სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
188.169.166.254-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 8:
 
== მოსახლეობა ==
[[1979]] წლის აღწერით სამხრ. ოსეთში მუდმივი მცხოვრები იყო 98 000 კაცი. ძირითად მოსახლეობას [[ოსები]] შეადგენდნენ, მათ გარდა ცხოვრობდნენ [[ქართველები]] – 28 000 (28,8%), [[რუსები]] – 2 000 (2,1%), [[სომხები]] – 1 000 (1%), სხვა ეროვნებანი – 2 000–მდე (1,7%). სამხრ. ოსეთის აო მოსახლეობის ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1,9%–ს შეადგენდა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ზრდა შემდეგი იყო: [[1926]] წ. ოლქში ცხოვრობდა 87 700 კაცი, [[1939]] წ. – 106 100 კაცი, [[1959]] წ. – 96 800 კაცი, [[1970]] წ. – 99 400 კაცი, 1979 წ. – 97 400 კაცი.
 
მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა (რაც უმთავრესად სიკვდილიანობის შემცირებით აიხსნება) არ იყო დაბალი, იგი საერთო რესპუბლიკურ შესაბამის მაჩვენებელს უტოლდებოდა. ოსები ძირითადად ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, 70–იან წლებში მათმა რაოდენობამ სამხრეთშიც მოიმატა (უმთავრესად მოსახლეობის მექანიკური ზრდის შედეგად). ქართველები უმეტესად სამხრეთ ნაწილში სახლობდნენ. საქალაქო ცენტრებში ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, ქართველი [[ებრაელები]]. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოლქში ვითარდებოდა [[მრეწველობა]], რამაც განაპირობა რუსი და[[უკრაინელები|უკრაინელი]] მოსახლეობის გაჩენა. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე იყო 1 კმ²–ზე 25 კაცი, მაშინ როცა სიმჭიდროვე დამუშავებული ფართობის 1კმ²–ზე 280კაცს აღწევდა. ოქლის სხვადასხვა ნაწილში მოსახლეობის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. შედარებით უფრო დასახლებული და მეურნეობრივადაც უფრო ათვისებული სამხრეთ ნაწილი იყო (1 კმ²–ზე 70-80 კაცი). ნაკლებად იყო დასახლებული ჩრდილოეთ ნაწილი (ჯავის რაიონში საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²–ზე 7 კაცს არ აღემატებოდა).
ხაზი 24:
=== კონფლიქტი ===
 
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „'''საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე'''“-ო.
 
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"