კოლუმბიის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 61 interwiki links, now provided by Wikidata on d:q49088 (translate me)
No edit summary
ხაზი 17:
}}
 
'''კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში''' ([[ინგლ.]] Columbia University in the City of New York, საზოგადოდ ცნობილი, როგორც '''კოლუმბიის უნივერსიტეტი''' ან მოკლედ '''კოლუმბია''') კერძო უნივერსიტეტია [[აშშ]]-ში და [[აივი ლიგა|აივი ლიგის]] წევრი. კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია [[ნიუ-იორკი (შტატი)|ნიუ-იორკის შტატში]], სიძველით მეხუთეა აშშ-ში<ref>{{cite web |url= http://c250.columbia.edu/c250_celebrates/shaping_the_world/index.html |title= The Course of History |publisher=Columbia University |year=2004 |accessdate=2004-11-22}}</ref> და ერთ-ერთია ქვეყნის ცხრა კოლონიურ კოლეჯთაგან, რომლებიც [[ამერიკის რევოლუცია]]მდე დაარსდა. კოლუმბიის მთავარი კამპუსი [[ნიუ-იორკი]]ს [[მორნინგსაიდ ჰაიტსი]]ს უბანში მდებარეობს [[ზემო მანჰეტენი|ზემო მანჰეტენზე]], [[ჰარლემი|ჰარლემთან]]. ის [[1754]] წელს დაფუძნდა, როგორც "King's College" (მეფის კოლეჯი), [[ბრიტანეთი]]ს მეფე [[ჯორჯ II]]-ის ქარტიით და ერთ-ერთია სამ აშშ-ის უნივერსიტეტთაგან, რომლებიც ამგვარად დაარსდა. [[ამერიკის რევოლუციური ომი]]ს შემდეგ კოლუმბია [[1784]]-87[[1787]] წლებში საშტატო დაქვემდებარებაში იყო. ამჟამად უნივერსიტეტი [[1787]] წლის ქარტიით ფუნქციონირებს, რომლის მიხედვით მას კერძო რწმუნებულთა საბჭო განაგებს.
 
კოლუმბია ყოველწლიურად ადმინისტრირებს ამერიკის სალიტერატურო ჯილდოს, [[პულიცერის პრემია]]ს, და ის ასევე [[ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაცია|ამერიკის უნივერსიტეტების ასოციაციის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ლაურეატთა მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი (კურსდამთავრებულთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩათვლით). კოლუმბიის შემოწირულობათა ფონდი და წლიური კვლევის ხარჯები ერთ-ერთი უმსხვილესია ამერიკის უნივერსიტეტთა შორის.<ref>{{cite web|url= http://mup.asu.edu/research_data.html |title=Research- The Center for Measuring University Performance |publisher=Mup.asu.edu |date= |accessdate=2010-02-22}}</ref> 2008 წელს უნივერსიტეტი რანგით მესამე იყო აშშ-ის უნივერსიტეტთა შორის ფონდების მოზიდვის მაჩვენებლით, რამაც დაახლოებით $495 მილიონი შეადგინა კერზო შემოწირულობათა სახით.<ref>აშშ-ის კოლეჯებსა და უნივერსიტეტბში საქველმოქმედო წვლილი 2008 წელს 6,2 %-ით გაიზარდა [http://www.cae.org/content/pdf/VSE_2008_Survey_Press_Release_with_Tables.pdf]</ref> უნივერსიტეტს ამჟამად ოთხი გლობალური ცენტრი აქვს: [[ამანი]], [[იორდანია]]; [[პეკინი]], [[ჩინეთი]]; [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]; და [[მუმბაი]], [[ინდოეთი]].
ხაზი 32:
 
[[ფაილი:Low Memorial Library Columbia University NYC.jpg|thumb|200px|left|[[ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა]]]]
კამპუსზე ახალი შენობები და ნაგებობები, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, ხანგრძლივი საზოგადოებრივი დებატების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით არის აგებული. საზოგადოება ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაკკიმ, მიდ ენდ უაიტის ორიგინალური გეგმისგან გადახვევის მცდელობებზე, რაც ხშირად მოქალაქეთა აქტიურ პროტესტში იზრდებოდა. ასე იყო 1960-იან წლებში იურის ჰოლისა და ყველაზე ბოლოს [[ალფრედ ლერნერ ჰოლი]]ს [[დეკონსტრუქტივიზმი|დეკონსტრუქტივისტული]] კონსტრუქციის მშენებლობისას, რომელიც [[1998]] წელს დასრულდა და იმ პერიოდის კოლუმბიის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის, [[ბერნარდ ჩუმი]]ს დაპროექტებულია. მსგავსი წინააღმდეგობა შეხვდა კოლუმბიის [[მანჰატენვილი]]ს ექსპანსიის პროექტსაც.
 
