იგორი, მისმა მეუღლემ [[ოლგა]]მ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთში [[ქრისტიანობა]]. იგორისა და ოლგას ვაჟმა სვიატოსლავმა ([[994]]-[[972]]) დიდად გააფართოვა კიევის რუსეთის ფარგლები და განამტკიცა მისი საერთაშორისო მდგომარეობა. სვიატოსლავი დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაზტის მემკვიდრე ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა პირველობისათვის, გაიმარჯვა [[ვლადიმირი|ვლადიმირმა]] ([[980]]-[[1015]]). მის დროს კიევის რუსეთის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა ([[988]]-[[989]]), კერძოდ, ბიზანტიის მართლმადიდებლობა. ვლადიმირის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრე ვაჟებს შორის კვლავ ატყდა ბრძოლა, სვიატოპოლკმა მოკლა 2 ძმა — [[ბორისი]] და [[გლები]] (რომლებიც შემდეგ რუსეთის ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა), მაგრამ იაროსლავთან ბრძოლაში დამარცხდა. დიდი მთავრის ტახტი [[იაროსლავ ბრძენი|იაროსლავ ვლადიმირის ძემ]] (იაროსლავ ბრძენმა, [[1019]]-[[1054]]) დაიკავა. მის დროს ესამჩნევად გაიზარდა კიევის რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი, დაარსდა კიევის დამოუკიდებელი მიტროპოლიამეტროპოლია ([[1037]]), გაშენდა ქალაქები. იაროსლავის ვაჟებმა დაიყვეს კიევის რუსეთი და ენერგიულად ცდილობდნენ მისი ერთიანობის შენარჩუნებას. მალე ძმებს შორისაც ატყდა ომი, რომელსაც შეეწირნენ იზიასლავი და სვიატოსლავი. კიევის მთავარი გახდა ვსევოლოდი ([[1078]]-[[1093]]), რომელმაც ვერ შეძლო კიევის რუსეთის დაშლის პროცესის შეჩერება. სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იჩენდნენ მიწების მთავრები. მდგომარეობას ვერც მთავრების ყრილობებმა ([[1097]], [[1113]]) უშველა. [[1113]] კიევის მთავარი გახდა [[ვლადიმირ მონომახი|ვლადიმირ ვსევოლოდის ძე მონომახი]]. მან შეძლო მდგომარეობის [[სტაბილიზაცია]] (ყივჩაყთა დამარცხება, ცალკეულ მთავართა დამორჩილება); მაგრამ იგი, ბუნებრივია, ვერ შეაჩერებდა ისტორიულ პროცესს. მისმა ვაჟმა მსტისლავმა ([[1125]]-[[1132]]) კიდევ ერთხელ შეძლო ყივჩაყთა დამარცხება. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ კიევის რუსეთი საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამთავროებად. რუსეთში დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდი.
 
== მეურნეობა ==
ხაზი 27:
კიევის რუსეთი ეპოქის სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა ჩამოყალიბდა სამხრეთ-სლავური ტომების მხატვრული შემოქმედების ტრადიციებისა და უცხოურ გავლენატა (ბიზანტია, ბალკანეთისა და სკანდინავიური ქვეყნები, ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი) გარკვეული ზემოქმედებით. კიევის რუსეთის ხელოვნებაში დიდხანს შემორჩა ძველი სლავური ხუროთმოძღვრების ტრადიციები. IX საუკუნე -X საუკუნის დასაწყისში განვითარდა ქალაქ-სიმაგრეები, საფუძველი ჩაეყარა ხის ნაგებობებით განაშენიანებულ ახალ ქალაქებს, რომელთა ქუჩები შუაში აღმართული კრემლისაკენ (კიევი, ფსკოვი) ამ მდინარის პარალელურად (ნოვგოროდი) იყო მიმართული. IX საუკუნის II ნახევრიდან მატიანეებში იხსენიება ხის ქრისტიანული ეკლესიები (კიევი), რომლებიც 5 და ზოგჯერ 13 გუმბათითაც იყო დაგვირგვინებული. ქვის პირველი ეკლესია (X საუკუნის დასასრული) კიევში აგებული იყო ქვისა და აგურის მონაცვლეობაში ნაწყობი რიგებით (დანაყილი აგურისა და კირის ხსნარით).
 
