ნამარხი ცხოველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 19 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q875100
No edit summary
ხაზი 1:
'''ნამარხი ცხოველები''', გეოლოგიურ წარსულში არსებული ცხოველები, რომელთაც შეისწავლის [[პალეოზოოლოგია]]. ნამარხი მასალის საფუძველზე შეიძლება შევისწავლოთ წინათ არსებული ცხოველების აგებულება და თვალი გავადევნოთ მათ თავისებულებათა განვითარების პროცესს. ჩვენამდე ნამარხების სახით წარსულში არსებულ ცხოველთა ნაშთების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი არწევს. ნამარხი ცხოველების ნაშთები გვხვდება ჩონჩხის ცალკეული ნაწილების, მათი ფრაგმენტების, ყალიბებისა და სხვა სახით. განსაკუთრებულ პირობებში, მაგ., ასფალტურ ტბებში, მუდმივი მზრალობის ზოლში, შეიძლება ცხოველები მთლიანად განამარხდნენ (მუმიფიცირებული მარტორქები დასავლეთ უკრაინაში, [[მამონტი|მამონტები]] ციმბირში). დღეისათვის ნამარხი ცხოველების ნაშთები კამბრიულისწინა დროიდანაა ცნობილი. მაშინ უკვე არსებობდა თანამედროვე ცხოველთა თითქმის ყველა ტიპი, გარდა ქორდიანებისა.
 
ნამარხი [[ერთუჯრედიანები]] 2 რაზმითაა წარმოდგენილი, ესენია ფორამინიფერები და რადიოლარიები, რომელთა ნაშთები დიდი რაოდენობით გვხვდება [[კამბრიული პერიოდი]]დან მოყოლებული და ხშირად ქმნიან ქანებს (ფუზულინებიანი კირქვები, თეთრი ცარცი, რადიოლარიტები და სხვა). უმდაბლესი [[მრავალუჯრედიანები]] — ღრუბლები პროტეროსოური ერიდან არიან ცნობილი, [[ნაწლავღრუიანები]] — ადრინდელი პალეოზოური დროიდან. თანამედროვე ნაწლავღრუიანების მონათესავე ფორმების გარდა ადრინდელი პალეოზოურ დროში ამ ჯგუფის მეტად თავისებური წარმომადგენლებიც არსებობდნენ: [[სტრომატოპორები]], ტაბულატები, ოთხსხივიანი მარჯნები და სხვა. ადრინდელი კამბრიული ეპოქის ცხოველთა საინტერესო ჯგუფს შეადგენენ [[არქეოციათები]]. ნამარხი ჭიების ნაშთები ძალზე იშვიათია. ჩვეულებრივ პოულობენ მათ სავალებს. ხავსელები და მხარფეხიანები ნაირგვარი ჯგუფებით იყვნენ წარმოდგენილი პალეოზოურ ერაში, მოლუსკების უძველესი ნაშთები ადრინდელი პალეოზოური დროიდანაა ცნობილი. განსაკუთრებით განვითარდა ეს ჯგუფი მეზოზოურსა და კაინოზოურ ერებში. [[თავფეხიანები]] მაქსიმალურად განვითარდნენ მეზოზოურ ერაში, მესამეული პერიოდის დასაწყისისათვის კი გადაშენდნენ. მათგან დღემდე მხოლოდ ერთმა გვარმა (Nautilus) მოაღწია. ნამარხი [[ფეხსახსრიანები]] ჯერ კიდევ კამბრიულისწინა დროიდან არიან ცნობილი. ადრინდელ პალეოზოურ დროში ეს ჯგუფი ტრილობიტებითა და გიგანტური მორიელებით იყო წარმოდგენილი. დევონურ პერიოდში გაჩნდნენ [[მწერები]], [[ობობასნაირები]] და სხვა. [[კანეკლიანები]] პირველად ადრინდელ პალეოზოურ დროში ჩნდებიან და წარმოდგენილი არიან [[ცისტოიდები]]თ.
 
კანეკლიანებიდან [[შროშნები]] და [[ბლასტოიდები]] უმეტესად პალეოზოურ ერაში განვითარდნენ, [[ზღვის ზღარბები]] და ვარსკვლავები კი უფრო გვიან — მეზოზოურსა და კაინოზოურ ერებში. ნახევრად ქორდიანებიდან მხოლოდ გრაფტოლითები გვხვდება ნამარხების სახით. ისინი ადრინდელ პალეოზოური დროის ზღვის კოლონიური ცხოველები იყვნენ. უძველესი — სილურული პერიოდის ხერხემლიანები უყბოებოს კლასითაა წარმოდგენილი. პალეოზოური ერის უყბოებს სხეული ძვლოვანი ფირფიტებით ან ეკლებით ჰქონდათ დაფარული. დევონურ პერიოდში გაჩნდნენ ხრტილოვანი თევზები, რომელთაც თანამედროვეებისაგან განსხვავებით, შიდა ჩონჩხში ძვლის ელემენტები გააჩნდათ და სხეულიც ძვლოვანი ფირფიტებით ჰქონდათ დაფარული. ამ დროსვე გაჩნდნენ [[მტევანფარფლიანები]], უმდაბლესი სხივფარფლიანები და ორგვარადმსუნთქავები. საკუთრივ ძვლიანი თევზები წარმოიშვნენ მხოლოდ მეხოხოურ ერაში. ხმელეთის ხერხემლიანების უძველესი ნაშთები ზედა დევონური ნალექებიდანაა ცნობილი. ტრიასულ პერიოდამდე არსებული ამფიბიების ყველა ჯგუფი [[სტეგოცეფალები]]ს სახელითაა ცნობილი. კარბონულსა და პერმულ პერიოდებში ფართოდ გავრცელდნენ [[ქვეწარმავლები]], რომლებიც ბევრი ნიშნით სტეგოცეფალებს ჰგავდნენ. ქვეწარმავლები ყველაზე უკეთ მეზოზოურ ერაში განვითარდნენ. ამ დროს არსებობდნენ [[დინოზავრები]], [[ნიანგები]], [[იქთიოზავრები]], [[პლეოზიოზავრები]], [[მფრინავი ქვეწარმავლები]] (რამფორინქუსი, პტერონოდონი). მათ თანადროულად ცხოვრობდნენ გრძელკუდიანი და კბილებით აღჭურვილი არქაული ფრინველები ([[არქეოპტერიქსი]]) და პრიმიტიული ძუძუმწოვრები. [[ფრინველები]] და [[ძუძუმწოვრები]] განსაკუთრებით კაინოზოური ერის დასაწყისიდან განვითარდნენ. მესამეული პერიოდის ძუძუმწოვართა შორის აღსანიშნავია: [[ტიტანოთერიუმი]], [[ინდრიკოთერიუმი]], [[მასტოდონტი]], [[ჰიპარიონი]] და სხვა. მესამეული და მეოთხეული პერიოდების საზღვარზე გაჩნდა [[ადამიანი]]. მეოთხეულ პერიოდში [[ევროპა]]სა და [[აზია]]ში არსებობდა მამონტი, [[ბეწვიანი მარტორქა]], [[გიგანტური ირემი]] და სხვა.