[[ფაილი:Columbia_College_Walk.jpg|thumb|200px|"კოლეჯ უოლკი" შემაერთებელი ბილიკია [[ბროდვეი (ნიუ-იორკი)|ბროდვეისა]] და ამსტერდამ ავენიუს შორის.]]
ხაზი 57:
 
== ისტორია ==
კოლუმბია უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ნიუ-იორკის შტატში. დაარსებული და ქარტიამინიჭებული 1754 წელს როგორც კინგს კოლეჯი, კოლუმბია დაარსების თარიღით მეექვსია, ხოლო ქარტიის მინიჭების თარიღით კი სიძველით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ კინგს კოლეჯს კოლუმბიის კოლეჯი დაარქვეს [[1784]] წელს, ხოლო 1896 წელს ის უკვე კოლუმბიის უნივერსიტეტი გახდა. დროთა განმავლობაში კოლუმბია გაიზარდა და ამჟამად ოც სკოლასა და ასოცირებულ ინსტიტუტს მოიცავს.
 
=== კინგს კოლეჯი: 1754-76 ===
 
ნიუ-იორკში კოლეჯის დაარსების შესახებ განხილვა [[1704]] წლიდან დაიწყო, თუმცა სერიოზულად ამაზე 1750-აინ წლებამდე არ უფიქრიათ, როცა იელის ადგილობრივი კურსდამთავრებულები და სამების ეკლესიის (იმჟამად ინგლისის ეკლესია, ამჟამად ეპისკოპალური) წევრები შეაშფოთა ნიუ-ჯერსის კოლეჯის დაარსებამ (ამჟამად [[პრინსტონის უნივერსიტეტი]]); იმიტომ, რომ ის ევანგელისტი "დიდი გამოფხიზლების" ზეგავლენით "ახალი სინათლის" პრესბიტერიანელებმა დააფუძნეს და ასევე იმიტომ, რომ ის მდ. ჰუძონის გადაღმა პროვინციაში მდებარეობდა, და ასევე იმიტომაც, რომ ეს ნიუ-იორკს კულტურულად და ინტელექტუალურად ჩამორჩენილი ქალაქის იმიჯს შეუქმნიდა. სწორედ ამიტომ მათ დააარსეს საკუთარი "მოპაექრე" დაწესებულება "კინგის კოლეჯი" და პირველ პრეზიდენტად [[სემუელ ჯონსონი]] აირჩიეს. კლასები [[1754]] წლის [[17 ივლისი|17 ივლისს]] დაიწყო და ერთადერთი მასწავლებელი ჯონსონი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 1754 წლის 31 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის მეფე [[ჯორჯ II]]-მ კოლეჯს ოფიციალურად გადასცა სამეფო ქარტია. 1760 წელს კინგის კოლეჯი გადავიდა ახალ შენობაში პარკ პლეისში, დღევანდელი მერიის შენობის შორიახლოს, და [[1767]] წელს ის პირველი ამერიკული სამედიცინო სკოლა გახდა, რომელმაც მედიცინის დოქტორის ხარისხი გასცა.
 
[[ფაილი:Johnson2.JPG|thumb|left|სემუელ ჯონსონი, კოლეჯის პირველი პრეზიდენტი]]
ნიუ-იორკში ახალი კოლეჯის დაარსებას საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა, ვინაიდან იგი სრულიად ინგლისის ეკლესიის დაწესებულება იყო, რომელსაც სამეფო გვირგვინის ოფიციალური პირები მფარველობდნენ, მათ შორის კენტერბერის არქიეპისკოპოსი და პლანტაციებისა და კოლონიების სამეფო მდივანი. თუმცა იმის შიში, რომ კინგის კოლეჯის მეშვეობით ამერიკაში ინგლისური საეპისკოპოსა და გვირგვინის გავლენა დამყარდებოდა მიიჩქმალა მისი უსაზღვრო სიმდიდრით, რომელიც ბევრად აღემატებოდა ყველა სხვა კოლონიური კოლეჯისას ამ პერიოდში.
 
