თამარიანი (ნაწარმოები): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|თამარიანი}}
'''„თამარიანი“''' — ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულება, რომლის ავტორად ტრადიციული ცნობებით, მიჩნეულია [[ჩახრუხაძე]].

ხოტბის მთავარი ობიექტია [[თამარი|თამარ მეფე]]. თხზულება დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად - ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით, [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად "თამარიანი" წარმოადგენს ცალკეული ოდების კრებულს, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე [[დავით სოსლანი]] და ვაჟი [[ლაშა-გიორგი]]. თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. თამარის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, რაც აღნიშნულია იმავე ეპოქის სხვა თხზულებებშიც ([[აბდულმესიანი|"აბდულმესიანი"]], "ისტორიანი და აზმანი..."), გადმოცემულია მეფის სამაგალითო პირადი ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების ([[გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]], [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] და სხვა) დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი, რაც გამოვლინდა თხწულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა-გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების დიადი საქმიანობა სამშობლოს საკეთოლდღოდ.

"თამარიანის" ავტორი თავისი დროისათვის სწორ პოლიტიკურ ალღოს ავლენს. მისი აზრით, ქვეყნის ძლერების საფუძველია ერთიანობა და ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თვითმპყრობელი. ხაზგასმულია საქართველოს როლი საერთაშორისო სარბიელზე. ისევე როგორც "აბდულმესიანში", აქაც მძლავრადაა წარმოდგენილი მესიანისტური კონცეფცია: ქართული სახელმწიფოს მაღალი მისია თითქოს წინასწარვე იყო განსაზღვრული ღვთის მიერ. ძლიერი ქართული სახელმწიფო მეზობელი შეირვებული ქვეყნების დამცველია, ებრძვის მოძალებულ მუსლიმანობას, მეთაურობს იმ დროისათვის მოწინავე ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებას. თამარის სახეც ასეთი პოზიციიდანაა გაშუქებული: იგი ღვთისსწორია (იზოთეოზისის მოტივი), მეორე მესიაა, რომელსაც დაკისრებული აქვს მუსლიმანური კატასტროფისაგან ქრისტიანული სამყაროს ხსნა. ამ ნიშნით "თამარიანი" სცილდება სახოტბო თხზულების ვიწრო პანეგირიკულ მიზანდასახულობას და ხატავს ფართო სოციალურ-პოლიტიკურ პანორამას. ავტორი ეროვნული იდეოლოგიის დამცველად გვევლინება. "თამარიანი" არის აგრეთვე ძვირფასი ისტორიული წყარო, რომელშიც წარმოჩენილია ეპოქის ძირითადი იდეოლოგიის მიმართულებანი, უმთავრესი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები თუ ცალკეული მნიშვნელოვანი ისტორიული რეალიები.

"თამარიანის" ჟანრული თავისებურება განაპირობებს თხზულების სტილს - პოეტური მეტყველება ზვიადი და მაღალფარდოვანია; თვალში საცემია ეპითეტების სიუხვე ("თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა-ნარნარი, პირ-მცინარი, მზე მცინარი, საჩინარი, წყალი მქნარი, მომდინარი..." და ა. შ.), მოულოდნელი ასოციაციები, ლიტერატურული პარალელები, რომლებიც ავლენს ავტორის ღრმა განსწავლულობას (თხზულებაში მოხსენიებულია პერსონაჟები მსოფლიო მწერლობის სხვადასხვა ნიმუშიდან). სიტყვათწარმოების განსაკუთრებული სითამამე, რასაც ზოგჯერ აშკარად თვითმიზნური ხასიათი აქვს, მნიშვნელოვნად აძნელებს ტექსტის გაშიფვრას.
ხაზი 7:

"თამარიანში" ჩართული 2 პოეტური ფრაგმენტი, რომლებსაც ნ. მარი "ელეგიებს" უწედებდა, გადმოგვცემს უცნობი პოეტ-მოგზაურის რომანტიკულ თავგადასავალს და წარმოადგენს მისი მოგზაურობის ფართო მარშრუტს (ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია, ვოლგისპირეთი, აფრიკის ქვეყნები და სხვა) ერთგვარი პოეტური კომენტარით.

პოემა გამართულია შინაგანრითმებიანი ოცმარცვლიანი სალექსო საზომით, რომლის დამკვიდრება ტრადიციულად ჩახრუხაძეს მიეწერება.

"თამარიანის" ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნეებითსაუკუნე]]ებით თარიღდება. ტექსტი გამოსცა [[პლატონ იოსელიანი|პ. იოსელიანმა]] (1838); პირველი მეცნიერული გამოცემა ეკუთვნის ნ. მარს ([[1902]]). [[რუსული ენა|რუსულად]] თარგმნა [[შალვა ნუცუბიძე|შ. ნუცუბიძემ]] (1942).

==იხილეთ აგრეთვე==