ასევე იყო ნაშენი ქალაქის სიმაგრეები კიევში, კიევ-პეჩერის მონასტერი, ძველი ლადოგა (ყველა XI საუკუნის დასასრული — XII საუკუნის დასაწყისი), აგრეთვე სამნავიანი (მაცხოვარ-ფერისცვალების ეკლესია ჩერნიგოვში, 1036) და ხუთნავიანი (სოფიოს ტაძარი კიევში, [[1037]]) თაძრები. ბიზანტიური საკულტო ნაგებობის ტიპი — ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ძველმა რუსმა ოსტატებმა თავისებურად გაიაზრეს და შექმნეს ადგილობრივი ხასიათის ორიგინალური ხუროთმოძღვრული სტილი, რომელიც დიდხანს განაპირობებდა რუსულ საეკლესიო მშენებლობის ფორმებს (მრავალგუმბათიანობა, კამარების მრავალსაფეხუროვანი განლაგება და მათ შესაბამისად ფასადზე დაყოლებული ნახევარწრეების — ზაკომარების რიგები, სტოა-გალერეა, რომელიც 3 მხრიდან ეკვროდა ტაძარს და სხვა). კიევის სოფიოს ეკლესიაში (XI საუკუნის შუა წლები) შემორჩენილია ძირითადად ბიზანტიელ ოსტატთა მიერ შესრულებული ფრესკები და მოზაიკა. ამ ეპოქის მინიატურა („ოსტრომირის სახარება“, [[1056]]-[[1057]], მ. სალტიკოვ-შჩერდინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, სანქტ-ოეტერბურგი) გამოირჩევა ფერადოვნებითა და შესრულების სიფაქიზით. [[XI საუკუნეშისაუკუნე]]ში ვითარდება ხატწერა. XI საუკუნის II ნახევარში დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, ჩამოყალიბდა სამონასტრო ეკლესიის ახალი ტიპი — სამნავიანი, ექვსსვეტიანი სადა ნაგებობა, რომელიც ხშირად გარშემოსავლელის გარეშე იყო. აგებენ ერთგუმბათიან ტაძრებსაც (კიევ-პეჩერის მონასტრის მიძინების ტაძარი, [[1073]]-[[1078]], დაინგრა [[1941]]). XII საუკუნის დასაწყისში ნოვგოროდის ტაძრები სამ- ან ხუთგუმბათიანია. ამ ხანების რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია იურის მონასტრის ტაძარი (ხუროთმოძღვარი პეტრე). [[XII საუკუნეშისაუკუნე]]ში მნიშვნელოვნად შეიცვალა ფერწერის სტილიც. ბიზანტიელ და ძველ რუს მხატვართა ფრესკებსა და მოზაიკაში გაჩნდა უფრო თავისუფალი კომპოზიცია, ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებაში გამოჩნდა ინდივიდუალური ხასიათი. ამავე დროს ფრესკულ ფერწერაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაიზარდა ადგილობრივ ოსტატთა როლი (სოფიოს ტაძრის სანათლავისა და კირილეს მონასტრის ტაძრის მოხატულობა — ორივე კიევში, XII საუკუნე).
 
ფეოდალური დაქუცმაცულობის პერიოდში კიევის რუსეთის კულტურის შემდგომმა განვითარებამ ძველ რუსეთის სამთავროებში გადაინაცვლა. იქმნებოდა ადგილობრივი ხუროთმოძღვრული კერები (ვლადიმირ-სუზდალის, ნოვგოროდისა და სხვა). კიევის რუსეთის ხელოვნური მიღწევები შემდეგში საფუძვლად დაედო რუს, უკრაინელ და ბელარუს ხალხების ხელოვნებას. მრავალფეროვანი იყო მუსიკალური კულტურა (სამხედრო-საცერემონიო, ინსტრუმენტული, სასიმღერო და ა. შ.).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიევის_რუსეთი“-დან