[[ამერიკის რევოლუცია]] და შემდგომი ომი კატასტროფული აღმოჩნდა კინგის კოლეჯისთვის. [[1776]] წელს სწავლება შეწყდა რვა წლით: ამ წლის გაზაფხულზე კონტინენტური არმიის მოსვლასთან ერთად და გრძელდებოდა ქ. ნიუ-იორკის ბრიტანელთა ჯარების ოკუპაციის პერიოდში მათ [[1783]] წელს წასვლამდე. კოლეჯის ბიბლიოთეკა გაიძარცვა, ხოლო მიის ერთადერთი შენობა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას ასრულებდა ჯერ ამერიკელთა, შემდეგ კი ბრიტანეთლა ჯარებისთვის. ამასთან, ომის შემდეგ კოლეჯის მრავალი კურსდამთავრებული [[კანადა]]ში ან დიდ ბრიტანეთში გაიქცა, რითაც სათუო გახდა კოლეჯის მომავალი მართვისა და დაფინანსების საკითხი.
 
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი თორისტების ბასტიონად ითვლებოდა, მან შეძლო აღეზარდა რევოლუციური თაობის მრავალი წამყვანი ლიდერი - ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს კოლეჯის აღორძინებაში. კინგს კოლჯის ადრეულ სტუდენტთა შორის იყვნენ: ჯონ ჯეი, რომელიც პარიზის ტრაქტატის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, რომლითაც რევოლუციური ომი დასრულდა, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის პირველი იუსტიციის მინისტრი (Chief Justice) გახდა; ალექსანდერ ჰამილტონი, გენერალ ჯორჯ ვაშინგტონის სამხედრო ატაშე, ფედერალისტური წერილების უმრავლესობის ავტორი და ხაზინის პირველი მდივანი; გუვერნერ მორისი, აშშ-ის კონსტიტუციის ბოლო ვარიანტის ავტორი; და რობერტ ლივინგსტონი, ხუთკაციანი კომიტეტის წევრი, რომელმაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაწერა.
 
კინგს კოლეჯის ყველაზე განთქმული ალუმი უდაოდ ალექსანდერ ჰამილტონია. ჰამილტონის პირველი შეხება სამხედრო საქმეთან [[1775]] წლის ზაფხულში სტუდენტობის დროს იყო, ბოსტონთან ბრძოლის დაწყების შემდეგ. ნიკოლას ფიშთან, რობერტ ტრუპთან და კინგსის სხვა სტედენტთა ჯგუფთან ერთად ის მოხალისედ შეუერთდა შეიარაღებული მილიციის კომპანიას, რომელსაც "მუხის გული" (Hearts of Oak) ერქვა, სადაც ჰამილტონმა ლეიტენანტის რანგი მიიღო. ჯგუფს გამორჩეული უნიფორმა ჰქონდა, რომელსაც კეპზე ამშვენებდა წარწერა "თავისუფლება ან სიკვდილი" და ყოფილი ბრიტანეთის ოფიცრის მეთაურობით სენტ პოლის კაპელის სასაფლაოს მორიგეობდა. [[1775]] წლის აგვისტოში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის "აზია" ცეცხლის ქვეშ მუხის გულები (ასევე "კორსიკელები") წარმატებით ახერხებენ მოწინააღმდეგეებისგან ტყვიამფქვრევის წართმევას, რის შემდეგაც არტილერიული ნაწილი ხდებიან. ირონიულია, რომ [[1776]] წელს კაპიტანი ჰამილტონი მონაწილეობდა ბრძოლაში ჰარლემ ჰაიტსზე, რომელიც სწორედ იმ ადგილას გაიმართა სადაც ერთი საუკუნის შემდეგ მისი ალმა მატერი დაიდებს ბინას.
 
