კიევის რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1108445
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Kievan Rus en.jpg|thumb|300px|კიევის რუსეთი, XI ს.]]
{{რუსეთის ისტორია}}
'''კიევის რუსეთი''' ([[რუს.]] Киевская Русь ან Древнерусское государство, {{lang-cu|Рѹ́сь ან აგრეთვე Кы́ѥвьска Рѹ́сь}}, {{lang-be| Кіеўская Русь}}, {{lang-uk|Ки́ївська Русь}}) — აღმოსავლური სლავების ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო [[IX საუკუნე|IX]]-[[XII საუკუნეებშისაუკუნე]]ებში. შეიქმნა [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნეებისსაუკუნე]]ების მიჯნაზე შუა დნეპრისპირეთში აღმოსავლური სლავური ტომების გაერთიანების შედეგად, ცენტრით ქ. კიევში. იყო ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო გაერთიანება. მისი შექმნის წინა ხანა — [[VI საუკუნე|VI]]-[[VIII საუკუნებისაუკუნე]]ები — იყო პერიოდი ფეოდალური ურთიერთობათა ჩასახვისა სამხედრო დემოკრატიის პირობებში. კიევის რუსეთში ჩამოყალიბდა ერთიანი აღმოსავლური ხალხი, რომელიც შემდეგ გახდა საფუძველი 3 ეროვნების — [[რუსები]]ს, [[უკრაინელები]]სა და [[ბელორუსები]]ს — შექმნისა.
 
== პოლიტიკური ისტორია ==
ხაზი 23:
 
== კულტურა ==
კიევის რუსეთის კულტურა გამოირჩეოდა განვითარების მაღალი დონით. იგი ეყრდნოპბოდაეყრდნობოდა [[სლავები|სლავი]] ხალხების თვითმყოფ კულტურას, მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიური კულტურის გავლენაც. ჩვენამდე მოღწეულია კიევის რუსეთის ლიტერატურის ძეგლების საკმაო რაოდენობა, რომელთა შორის უძველესია ე. წ. ოსტრომირის სახარება. კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობას ძირითადად საეკლესიო პირები ეწეოდნენ (კიევის მიტროპოლიტი [[ილარიონი (რუსეთი)|ილარიონი]], მემატიანეები [[ნიკონი]], [[ნესტორი]], სილვესტრი და სხვები). იწერებოდა მატიანეები, ჰაგიოგრაფიული თხზულებები, მოგზაურობათა აღწერები, პატრიოტული ეპოსი, დიდი ადგილი ეჭირა ბერძნულიდან თარგმნილ ლიტერატურას. კიევის რუსეთის ლიტერატურულ ტრადიციებზე შეიქმნა ბრწყინვალე ძეგლი „[[ამბავი იგორის ლაშქრობისა]]“.
 
კიევის რუსეთი ეპოქის სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა ჩამოყალიბდა სამხრეთ-სლავური ტომების მხატვრული შემოქმედების ტრადიციებისა და უცხოურ გავლენატა (ბიზანტია, ბალკანეთისა და სკანდინავიური ქვეყნები, ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი) გარკვეული ზემოქმედებით. კიევის რუსეთის ხელოვნებაში დიდხანს შემორჩა ძველი სლავური ხუროთმოძღვრების ტრადიციები. IX საუკუნე -X საუკუნის დასაწყისში განვითარდა ქალაქ-სიმაგრეები, საფუძველი ჩაეყარა ხის ნაგებობებით განაშენიანებულ ახალ ქალაქებს, რომელთა ქუჩები შუაში აღმართული კრემლისაკენ (კიევი, ფსკოვი) ამ მდინარის პარალელურად (ნოვგოროდი) იყო მიმართული. IX საუკუნის II ნახევრიდან მატიანეებში იხსენიება ხის ქრისტიანული ეკლესიები (კიევი), რომლებიც 5 და ზოგჯერ 13 გუმბათითაც იყო დაგვირგვინებული. ქვის პირველი ეკლესია (X საუკუნის დასასრული) კიევში აგებული იყო ქვისა და აგურის მონაცვლეობაში ნაწყობი რიგებით (დანაყილი აგურისა და კირის ხსნარით).
 
