ტიპუ სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
 
== ბიოგრაფია ==
ტიპუს ბავშვობაში მამამ [[ჰაიდარ ალი|ჰაიდარ ალიმ]] ხელში ჩაიგო [[მაისურის სამეფო]]ს მმართველობა. მამის სიკვდილის შემდეგ ის გახდა სამეფოს მმართველი. მმართველობასთან ერთად, ტიპუ იყო სწავლული, მხედართმთავარი და პოეტი. იგი სარწმუნოებით მუსლიმი იყო, ხოლო მისი ქვეშევრდომების უმრავლესობა [[ინდუსი]]. ფრანგების თხოვნით, მან ააგო, აგრეთვე, პირველი ქრისტიანული ტაძარი [[მაისურის სამეფო]]ში. იცოდა რამდენიმე ენა. ტიპუ სულთანს მიაკუთვნებენ ქვეყნის გასაძლერებლად მთელი რიგი ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმების გატარებას [[მაისურის სამეფო]]ში.ტიპუმ რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ანგლო–მაისურის ომებში ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ და მამის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, აიძულა ინგლისელები 1784 წელს ხელი მოეწერათ [[მანგალორე]]ს ხელშეკრულებისათვის.
 
ის აქტიურად ეწეოდა თავისი მეზობლების წინააღმდეგ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას. სასტიკად ახშობდა აჯანყებებს სამეფოს ფარგლებში, რაც მთელი ერების დეპორტირებითა და ციხეში ჩასმითაც კი მთავრდებოდა. ტიპუ ინგლისელთა შეურიგებელ მტრად რჩებოდა. 1789 წლისათვის იგი დამარცხდა ანგლო–მაისურის მესამე ომში და იძულებული გახდა ხელი მოეწერა დამამცირებელი ზავისთვის. დაკარგა რა ადრე მოპოვებული ტერიტორიების ნაწილი, კერძოდ, მალაბარი და მანგალორე, მან ინგლისელთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნა შესთავაზა ოსმალეთის იმპერიას და ფრანგებსაც კი. ანგლო-მაისურის მეოთხე ომის დროს ტიპუ სულთანის წინააღმდეგ გაერთიანდა [[ოსტ-ინდოეთის კომპანია]] და [[ჰაიდარაბადი]]ს ნიზამი. ტიპუ სულთანი მოკლულ იქნა ბრძოლაში [[სერინგაპატამი]]ს ციხის დაცვისას 1799 წლის 4 მაისს.
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიპუ_სულთანი“-დან