დეივიდ ჰერბერტ ლორენსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დეივიდ ჰერბერტ ლორენსი''' (დ. [[11 სექტემბერი]], [[1885]], [[ისტვუდი]], — გ. [[2 მარტი]], [[1930]], [[ვანსი |ვანსი]], [[საფრანგეთი]]) — ინგლისელი მწერალი. 1909 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. სახელი სახელი გაითქვა პირველივე რომანით „თეთრი ფარშავანგი“ (1911). ლორენსის ყველაზე საინტერესო რომანია „ვაჟიშვილები და საყვარლები“ (1913). აღსანიშნავია აგრეთვე რომანები „ცისარტყელა“ (1915), „შეყვარებული ქალები“ (1920), „აარონის კვერთხი“ (1922), „კენგურუ“ (1923), „ლედი ჩატერლის საყვარელი“ (1928) და სხვა. ამ რომანებში ლორენსი ილაშქრებს დრომოჭმული ვიქტორიანული მორალის წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს ბურჟუაზიულ სამყაროს „მექანისტურ ცივილიზაციას“, რადგან იგი, მისი აზრით, აჩლუნგებს ადამიანის ინსტინქტურ საწყისს. ლორენსის ესთეტიკის საფუძველია ბუნებრიობის აპათეოსი და სამყაროს სენსუალური აღქმა. ფონად იგი ხშირად იყენებს სოციალურ ელემენტებს. ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიულობისათვის ბრძოლაში იგი მიმართავდა ფროიდიზმსაც, თუმცა ფროიდისტი მწერალი არასოდეს ყოფილა. საუკუნეებით გამომუშავებული ყალბი ბურჟუაზიული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგოდ ლორენსი იბრძოდა ადამიანის სხეულის ემანსიპაციისათვის. ლორენსის შემოქმედებამ, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათის მიუხედავად, უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ინგლისური რომანის განვითარებაზე.
 
==ლიტერატურა==