ნანა ჯორჯაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 7 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q443149
No edit summary
ხაზი 22:
დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. [[1966|1966 წელს]] მუსიკალური სკოლა დაასრულა, ხოლო [[1972]] წელს [[თბილისის სახვით ხელოვნებათა სახელმწიფო აკადემია|თბილისის სახვით ხელოვნებათა სახელმწიფო აკადემიის]] არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტურაში რამდენიმეწლიანი კარიერის შემდეგ [[1980]] წელს [[თბილისის თეატრალური ინსტიტუტი|თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში]] ჩაერიცხა. მისი სამსახიობო დებიუტი მოხდა [[1977|1977 წელს]] ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად თემებზე“, ხოლო რეჟისორის სახით — [[1979|1979 წელს]] ფილმით „მოგზაურობა სოპოტში“. მისმა [[1987|1987 წლის]] ფილმმა „[[რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი ბაბუა]]“ [[კანის კინოფესტივალი|კანის კინოფესტივალზე]] „[[ოქროს კამერა]]“ მიიღო, და ამასთან კრიტიკოსთა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.
 
[[1990]]-იანებში ის საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მათ შორის „[[შეყვარებული კულინარიკულინარის 1001 რეცეპტი]]“ (1996), რომელიც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ფილმი გახდა [[ოსკარი]]ს ნომინაციით. იყო სან-სებასტიანის ([[1987]]), თელ-ავივის ([[1989]]), კანის ([[1992]]), პოტსდამის ([[1993]]), კარლოვი-ვარის ([[1997]]), ვენეციის ([[1997]]) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_ჯორჯაძე“-დან