ჯონ სპენსერი (სნუკერისტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
== ადრეული წლები ==
ჯონი დაიბადა [[1935]] წელს ქალაქ [[რედკლიფი|რედკლიფში]]. სნუკერის თამაში დაიწყო თხუთმეტი წლისამ, რაც საკმაოდ გვიანია ამ თამაშისთვის. მაგრამ [[1950-იანები|1950-იანებში]] ჯონი ჯარში მსახურობდა, რამაც მას თავისი ნიჭის განვითარებაში ხელი შეუშალა. მან კვლავ დაიწყო სნუკერის სერიოზული თამაში [[1964]] წელს, როდესაც მოხვდა [[ინგლისის ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის|მოყვარულთა შორის ინგლისის ჩემპიონატის]] ფინალში. შემდეგ სპენსერი სწრაფად პროგრესირებდა, შემდეგ წელს კვლავ გახდა ფინალისტი და ტურნირიც მოიგო, [[1966]] წელს. იმავე წელს ინგლისელი გაემგზავრა [[კარაჩი]]ში, რათა მიეღო მონაწილეობა [[მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის|მოყვარულთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში]], მაგრამ ფინალში დამარცხდა [[გარი ოუენი|გარი ოუენთთან]]. ამ წარმატებების შემდეგ ის პროფესიონალებში გადავიდა [[რეი რიარდონი|რეი რიარდონსა]] და ოუენთან ერთად. ამგვარად, ისინი გახდნენ [[1951]] წლის პირველი ახალი პროფესიონალი სნუკერისტები.
 
== ცხოვრება პროფესიონალური კარიერის შემდეგ ==
ახლა მას სნუკერთან აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ ის იყო წარმომადგენელი ამ თამაშის საერთაშორისო ორგანიზაცია [[WPBSA]]-სი (World Professional Billiard & Snooker Association). მაგრამ ის იქიდანაც წავიდა [[1996]] წელს.
 
სპენსერის ცხოვრება მკვეთრად გაუარესდა [[2003]] წელს, როდესაც მას აღმოუჭინეს [[ფილტვების კიბო]]. თავისი უკანასკნელი წლები ინგლისელმა [[ბოლტონი|ბოლტონში]] გაატარა. [[2005]] წელს მან დაწერა ავტობიოგრაფია, „Out of the Blue“. სპენსერი გარდაიცვალა [[2006]] წლის [[11 ივლისი|11 ივლისს]].
 
== იხილეთ აგრეთვე ==