ართურ ჯეიმზ ბალფური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Gws balfour 02.jpg|მინი| ართურ ჯეიმზ ბალფური]]
'''ართურ ჯეიმზ ბალფური''' ({{lang-en|Arthur Balfour}}; დ. [[25 ივლისი]], [[1848]], [[უიტინჯემი |უიტინჯემი]] — გ. [[19 მარტი]], [[1930]], [[ფიშერ-ჰილი]], [[სარი (საგრაფო)|სარის საგრაფო]]) — [[ინგლისელები|ინგლისელი]] სახელმწიფო მოღვაწე. [[1874]] წლიდან [[პარლამენტი |პარლამენტის]] წევრი. [[კონსერვატიული პარტია (გაერთიანებული სამეფო)|კონსერვატიული პარტიის]] ერთ-ერთი ლიდერი. ლორდი [[1922]] წლიდან, [[1887]]-[[1891]] წლებში [[ირლანდია|ირლანდიის]] საქმეთა მინისტრი. ატარებდა ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიების პოლიტიკას. 1891-1892 წლებსა და 1895-1902 წლებში ფინანსთა მინისტრი, 1902-1905 წლებში პრემიერ-მინისტრი. 1904 წელს საფრანგეთიდან დადო შეთანხმება, რომელიც ანტანტის საფუძველი გახდა. 1915-1916 წლებში იყო საზღვაო მინისტრი, 1916-1919 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. 1918 წლის მარტიდან აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოური ინტერვენციის მოწყობაში. მისი ე. წ. „ბალფურის დეკლარაცია“ (1917 წლის ნოემბერი) პალესტინაში ებრაული „ეროვნული კერის“ შექმნის შესახებ გამოხატავდა ბრიტანეთის იმპერიალიზმის მისწრაფებას შეენარჩუნებინა ბატონობა ახლო აღმოსავლეთში. ბალფურმა, როგორც ინგლისელმა დელეგატმა, მონაწილეობა მიიღო ვერსალის საზავო ხელშეკრულების (1919) შემუშავებაში. 1912-1922 წლებში იგი მეთაურობდა ინგლისის დელეგაციას ვაშინგტონის კონფერენციაზე.
 
==ლიტერატურა==