იოანე საბანისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|იოანე}}
'''იოანე საბანისძე''', VIII საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] [[მწერალი]], [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფი]], ავტორი „აბო თბილელის წამებისა“, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობა, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] მისი თავდადება.
 
[[აბო თბილელი|აბო]] არაბეთიდან [[ქართლი|ქართლში]] გამოჰყვა [[ნერსე II|ნერსე]] [[ერისთავი|ერისთავს]], აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანოდა და მიიღო ქრისტიანობა. [[არაბები|არაბებმა]] რამდენჯერმე დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს [[786]] წელს. აბოსს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|ქართულმა ეკლესიამ]] [[წმინდანი|წმინდანად]] შერაცხა იგი. ქართლის [[კათოლიკოსი|კათალიკოსმა]] [[სამოელი|სამოელმა]] ([[780]]-[[790]]) საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანისძემ ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული მწერლობის]] ბრწყინვალე ძეგლი შექმნა ([[786]]-[[790]]), თხზულების წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123).