რეი რიარდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 36:
 
თუმცა მან ვერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის დაცვა შემდეგ წელს და მეოთხედფინალში 15:34 დამარცხდა სპენსერთან. წარუმატებელი აღმოჩნდა შემდეგი ჩემპიონატიც, როდესაც უელსელმა პირველ წრეზე უეცრად წააგო [[რექს უილიამსი|რექს უილიამსთან]]. მხოლოდ [[1973]] წელს მან დაიბრუნა მთავარი ჯილდო. რეიმ დაამარცხა ავსტრალიელი [[ედი ჩარლტონი]] ანგარიშით 38:32, მაგრამ ტურნირის მატჩი გახდა ნახევარფინალი რიარდონსა და სპენსერს შორის, რომელიც დასრულდა 23:22 უელსელის სასარგებლოდ. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ფიალში ინგლისელი [[გრემ მაილსი]] დაამარცხა, რეი მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი გახდა
 
[[1975]] წელს, როდესაც პირველობა ტარდებოდა [[ავსტრალია]]ში, რიარდონს უკვე პირველ რაუნდშივე ელოდებოდა მძიმე მატჩი ჯონ სპენსერთან, რომელსაც უელსელმა მაინც მოუგო 19:17. შემდეგ მან დიდი გაჭირვების გარეშე მოუგო [[ალექს ჰიგინსი|ალექს ჰიგინსს]], 19:14, და, საბოლოოდ, ფინალში შეხვდა ედი ჩარლტონს. მატჩში 31 მოგებამდე რეი მარცხდებოდა 23:29, მაგრამ რეიმ ზედიზედ 7 ფრეიმი მოიგო. შემდეგ ჩარლტონმა 30-ე ფრეიმი აიღო და შანსები გაათანაბრა მოგებაზე, მაგრამ რიარდონმა გადამწყვეტ ფრეიმში გაიმარჯვა და ტიტული დაიცვა. მალევე უელსელი გახდა პრესტიჟულ ტურნირ [[მასტერსი (სნუკერი)|მასტერსის]] ფინალისტი<ref>[http://news.bbc.co.uk/sport2/hi/other_sports/snooker/benson_and_hedges_masters_2002/1764505.stm Masters milestones]</ref>.
 
== მიღწევები კარიერაში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეი_რიარდონი“-დან