=== ადრეული კოლუმბიის კოლეჯი: 1784-1857 ===
ხაზი 78:
1784 წელს სკოლა ხელახლა გაიხსნა როგორც "კოლუმბიის კოლეჯი" — რომანტიულად პატრიოტული სახელი, რომელიც ახალი რესპუბლიკისადმი ლოიალურობას უსვამდა ხაზს. თუმცა ეს გახსნა ისე განხორციელდა, რომ კოლუმბიის კოლეჯი განსხვავებული უნდა ყოფილიყო როგორც ხასიათით ისე სახელითაც. ახალ ქარტიაში კოლეჯის ყოფილი ინგლისის ეკლესიასთან ასოციაცია არ ფიგურირებდა. მისი მმართველობა რეგენტთა საბჭოს უნდა ჩაბარებოდა, რომლებიც ნიუ-იორკის შტატის ყველა საგრაფოს წარმოადგენდნენ, ხოლო გუბერნატორი კლინტონი კი კანცლერი იქნებოდა. როგორც შტატის ქონება შტატის კონტროლს ქვეშ, კოლუმბია უნდა გამხდარიყო მთელი შტატის საზოგადოებრივი განათლების სისტემის ბაზისი.
 
ვინაიდან შტატმა ამ დაწესებულების დაფინანსებით დიდად თავი არ შეიწუხა, ამგვარი გარიგება ორივე მხარისთვის სწრაფად მიუღებელი ხდებოდა. რეგენტთა ექსპანსიამ 20 ახალი ნიუ-იორკის მოქალაქით ჰამილტონსა და ჯეის უპირატესობა მისცა და ისინი, ნიუ-იორკის მერ ჯეიმს დუეინთან ერთად, კოლეჯის პრივატიზაციას აწვებოდნენ. [[1787]] წელს კოლეჯის ახალი ქარტია მიიღეს, რომელიც დღემდე ძალაშია, და რომელმაც კერძო რწმუნებულთა საბჭოს უფლებამოსილება მიანიჭა. სემუელ ჯონსონის ვაჟი, უილიამ სემუელ ჯონსონი მისი პრეზიდენტი გახდა.
 
1790-იან წლებში ნიუ-იორკის ფედერალური და შტატის დედაქალაქად გამოცხადების პერიოდში განახლებული კოლუმბია ყვაოდა ფედერალისტი ჰამილტონისა და ჯეის ხელმძღვანელობის ქვეშ. 1790 წელს სემესტრის გახსნას [[ჯორჯ ვაშინგტონი]] დაესწრო. იმავე წლიდან გაღვივდა ინტერესი იურიდიულ განათლებაში პროფესორ ჯეიმს კენტის ხელმძღვანელობით. შტატისა და ქვეყნის ჯეფერსონის ერაში შესვლასთან ერთად კოლეჯის იღბალმა ნელ-ნელა უკუღმა შებრუნება დაიწყო. უმთავრესი სირთულე დაფინანსება იყო; კოლეჯი, რომელიც უკვე ნაკლებ ფულს იღებდა შტატიდან პრივატიზაციის გამო, სულ უფრო ღრმა ფინანსურ კრიზისში ვარდებოდა მოქიშპე პოლიტიკოსთან ძალაუფლებაში მოსვლის გამო და ასევე ახალი აპსტეიტის კოლეჯები ჰამილტონი და იუნიონი უფრო ეფექტურად ახერხებდნენ სუბსიდიების მიღებას. ის რაც კოლუმბიას შეხვდა იყო [[მანჰეტენი]]ს უძრავი ქონება, რაც მხოლოდ მოგვიანებით გახდა მომგებიანი.
 
კოლუმბიის რეპუტაცია ძირს ვარდებოდა მე-19[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში. იურიდიული ფაკულტეტის წარუმატებლობის გამო [[1807]] წელს სამედიცინო ფაკულტეტი სკოლას გამოეყო და მედიკოსთა და ქირურგთა დამოუკიდებელ კოლეჯს შეუერთდა. წინააღმდეგობამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის პიკს მიაღწია [[1811]] წლის "ჯანყიანი გახსნისას", როდესაც სტუდენტებმა აურზაური მოაწყვეს მმართველობის გადაწყვეტილების გამო ხარისხი არ მიენიჭებინა ჯონ სტივენსონისთვის, რომელმაც მის სიტყვაში წინააღმდეგობრივი ფრაზები შეიტანა.
 
