ანტონიო აბეტი: განსხვავება გადახედვებს შორის
Solunastra (განხილვა | წვლილი) |
(განსხვავება არ არის)
|
11:03, 28 აპრილი 2013-ის ვერსია
ანტონიო აბეტი (იტალ. Antonio Abetti) (19 ივნისი 1846 — 20 თებერვალი 1928) — იტალიელი ასტრონომი.
ბიოგრაფია
დაიბადა პიეტრო-დი-გორიციაში (სლოვენ. Šempeter pri Gorici). 1867 წელს მიიღო ხარისხი მათემატიკასა და საინჟინრო საქმეში პადუას უნივერსიტეტში, თუმცა მომდევნო წელს მიატოვა საინჟინრო საქმიანობა, რათა თავისი თავი მიეძღვნა ასტრონომიისადმი).
1879 წელს დაქორწინდა ჯოვანა კოლბაჩინზე. მისი ორი ვაჟიშვილიდან უმცროსი, ჯორჯო აბეტი, ასევე გახდა ასტონომი.
1868—1893 წლებში მუშაობდა ასისტენტად პადუას ობსერვატორიაში.
1894 წელს გახდა არჩეტრის ობსერვატორიის დირექტორი, რომელიც მან გახადა ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ობსერვატორიად. იყო აგრეთვე ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი.
1921 წელს გავიდა პენსიაზე, მაგრამ კვლევითი სამუშაოები არ მიუტოვებია.
სამეცნიერო მოღვაწეობა
ჯერ კიდავ პადუაში მან განახორციელა მრავალი დაკვირვება ასტეროიდებზე, კომეტებსა და ვარსკვლავთა გადაფარვებზე.
1874 წელს მონაწილეობა მიიღო ინდოეთის ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პიეტრო ტაჩინი, და რომლის მიზანიც იყო სპექტროსკოპის დახმარებით ვენერის მიერ მზის დისკოზე გავლის დაკვირვება.
ლიტერატურა
- Abetti, Giorgio (1970). «Abetti, Antonio.» In Dictionary of Scientific Biography, edited by *Charles Coulston Gillispie. Vol. 1, p. 19. New York: Charles Scribner’s Sons.
Camera, L. (1929). «Antonio Abetti.» Vierteljahresschrift der Astronomischen Gesellschaft 64: 2.
- Fowler, W. A. (1929). «Antonio Abetti.» Monthly Notices of the Royal Astronomical Society 89: 325—327.