რეი რიარდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
უელსელმა მსოფლიო ჩემპიონის წოდების დაბრუნება [[მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1978|1978]] წელს მოახერხა, როდესაც მიიღო მეექვსე ტიტული [[პერი მენსი]]ს დამარცხებით, ანგარიშით 25:18. ოდნავ გვიან მან მეორედ მოიგო Pot Black Cup, მოიგო საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრესიჟული ტურნირი [[გრან პრი (სნუკერი)|Professional Players]] (გრან-პრი) და გამარჯვებას მიაღწია უელსის ჩემპიონატზე 1981 და 1983 წლებში. პირველ ადგილს რეიტინგში რეი ინარჩუნებდა 1980/81 წლების სეზონამდე, სანამ საბოლოოდ წინ არ გაუშვა [[კანადა|კანადელი]] [[კლიფ ტორბურნი]]. თუმცა, უკვე შემდეგ წელს რეი ისევ პირველი გახდა რეიტინგში, მსოფლიო პირველობის მერვე ფინალის წყალობით. რიარდონი რომ ცოტათი ახალგაზრდა ყოფილიყო, ის, შესაძლოა, შვიდგზის ჩემპიონობასაც შეძლებდა, მაგრამ 50 წლის ასაკში რთულია ისეთ ძლიერ სნუკერისტთან თამაში, როგორიცაა ალექს ჰიგინსი, თანაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. ამიტომაც ჰიგინსმა გაიმარჯვა ამ მატჩში 18:15.
 
[[1983]] წელს ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მოიგო პროფესიონალური ტირული: მაშინ, [[British Open|Yamaha Organs International Masters]]-ის ფინალში მან დაამარცხა [[ჯიმი უაითი]], 9:6.<ref>[http://www.cajt.pwp.blueyonder.co.uk/Records.html Chris Turner’s SNOOKER ARCHIVE:Various Snooker Records]</ref>
 
სირთულეები თამაშში რიარდონს [[1982]] წელს გაუჩნდა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. მას მხედველობა დაუქვეითდა და თავისი კარიერის ბოლო წლებში ატარებდა სათვალეებს „[[დენის ტეილორი]] სტილში“. მიუხედავად ამისა, მან თავისი უკანასკნელი ფინალი ითამაშა [[1982]] წელს [[გუნდური ჩემპიონატი სნუკერში|World Doubles]]-ში და [[ტონი ჯონსი|ტონი ჯონსთან]] ერთად დამარცხდა [[სტივ დევისი|სტივ დევისსა]] და [[ტონი მეო]]სთან, 5:12. იმავე წელს უელსელი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, თუმცა იქაც დამარცხდა დევისთან ანგარიშით 5:16.<ref>[http://www.global-snooker.com/professional-snooker-tournaments-archive-world-championship-1985.asp World Championship 1985]</ref>
 
== მიღწევები კარიერაში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეი_რიარდონი“-დან