სიურრეალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 76 interwiki links, now provided by Wikidata on d:q39427 (translate me)
No edit summary
ხაზი 6:
ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის [[აპოლინერი, გიიომ|გიიომ აპოლინერს]], რომელიც [[1918]] წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონმა]] და [[სუპო, ფილიპ|ფილიპ სუპომ]] ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. [[1919]] წელს მათ შეუერთდათ [[არაგონი, ლუი|არაგონი]] და [[ელუარი, პოლ|პოლ ელუარი]].
 
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება [[დადაიზმი]], რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ [[1922]] წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", [[1922]] წელს.
 
სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: [[ნერვალი, ჟერარ დე|ჟერარ დე ნერვალის]] ე.წ. "სუპერნატურალიზმი", [[გერმანია|გერმანული]] [[რომანტიზმი]], [[ბოდლერი, შარლ|ბოდლერის]] შემოქმედება, [[კუბიზმი]], [[რემბო, ართურ|რემბოს]] იდეები "ცხოვრების შეცვლის" შესახებ, [[მარქსი, კარლ|კარლ მარქსის]] ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და [[ფროიდი, ზიგმუნდ|ზიგმუნდ ფროიდის]] გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, ''სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია'', რომელიც [[1900]] წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. "მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება." <ref>ბრეტონი ა. სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი, [[1924]]. </ref>
 
== "სიურრეალისტური ავანტიურა" ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიურრეალიზმი“-დან