ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი პოლემიკური ნაწარმოებია — ავტორი დავითის პოლიტიკის არამარტო აღმწერი, არამედ აქტიური დამცველი და ტანამდგომია. თხზულება დაწერილია დიდად განათლებული, ნიჭიერი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის მიერ, ისტორიული პროცესის ახსნისას იგი [[პროვინდენციალიზმი|პროვინდენციალიზმს]] ეყრდნობა, იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდსაც; წინა პლანზე სწევს [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] მორალის ძირითად დოგმებს. ნაწარმოებში ვხვდებით რემინესცენციებს სასულიერო წიგნებიდან. [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] სამყაროს გავლენით, [[საქართველო]]ს სახელმწიფოს და მისი მესვეურის გაძლიერების შესაბამისად, აქ პირველად არის აღიარებული მეფის ღვთისსწორობის იდეა (იზოთეოსი) — დავითი „მესიის ხმალია“, მისი სახლით [[ღმერთი]] მოქმედებს.
 
განსაკუთრებით ნათლად რომ წარმოაჩინოს დავით აღმაშენებლის როლი, ისტორიკოსი [[ძველი აღმოსავლეთი]]სა და [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] სამყაროს ისტორიის კარგი ცოდნის საფუძველზე საინტერესო პარალელებს ავლებს ერთი მხრივ, დავითსა, და მეორე მხრივ, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელსა]] და [[ტროის ომი]]ს გმირ [[აქილევსი|აქილევსს]] შორის. იგი ხაზს უსვამს რომ ალექსანდრე მაკედონელის დიდი სახელი მისი ქვეყნის სიძლიერემ განსაზღვრა მსოფლიო-ისტორიულ პროცესში და რომ პირადი ღირსებებით დავითი ალექსანდრეს სრულიად არ ჩამოუვარდებოდა.
 
თხზულება დაწერილია დახვეწილი სტილით, მდიდარი [[ქართული ენა|ქართულით]]. იკითხება პოეტური პროზის დონეზე. ავტორმა დიდი ოსტატობით წარმოსახა დავითის მშფოთვარე ეპოქის სული, ნათლად უჩვენა სოციალურად დაპირისპირებული ძალების პოლიტიკური ჭიდილი. ნაწარმოები მდიდარია როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული, ისე ქრონოლოგიური მასალით.
 
== ლიტერატურა ==