'''გონიერი ადამიანი''' (''[[ლათ.]]'' Homo sapiens) — [[პრიმატები]]ს სახეობა, [[ჰომინიდები]]ს ჯგუფის წარმომადგენელი [[ადამიანი (წარმოშობა)|ადამიანთა]] მოდგმისა. ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს წარმოქმნაში, რითაც შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — [[ანთროპოსფერო]]. ადამიანთა ინდივიდების შერწყმას ეწოდება დედამიწის [[პოპულაცია]] ან [[კაცობრიობა]]. ინდივიდების ურთიერთმოქმედება წარმოქმნის პოპულაციას საზოგადოებაში ან [[სოციუმი|სოციუმს]]. ყველა ინფორმაცია, რომელიც შენახულია და ცირკულირებს საზოგადოებაში, წარმოქმნის [[ნოოსფერო]]ს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის [[კულტურა]]ს. ადამიანთა სახეობა, როგორც ბევრი სხვა ბიოლოგიური სახეობა, იყოფა ორ სქესად: [[მამრობითი|მამრი]] და [[მდედრობითი|მდედრი]].