ხაზართა სახაკანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2013 წლის 28 აპრილი}}
[[ფაილი:Chasaren.jpg|250px|მინიატიურა|ხაზართა სახაკანო 650-850 წწ.]]
'''ხაზართა სახაკანო''' — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. წარმოიშვა [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] შუა წლებში ქვემო ვოლგისპირეთისა და [[ჩრდილოეთი კავკასია|ჩრდილოეთი კავკასიის]] [[აღმოსავლეთი]] ნაწილის ტერიტორიაზე. ხაზართა სახაკანოს [[დედაქალაქი]] [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] დასაწყისამდე იყო იყო [[სემენდერი]] [[დაღესტანი|დაღესტანში]], შემდეგ - [[ითილი]] ქვემო [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგაზე]]. VII საუკუნის II ნახევარში ხაზარებმა მეზობელი სახანოები და სახელმწიფოები დაიპყრეს. 735 წელს დარუბანდის გასასვლელითა და დარიალის ხეობით ხაზართა სახკანოში არაბები შეიჭრნენ და ხაკანის არმია განადგურეს. ხაკანმა და მისმა ამალამ აღიარა ისლამი, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში გავრცელდა, ხოლო ჩრდილოეთ დაღესტანში მცხოვრებმა ხაზარებმა - იუდაიზმი. ხაზართა სახაკანოში მოსახლეობა ძირიტად საქმიანობად მომტაბარე მესაქონლეობა იყო. ქვემო ვოლგის ბარში განვითარდა მიწათმოქმედება და მებაღეობა. სახაკანოს დედაქალაქი ითილი ხელოსნობისა და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მდინარე დონსა და დონეცს შუა დასახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი ალანები, რის შედეგადაც ბინადარი მოსახლეობა წარმოიშვა. დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ხელისუფლება ფაქტობრივად ადგილობრივ ხაზარ და ბულგარელ ფეოდალთა ხელში იყო. VIII საუკუნეში ხაზართა სახაკანომ ფართო კავშირი შეინარჩუნა ბიზანტიასთან, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადეს. VII-VIII საუკუნეში ხაზარებმა [[ხაზართა ლაშქრობები საქართველოში|საქართველოში ილაშქრეს]]. IX საუკუნის დასასრულს პაჭანიკებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს. ხაზართა სახაკანოზე დამოკიდებული მადიარები დუნაისკენ განდევნეს (895 წელი). სახაკანოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო ძველი რუსული სახელმწიფოს. ჯერ კიდევ IX საუკუნის დასასრულს რუსთა რაზმები გაიჭრნენ კასპიის ზღვაზე. კიევის დიდმა მტავრებმა ოლეგმა 913-914 და იგორმა 943-944 წელს დაარბიეს ხაზართა სახაკანო. 964-966 იგორის ვაჟმა [[სვიატოსლავ I|სვიატოსლავმა]] საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა სახაკანო, დაანგრია მისი დედაქალაქი ითილი და სხვა ქალაქები. შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს ხაზართა სახაკანომ არსებობა შეწყვიტა.
 
== ლიტერატურა ==