დეივიდ ჰერბერტ ლორენსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:D HDH Lawrence passport photograph1906.jpg||მინი|210პქ220პქ|დეივიდ ჰერბერტ ლორენსი]]
'''დეივიდ ჰერბერტ ლორენსი''' (დ. [[11 სექტემბერი]], [[1885]], [[ისტვუდი]], — გ. [[2 მარტი]], [[1930]], [[ვანსი |ვანსი]], [[საფრანგეთი]]) — [[ინგლისელი]] [[მწერალი]]. [[1909]] წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. სახელი გაითქვა პირველივე [[რომანი]]თ „თეთრი ფარშავანგი“ ([[1911]]). ლორენსის ყველაზე საინტერესო რომანია „ვაჟიშვილები და საყვარლები“ ([[1913]]). აღსანიშნავია აგრეთვე რომანები „ცისარტყელა“ ([[1915]]), „შეყვარებული ქალები“ ([[1920]]), „აარონის კვერთხი“ ([[1922]]), „კენგურუ“ ([[1923]]), „ლედი ჩატერლის საყვარელი“ ([[1928]]) და სხვა. ამ რომანებში ლორენსი ილაშქრებს დრომოჭმული ვიქტორიანული მორალის წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიულ]] სამყაროს „მექანისტურ ცივილიზაციას“, რადგან იგი, მისი აზრით, აჩლუნგებს [[ადამიანი]]ს ინსტინქტურ საწყისს. ლორენსის [[ესთეტიკა|ესთეტიკის]] საფუძველია ბუნებრიობის [[აპათეოსი]] და [[სამყარო]]ს სენსუალური აღქმა. ფონად იგი ხშირად იყენებს სოციალურ ელემენტებს. ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიულობისათვის ბრძოლაში იგი მიმართავდა [[ფროიდიზმი|ფროიდიზმსაც]], თუმცა ფროიდისტი [[მწერალი]] არასოდეს ყოფილა. საუკუნეებით გამომუშავებული ყალბი ბურჟუაზიული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგოდ ლორენსი იბრძოდა ადამიანის სხეულის ემანსიპაციისათვის. ლორენსის შემოქმედებამ, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის მიუხედავად, უდიდესი გავლენა მოახდინა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ინგლისური რომანის განვითარებაზე.