ჯონ სპენსერი (სნუკერისტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''ჯონ სპენსერი''' ({{lang-en|John Spencer}}; დ. {{დაბადების თარიღი|1935|06|18}}, [[რედკლიფი]], [[ინგლისი]] — გ. {{გარდაცვალების თარიღი|2006|06|11}}, [[ბოლტონი]], [[ინგლისი]]) — [[ინგლისელი]] პროფესიონალი [[სნუკერი]]სტი, [[სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი]]ს სამგზის ჩემპიონი. [[რეი რიარდონი|რეი რიარდონთან]] ერთად დომინირებდა თამაშში [[1970-იანები|1970-იანი წლების]] განმავლობაში.
 
== ადრეული წლები ==
ჯონი დაიბადა [[1935]] წელს ქალაქ [[რედკლიფი|რედკლიფში]]. სნუკერის თამაში დაიწყო თხუთმეტი წლისამ, რაც საკმაოდ გვიანია ამ თამაშისთვის. მაგრამ [[1950-იანები|1950-იანებში]] ჯონი ჯარში მსახურობდა, რამაც მას თავისი ნიჭის განვითარებაში ხელი შეუშალა. მან კვლავ დაიწყო სნუკერის სერიოზული თამაში [[1964]] წელს, როდესაც მოხვდა [[ინგლისის ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის|მოყვარულთა შორის ინგლისის ჩემპიონატის]] ფინალში. შემდეგ სპენსერი სწრაფად პროგრესირებდა, შემდეგ წელს კვლავ გახდა ფინალისტი და ტურნირიც მოიგო, [[1966]] წელს. იმავე წელს ინგლისელი გაემგზავრა [[კარაჩი]]ში, რათა მიეღო მონაწილეობა [[მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში მოყვარულთა შორის|მოყვარულთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში]], მაგრამ ფინალში დამარცხდა [[გარი ოუენი|გარი ოუენთთან]]. ამ წარმატებების შემდეგ ის პროფესიონალებში გადავიდა [[რეი რიარდონი|რეი რიარდონსა]] და ოუენთან ერთად. ამგვარად, ისინი გახდნენ [[1951]] წლის პირველი ახალი პროფესიონალი სნუკერისტები.
 
== იხილეთ აგრეთვე ==