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯმა საბოლოოდ შეძლო სტრუქტურული სიტლანქის გამო მისი სამარცხვინო რეპუტაციის შეფერთხვა კოლეჯ ჰოლისთვის რამდენიმე ფრთის დამატებით იმჟამად მოდურ ბერძნული აღორძინების სტილში, ამ მცდელობამ ვერ შეძლო კოლუმბიის ხანგრძლივი დაღმასვლის პროცესის შეჩერება და ის მალე დაჩრდილა 1854 წლის გიბსის საქმემ, რომელშიც განთქმულ ქიმიის პროფესორ ოლივერ ვოლკოტ გიბსს კოლეჯში, რომელიც მან დაამთავრა, პროფესორის სტატუსი არ მისცეს, მისი უნიტარული ასოციაციის გამო. ეს შემთხვევა ბევრისთვის ამ ორგანიზაციის ვიწრო მფოსლმხედველობას მიანიშნებდა. [[1854]] წლის ივლისში [[ბოსტონი]]ს "ქრისჩიან ეგზემაინერი" სტატიაში "ბოლოდროინდელი სიძნელეები კოლუმბიის კოლეჯში", აღნიშავდა, რომ სკოლა "ძლიერი იყო კლასიკაში", თუმცა "სუსტი მეცნიერებაში" და "ძალიან ცოტა გამორჩეული კურსდამთავრებული ჰყავდა".
 
=== ექსპანსია და გადასვლა მედისონ ავენიუზე ===
[[ფაილი:Columbia law madison.gif|thumb|left|200px|გოტიკური აღორძინების სტილის იურფაკის შენობა]]
[[1857]] წელს კოლეჯი პარკ პლეისიდან [[გოთური არქიტექტურა|გოთური]] აღორძინების სტილის კამპუსზე გადავიდა 49-ე ქუჩასა და მედისონ ავენიუზე, სადაც ის მომდევნო 50 წელს დარჩა. ეს გადასვლა დაემთხვა კოლეჯის ახალ გარდასახვას; იმ წლის დასაწყისში კოლეჯის პრეზიდენტმა ჩარლზ კინგმა კოლუმბია [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტად]] გამოაცხადა. მე-19 საუკუნის ბოლო ნახევარი პრეზიდენტ ფ. ბარნარდის ხელმძღვანელობით ორგანიზაცია სწრაფად იძენს ნამდვილი თანამედროვე უნივერსიტეტის სახელს. კოლუმბიის იურიდიული სკოლა [[1858]] წელს დაარსდა, ხოლო 1864 წელს ნაღმების სკოლა, რაც პირველი ასეთი სახის დაწესებულება იყო და წინამორბედი გახდა დღევანდელი ფუს ფონდის საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერების სკოლის. ბარნარდის ქალთა კოლეჯი კოლუმბიის პრეზიდენტმა დააარსა 1889 წელს; კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯი უნივერსიტეტის ნაწილი გახდა 1891 წელს, მას მოჰყვა ტიჩერსის კოლეჯი [[1893]] წელს. პოსტსაბაკალავრო ფაკულტეტებმა პოლიტიკურ მეცნიერებაში, ფილოსოფიაში და წმინდა მეცნიერებაში პირველი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი გასცეს [[1875]] წელს. ეს პერიოდი გახდა მოწმე კოლუმბიის კოლეჯთაშორის სპორტში მონაწილეობის ინაუგურაციის, [[1867]] წელს [[ბეისბოლი]]ს გუნდის შექმნით, [[1870]] წელს [[ფეხბურთი]]ს გუნდის ორგანიზაციით და [[1873]] წელს ნიჩბოსანთა გუნდის ჩამოყალიბებით. კოლუმბიის პირველი კოლეჯთაშორისი საფეხბურთო მატჩი რატგერსთან ჩატარდა ანგარიშით 6-3 (წაგება). გაზეთი "Columbia Daily Spectator" ამავე პერიოდში იწყებს გამოცემას ([[1877]]).
 
