რეი რიარდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
 
[[1975]] წელს, როდესაც პირველობა ტარდებოდა [[ავსტრალია]]ში, რიარდონს უკვე პირველ რაუნდშივე ელოდებოდა მძიმე მატჩი ჯონ სპენსერთან, რომელსაც უელსელმა მაინც მოუგო 19:17. შემდეგ მან დიდი გაჭირვების გარეშე მოუგო [[ალექს ჰიგინსი|ალექს ჰიგინსს]], 19:14, და, საბოლოოდ, ფინალში შეხვდა ედი ჩარლტონს. მატჩში 31 მოგებამდე რეი მარცხდებოდა 23:29, მაგრამ რეიმ ზედიზედ 7 ფრეიმი მოიგო. შემდეგ ჩარლტონმა 30-ე ფრეიმი აიღო და შანსები გაათანაბრა მოგებაზე, მაგრამ რიარდონმა გადამწყვეტ ფრეიმში გაიმარჯვა და ტიტული დაიცვა. მალევე უელსელი გახდა პრესტიჟულ ტურნირ [[მასტერსი (სნუკერი)|მასტერსის]] ფინალისტი<ref>[http://news.bbc.co.uk/sport2/hi/other_sports/snooker/benson_and_hedges_masters_2002/1764505.stm Masters milestones]</ref>.
 
შემდეგ წელს რეი რიარდონმა მოიგო ზედიზედ სამი პროფესიონალური ტურნირი, რაც მანამდე არავის ჰქონდა განაკეთები. მან ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში ალექს ჰიგინსის დამარცხებით, და კვლავ გახდა მასტერსის გამარჯვებული; აგრეთვე უელსელმა მოიგო არარეიტინგული ტურნირი [[Pontins Professional]]. ეს შესანიშნავი შედეგი იყო, რადგან იმ დროისთვის წელიწადში სულ 3-4 პროფესიონალური ტურნირი ტარდებოდა.
 
== მიღწევები კარიერაში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეი_რიარდონი“-დან