ასევე იყო ნაშენი ქალაქის სიმაგრეები კიევში, კიევ-პეჩერის მონასტერი, ძველი ლადოგა (ყველა XI საუკუნის დასასრული — XII საუკუნის დასაწყისი), აგრეთვე სამნავიანი (მაცხოვარ-ფერისცვალების ეკლესია ჩერნიგოვში, 1036) და ხუთნავიანი (სოფიოს ტაძარი კიევში, [[1037]]) თაძრები. ბიზანტიური საკულტო ნაგებობის ტიპი — ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ძველმა რუსმა ოსტატებმა თავისებურად გაიაზრეს და შექმნეს ადგილობრივი ხასიათის ორიგინალური ხუროთმოძღვრული სტილი, რომელიც დიდხანს განაპირობებდა რუსულ საეკლესიო მშენებლობის ფორმებს (მრავალგუმბათიანობა, კამარების მრავალსაფეხუროვანი განლაგება და მათ შესაბამისად ფასადზე დაყოლებული ნახევარწრეების — ზაკომარების რიგები, სტოა-გალერეა, რომელიც 3 მხრიდან ეკვროდა ტაძარს და სხვა). კიევის სოფიოს ეკლესიაში (XI საუკუნის შუა წლები) შემორჩენილია ძირითადად ბიზანტიელ ოსტატთა მიერ შესრულებული ფრესკები და მოზაიკა. ამ ეპოქის მინიატურა („ოსტრომირის სახარება“, 1056-1057, მ. სალტიკოვ-შჩერდინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, სანქტ-ოეტერბურგი) გამოირჩევა ფერადოვნებითა და შესრულების სიფაქიზით. XI საუკუნეში ვითარდება ხატწერა. XI საუკუნის II ნახევარში დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, ჩამოყალიბდა სამონასტრო ეკლესიის ახალი ტიპი — სამნავიანი, ექვსსვეტიანი სადა ნაგებობა, რომელიც ხშირად გარშემოსავლელის გარეშე იყო. აგებენ ერთგუმბათიან ტაძრებსაც (კიევ-პეჩერის მონასტრის მიძინების ტაძარი, 1073-1078, დაინგრა 1941). XII საუკუნის დასაწყისში ნოვგოროდის ტაძრები სამ- ან ხუთგუმბათიანია. ამ ხანების რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია იურის მონასტრის ტაძარი (ხუროთმოძღვარი პეტრე). XII საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა ფერწერის სტილიც. ბიზანტიელ და ძველ რუს მხატვართა ფრესკებსა და მოზაიკაში გაჩნდა უფრო თავისუფალი კომპოზიცია, ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებაში გამოჩნდა ინდივიდუალური ხასიათი. ამავე დროს ფრესკულ ფერწერაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაიზარდა ადგილობრივ ოსტატთა როლი (სოფიოს ტაძრის სანათლავისა და კირილეს მონასტრის ტაძრის მოხატულობა — ორივე კიევში, XII საუკუნე).
 
ფეოდალური დაქუცმაცულობის პერიოდში კიევის რუსეთის კულტურის შემდგომმა განვითარებამ ძველ რუსეთის სამთავროებში გადაინაცვლა. იქმნებოდა ადგილობრივი ხუროთმოძღვრული კერები (ვლადიმირ-სუზდალის, ნოვგოროდისა და სხვა). კიევის რუსეთის ხელოვნური მიღწევები შემდეგში საფუძვლად დაედო რუს, უკრაინელ და ბელარუს ხალხების ხელოვნებას. მრავალფეროვანი იყო მუსიკალური კულტურა (სამხედრო-საცერემონიო, ინსტრუმენტული, სასიმღერო და ა. შ.).
ხაზი 34:
X-XII საუკუნეებში სამი უდიდესი მართლმადიდებლური სახელმწიფოს — ბიზანტიის, კიევის რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას ცხოველი ხასიათი ჰქონდა. რუსული წყაროების მიხედვით, კიევის დიდმა მთავარმა [[იზიასლავი|იზიასლავმა]] ცოლად შეირთო (1154) „აფხაზთა“ (ქართველთა) მეფის ასული. ქართულ ისტოგრაფიაში, არაპირდაპირ წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქმულია საკმაოდ დამაჯერებელი ვარაუდი, რომ [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] საქართველოში [[ყივჩაყები]] გადმოასახლა [[ვლადიმირ მონომახი|ვლადიმირ მონომარხთან]] დიპლომატიური მოლაპარაკების შედეგად.
 
კიევის რუსეთისა და საქართველოს[[საქართველო]]ს შორის დადასტურებულია კულტურული ურთიერთობის ფაქტებიც. კერძოდ, კიევის რუსეთის ეკლესიების ([[კიევის ლავრა]], ნოვგოროდისა და ვლადიმირის ტაძრები და სხვა) ფერწერითა და მოზაიკით შემკობაში მონაწილეობდნენ ქართველი მხატვრები.
 
== კიევის რუსეთის მმართველები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიევის_რუსეთი“-დან