=== მორნინგსაიდ ჰაიტსი ===
ხაზი 94:
1896 წელს უნივერსიტეტის რწმუნებულებმა ახალი სახელის "კოლუმბიის უნივერსიტეტი" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცეს და ამჟამად ეს დაწესებულება ოფიციალურად ცნობილია როგორც "Columbia University in the City of New York" (კოლუმბიის უნივერსიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში). ამასთან, საინჟინრო ფაკულტეტს დაარქვეს "School of Mines, Engineering and Chemistry" (მაღაროების, ინჟინერიისა და ქიმიის სკოლა). ამ პერიოდში უნივერსიტეტის პრეზიდენტი სეთ ლოუს გადაწყვეტილებით კამპუსი ისევ გადაიტანეს, ამჯერად 49-ე ქუჩიდან მის თანამედროვე ადგილსამყოფელზე, რომელიც გაცილებით ვრცელი (და იმ პერიოდში უფრო სოფლის ტიპის) კამპუსი იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი [[მორნინგსაიდ ჰაიტსი]]ს უბანში. ამ ადგილას უნივერისტეტის გადმოსვლამდე ბლუმინგდეილის ფსიქიურად ავადმყოფთა თავშესაფარი მდებარეობდა. თავშესაფრის ერთ-ერთი შენობა, ზედამხედველთა კოტეჯი (ამჟამად ცნობილი როგორც ბუელის ჰოლი), დღესაც არსებობს.
 
შენობა, რომელსაც ხშირად უნივერსიტეტის ემბლების სახით გამოსახავენ, არის მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსის ცენტრში — ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა. [[1895]] წელს აგებულ შენობას დღესაც ლოუს ბიბლიოთეკას უწოდებენ, თუმცა მან ამ დანიშნულებით ფუნქციონირება შეწყვიტა [[1934]] წელს. მასში ამჟამად განლაგებულია პრეზიდენტისა და პროვოსტის ოფისები, დამთვალიერებელთა ცენტრი, წრმუნებულთა დარბაზი და კოლუმბიის უსაფრთხოების განყოფილება. პართენონისა და პანთეონის მაგალითზე აგებულ შენობას უდიდესი გრანიტით ნაგები გუმბათი აქვს აშშ-ში.<ref>{{cite web|date=2002-07-30 | url = http://www.gs.columbia.edu/kevinmap/lowmemorial.htm | title = Low Memorial Library | accessdate = 2006-08-10}}</ref>
 
[[ფაილი:Columbia low plaza 3old.jpg|thumb|left|[[ლოუს მემორიალური ბიბლიოთეკა|კიბეები ლოუს ბიბლიოთეკის წინ]], დაახ. 1900 ]]
ხაზი 100:
ლოუს შემდეგი პრეზიდენტი [[ნიკოლას მიურეი ბატლერი]]ს ხელმძღვანელობით კოლუმბია სწრაფად გახდა ქვეყნის წამყვანი კვლევითი დაწესებულება. მის მიერ დანერგილი "მულტივერსტიტეტის" მოდელს შემდგომში მრავალი უნივერსიტეტი ნერგავს. მორნინგსაიდ ჰაიტსის კამპუსზე კოლუმბიამ თავი მოუყარა კოლეჯს, იურიდიულ ფაკულტეტს, სამაგისტრო ფაკულტეტებს, მაღაროების სკოლას (მოგვიანებით საინჟინრო ფაკულტეტი) და ექიმთა და ქირურგთა კოლეჯს. ბატლერს კოლუმბიის პრეზიდენტის პოსტი ოთხ ათწლეულს ეკავა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ნობელის ლაურეატი). მისი დანერგილია მრავალი ინოვაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პრაქტიკაში, მათ შორის ცენტრალიზებული აკადემიური ურთიერთობები, რეგისტრარების, დეკანების, პროვოსტებისა და მდივნების პირდაპირი დანიშვნა, ასევე პროფესიონალიზებული საუნივერსიტეტო ბიუროკრატიის ჩამოყალიბება, რასაც იმ პერიოდის უნივერსიტეტებში პრეცენდენტი არ მოეპოვებოდა.
 
[[1893]] წელს დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტამბა "ეკონომიკური, ისტორიული, ლიტერატურული, სამეცნიერო და სხვა დარგების შესწავლის წახალისებისთვის; და ამ დარგებში ორიგინალური კვლევების მომცველი სამეცნიერო ნამუშევრების პუბლიკაციების წასახალისებლად." სტამბის პუბლიკაციათა შორისაა "კოლუმბიის ენციკლოპედია" ([[1935]]).
 
=== მანჰატენუილის კამპუსის ექსპანსია ===